გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/15494-25
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/10/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე 330211925011604448

საქმე №2/15494-25

 ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა

 და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე

2025 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

   
 თბილისის საქალაქო სასამართლოს

 სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 მოსამართლე – ალექსანდრე გზირიშვილი

 

განმცხადებელი – შპს „გოლდენ გრუპი“ /ს.ნ. 445519831/

წარმომადგენელი – ლაშა ზურაბიანი, გიორგი მალანია

 

მოვალე – შპს „ჯეიფი ჰაბი“ /ს.ნ. 445657548/

მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა გაკოტრების რეჟიმით

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა შპს „გოლდენ გრუპის“ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი შპს „ჯეიფი ჰაბის“ მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე გაკოტრების რეჟიმის გახსნა და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2025 წლის 9 ივნისს, შპს „გოლდენ გრუპის“ წარმომადგენელმა განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, შპს „ჯეიფი ჰაბის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

2025 წლის 12 ივლისის განჩინებით განმცხადებელს წარმოდგენილ განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა წარმოედგინა:

• სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, მისი მოთხოვნის ღირებულების 3 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა.

• ინფორმაცია განმცხადებლის შპს „გოლდენ გრუპის“ (ს.ნ. 445519831) იურიდიული მისამართის თაობაზე.

• ინფორმაცია მოვალის მიმართ სხვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ.

2025 წლის 12 ივლისს მიღებული განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად, მხარეს განესაზღვრა საპროცესო ვადა – განჩინების ჩაბარებიდან (ანუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან) 5 (ხუთი) სამუშაო დღე. განცხადებაზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში განთავსდა 2025 წლის 13 ივნისს.

2025 წლის 18 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მომართა შპს „გოლდენ გრუპის“ წარმომადგენელმა (კანცელარიის რეგისტრაციის №11633420). 2025 წლის 19 ივნისის აქტით განმცხადებლის წარმომადგენელს გიორგი მალანიას განემარტა, რომ იგი ვალდებულია უზრუნველყოს მოვალე შპს „ჯეიფი ჰაბის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების ჩაბარება მოვალისათვის 1 (ერთი) თვის ვადაში.

2025 წლის 1 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა განმცხადებლის შპს „გოლდენ გრუპის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა მოვალე შპს „ჯეიფი ჰაბისთვის“ გადახდისუუნარობის განცხადების და თანდართული დოკუმენტების ჩაბარება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მეშვეობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ კოლეგიის 2025 წლის 3 ივლისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოს დაევალა 5 დღის ვადაში, განჩინების ასლის მისთვის ჩაბარების მომენტიდან, 2025 წლის 9 ივნისს შპს „გოლდენ გრუპის“ მიერ წარმოდგენილი განცხადების ჩაბარება შპს „ჯეიფი ჰაბისთვის“ (ს.ნ 445657548) შემდეგ მისამართზე: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 60-ბ, ბინა 25.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის I სამმართველოს 2025 წლის 17 ივლისის (სასამართლოში რეგისტრაციის თარიღი 21.07.2025 წ) მომართვით და თანდართულ მისამართზე გამოცხადების შესახებ ოქმით დგინდება, რომ შპს „ჯეიფი ჰაბს“ სასამართლო გზავნილი ვერ ჩაჰბარდა.

2025 წლის 8 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა შპს „ჯეიფი ჰაბის“ (ს.ნ. 445657548) დირექტორი ნატალია მენაბდიშვილი და ჩაიბარა 2025 წლის 9 ივნისს შპს „გოლდენ გრუპის“ მიერ წარმოდგენილი განცხადება შპს „ჯეიფი ჰაბის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ თანდართულ დოკუმენტებთან და სასამართლო გზავნილთან ერთად (სადაც მითითებულია შპს „ჯეიფი ჰაბის“ /ს.ნ 445657548/ მიერ პოზიციის წარმოდგენის თაობაზე 7 დღის ვადა).

2025 წლის 15 ივლისს შპს „ჯეიფი ჰაბის“ (ს.ნ. 445657548) მიერ წარმოდგენილ იქნა პოზიცია შპს „გოლდენ გრუპის“ მიერ 2025 წლის 9 ივნისს წარმოდგენილ განცხადებაზე, რომლითაც მოთხოვნილ იქნა შპს „ჯეიფი ჰაბის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 18 სექტემბრის განჩინებით შპს „გოლდენ გრუპის“ განცხადებაზე შპს „ჯეიფი ჰაბის“ /ს.ნ 445657548/ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხზე მსჯელობის ვადა გაგრძელდა 10 დღის ვადით. აღნიშნული განჩინება განთავსდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/).

მოვალე შპს „ჯეიფი ჰაბის“ მიერ 2025 წლის 25 სექტემბერს წარმოდგენილ იქნა დამატებითი შუამდგომლობა (პოზიცია) თანდართული მტკიცებულებებით.

განმცხადებლის განმარტებით, მოვალის გადახდისუუნაროდ მიჩნევის მიზნებისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მოვალის შესაძლებლობას, დაფაროს ვადამოსული ვალდებულებები. საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ მოვალემ შეიძლება ვერ დაფაროს ვადამოსული ვალდებულებები, თუ მოვალის მთლიანი ვალდებულებების ჯამი აღემატება მოვალის მთლიანი აქტივების ჯამს. მოცემულ შემთხვევაში მხედველობაში არ მიიღება, თუ რომელი ვალდებულებაა ვადამოსული და რომელი სამომავლო, არც იმ გარემოების გათვალისწინება ხდება, თუ მოვალის რომელი აქტივია ლიკვიდური და რომელი არა. აღნიშნული პრეზუმფციის დაშვებისათვის მნიშვნელოვანია, რომ დაჯამდეს მოვალის აქტივები და პასივები (ბალანსის იმ შემთხვევაში, თუ ტესტი). მოვალის პასივები აღემატება აქტივებს, ერთვება გადახდისუუნარობის პრეზუმფცია, რისი გაქარწყლებაც მოვალეს შეუძლია მტკიცებით, რომ ნამატი პასივების პირობებში იგი შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას.

განსახილველ შემთხვევაში მოვალის აქტივი ნულის ტოლფასია. ამასთან, მოვალეს შპს „ჯეიფი ჰაბს“ ჰყავს შემდეგი კრედიტორები აღნიშნული კრედიტორული მოთხოვნებით: ა) შპს „გოლდენ გრუპი“ მოთხოვნის ოდენობა – 2 268 784.76 მილიონი დოლარი (1 153 000 +1 115 784.76). ბ) სსიპ – შემოსავლების სამსახური; მოთხოვნის ოდენობა – 3 401 708.74 მილიონი ლარი. გ) ყოფილი 213 დასაქმებული, მოთხოვნის ოდენობა – 1 147 782.53 მილიონი ლარი.

განმცხადებლის განმარტებით მოვალის პასივი ამ მოთხოვნების ჯამით აღემატება მის აქტივს. აქედან გამომდინარე, სახეზეა მოვალის გადახდისუუნაროდ მიჩნევისთვის შემდეგი გარემოებები: 1. მოვალის მთლიანი ვალდებულებების ჯამი, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების ჩათვლით, აღემატება მთლიანი აქტივების ჯამს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე გააგრძელებს საქმიანობას. გადახდისუუნარობის სამომავლო და პირობით არსებობის დადგენის მიზნებისთვის, ვალდებულებები ვალდებულებებსაც მოიცავს, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა (ბალანსის ტესტი). 2. სავარაუდოა, რომ მოვალე შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი არანაკლებ 20%-ით აღემატება მთლიანი ლიკვიდური აქტივის ჯამს (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას ლიკვიდობის დეფიციტი.

ამასთან, მოვალეს არათუ შეჩერებული, არამედ შეწყვეტილი აქვს სამეწარმეო საქმიანობა. მოვალის სამეწარმეო ამონაწერიდან ირკვევა, რომ №08134830 შეტყობინების საფუძველზე, 17/09/2024 წელს მის მთელ ქონებაზე გავრცელებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ანუ განცხადების შეტანიდან 7 თვით ადრეა ეს უფლება გავრცელებული მოვალის ქონებაზე. შესაბამისად, მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება. გასათვალისწინებელია, რომ მითითებული წინაპირობები ალტერნატიულია, ხოლო მოცემულ შემთხვევაში რამდენიმე მათგანის არსებობა დასტურდება. შესაბამისად, ცხადია, რომ მოვალე ცალსახად გადახდისუუნაროა. განმცხადებლის განმარტებით ერთადერთი სწორი სამართლებრივი მექანიზმი მოვალის წინააღმდეგ გაკოტრების რეჟიმის გახსნაა, მართალია, რეაბილიტაციის რეჟიმს ენიჭება უპირატესობა გაკოტრების რეჟიმთან მიმართებით, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მოვალეს შეწყვეტილი აქვს საქმიანობა.

მოვალე შპს „ჯეიფი ჰაბის“ / ს.ნ. 445657548/ ზემოაღნიშნულ განცხადებასთან მიმართებით მიუთითებს, რომ შპს „ჯეიფი ჰაბი“ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში 2022 წლის 2 აგვისტოს დარეგისტრირდა. კომპანიას კანონით დადგენილი წესით მოპოვებული ჰქონდა აზარტული თამაშობის განხორციელების ნებართვა და 2024 წლის 23 სექტემბრამდე მისი სახელითა და „შანგრილას” ბრენდის ქვეშ ქალაქ ბათუმში, ჟიული შარტავას გამზირი №8, არასაცხოვრებელი ფართი №I, I-II სართული, ფუნქციონირებდა სამორინე და სათამაშო აპარატების სალონი. 2024 წლის 23 სექტემბერს შპს „ჯეიფი ჰაბმა“ შეაჩერა როგორც სამორინეს, ისე სათამაშო აპარატების სალონის ფუნქციონირება, ვინაიდან კომპანიის საინვესტიციო პარტნიორმა განიზრახა კომპანიის გაკოტრება და საკუთარი ვალდებულებების დაფარვა.

შემოსავლების სამსახურის ოფიციალური შეტყობინების თანახმად, შპს „ჯეიფი ჰაბს“ 2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით, პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება აღიარებული 4 893 580.81 ლარის ოდენობის დავალიანება, მოვალისთვის გაურკვეველია შპს „გოლდენ გრუპის“ იურიდიული ინტერესი, მაშინ როცა მათთვის ცნობილია, რომ შპს „ჯეიფი ჰაბის“ სახელმწიფოს მიმართ არსებული ვალდებულებების შესახებ.

მოვალე მიუთითებს, რომ შპს „ჯეიფი ჰაბი“ ახორციელებდა საქმიანობას 2023 წლის 2 აგვისტოდან 2024 წლის 23 სექტემბრამდე. შპს „ჯეიფი ჰაბის“ საკუთრებაში ამჟამად არ ირიცხება უძრავი/მოძრავი ქონება, შპს „ჯეიფი ჰაბის“ საკუთრებაში ირიცხებოდა მოძრავი ქონება 20 (ოცი) ერთეული EGT მოდელის სათამაშო აპარატი. 2024 წლის 15 სექტემბერს გაფორმდა სამმხრივი ხელშეკრულება STORM INTERNATIONAL MANAGEMENT SERVICS B.V”-ს, შპს „ესთი სელექთსა“ და შპს „ჯეიფი ჰაბს“ შორის, რომლის თანახმადაც შპს „ესთი სელექთმა” საკუთარ თავზე აიღო 2023 წლის 04 აპრილის ხელშეკრულებით „STORM INTERNATIONAL MANAGEMENT SERVICS B.V”-ს წინაშე შპს „ჯეიფი ჰაბის“ არსებული 150 000 ევროს დავალიანების გადახდა, სანაცვლოდ კი შპს „ჯეიფი ჰაბის“ კუთვნილ 20 (ოცი) ერთეული EGT მოდელის სათამაშო აპარატზე შპს „ესთი სელექთ”-ს გადაეცა საკუთრების უფლება. კრედიტორ შპს „გოლდენ გრუპთან” გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ჯეიფი ჰაბს“ გააჩნია საიჯარო ქირის დავალიანება, შპს „ჯეიფი ჰაბს“ არაერთი კომპანიის მიმართ გააჩნია დავალიანება, რაზეც არაერთი საქმე მიმდინარეობდა (მიმდინარეობს) სასამართლოში და პროცესის გაჭიანურების თავიდან არიდების მიზნით, შპს „ჯეიფი ჰაბმა“ არაერთი სარჩელი ცნო. შპს „ჯეიფი ჰაბს“ გააჩნია დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, შპს „ჯეიფი ჰაბს“ ასევე გააჩნია დავალიანება 213 ყოფილი თანამშრომლის მიმართ.

შპს „ჯეიფი ჰაბი“ ეთანხმება გადახდისუუნარობის შესახებ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ მოთხოვნას, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ 2024 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული სამმხრივი ხელშეკრულება „STORM INTERNATIONAL MANAGEMENT SERVICS B.V“-ს, შპს „ესთი სელექთსა“ და შპს „ჯეიფი ჰას“ შორის სადავოდ არ არის გამხდარი, ხსენებული სამმხრივი ხელშეკრულების შინაარსისა და იმ ფაქტის შესახებ, რომ შპს „ჯეიფი ჰაბს“ აღარ ეკუთვნოდა საკუთრების უფლება 20 (ოცი) EGT მოდელის სათამაშო აპარატზე, ცნობილი იყო შპს „გოლდენ გრუპისთვის“ და მათი მხრიდან განზრახ არ მიეცა შესაძლებლობა შპს „ჯეიფი ჰაბს“ შპს „გოლდენ გრუპის“ კუთვნილი ტერიტორიიდან გამოეტანა მოძრავი ქონება და გადაეცა ახალი მესაკუთრისთვის. აღსანიშნავია, რომ 20 (ოცი) ერთეული EGT მოდელის სათამაშო აპარატი დღემდე იმყოფება შპს „გოლდენ გრუპის“ ფაქტობრივ მფლობელობაში.

მოვალე შპს „ჯეიფი ჰაბის“ მიერ 2025 წლის 25 სექტემბერს წარმოდგენილ იქნა დამატებითი შუამდგომლობა (პოზიცია) თანდართული მტკიცებულებებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კრედიტორი შპს „გოლდენ გრუპ“ ითხოვს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის, 43-ე მუხლის, 45-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს წარმოებაში წარმოდგენილი განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ შპს „ჯეიფი ჰაბის“ მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების მოვალის მიერ შეტანის შემთხვევაში სასამართლო ამ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხს წყვეტს მისი შეტანიდან 7 დღის ვადაში, ხოლო აღნიშნული განცხადების კრედიტორის მიერ შეტანის შემთხვევაში − მოვალისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. ეს ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს ერთჯერადად, საკუთარი ინიციატივით, დასაბუთებული განჩინებით. გაგრძელებული ვადა არ უნდა აღემატებოდეს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხის განხილვისთვის დადგენილ ვადას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხს სასამართლო ზეპირი მოსმენით განიხილავს. თუ საქმის ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის, სასამართლო უფლებამოსილია ეს საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს.

განსახილველ შემთხვევაში კრედიტორი მიუთითებს, რომ მოვალის აქტივი ნულის ტოლფასია. ამასთან, მოვალეს შპს „გოლდენ გრუპს“ /ს.ნ. 445519831/ ჰყავს შემდეგი კრედიტორები, მითითებული კრედიტორული მოთხოვნებით: ა) შპს „გოლდენ გრუპი“ მოთხოვნის ოდენობა – 2 268 784.76 მილიონი დოლარი (1 153 000 +1 115 784.76). ბ) სსიპ – შემოსავლების სამსახური, მოთხოვნის ოდენობა – 3 401 708.74 მილიონი ლარი, გ) ყოფილი 213, დასაქმებული, მოთხოვნის ოდენობა – 1 147 782.53 მილიონი ლარი. მოვალის პასივი მოთხოვნების ჯამით აღემატება მის აქტივს. ამასთან, მოვალეს არათუ შეჩერებული, არამედ შეწყვეტილი აქვს სამეწარმეო საქმიანობა. მოვალის სამეწარმეო ამონაწერიდან ირკვევა, რომ №08134830 შეტყობინების საფუძველზე, 17/09/2024 წელს მის მთელ ქონებაზე გავრცელებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

მოვალე შპს „ჯეიფი ჰაბი“/ ს.ნ. 445657548/ ზემოაღნიშნულ განცხადებასთან მიმართებით მიუთითებს, რომ შპს „ჯეიფი ჰაბი“ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში 2022 წლის 2 აგვისტოს დარეგისტრირდა. შემოსავლების სამსახურის ოფიციალური შეტყობინების თანახმად, შპს „ჯეიფი ჰაბს“ 2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით, პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება აღიარებული 4 893 580.81 ლარის ოდენობის დავალიანება.

მოვალე მიუთითებს, რომ შპს „ჯეიფი ჰაბი“ ახორციელებდა საქმიანობას 2023 წლის 02 აგვისტოდან 2024 წლის 23 სექტემბრამდე. შპს „ჯეიფი ჰაბის“ საკუთრებაში ამჟამად არ ირიცხება უძრავი/მოძრავი ქონება, შპს „ჯეიფი ჰაბის“ საკუთრებაში ირიცხებოდა მოძრავი ქონება 20 (ოცი) ერთეული EGT მოდელის სათამაშო აპარატი. 2024 წლის 15 სექტემბერს გაფორმდა სამმხრივი ხელშეკრულება STORM INTERNATIONAL MANAGEMENT SERVICS B.V”-ს, შპს „ესთი სელექთსა“ და შპს „ჯეიფი ჰაბს“ შორის, რომლის თანახმადაც შპს „ესთი სელექთმა” საკუთარ თავზე აიღო 2023 წლის 04 აპრილის ხელშეკრულებით „STORM INTERNATIONAL MANAGEMENT SERVICS B.V”-ს წინაშე შპს „ჯეიფი ჰაბის“ არსებული 150 000 ევროს დავალიანების გადახდა, სანაცვლოდ კი შპს „ჯეიფი ჰაბის“ კუთვნილ 20 (ოცი) ერთეული EGT მოდელის სათამაშო აპარატზე შპს „ესთი სელექთს“ გადაეცა საკუთრების უფლება. კრედიტორ შპს „გოლდენ გრუპთან” გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ჯეიფი ჰაბს“ გააჩნია საიჯარო ქირის დავალიანება, შპს „ჯეიფი ჰაბს“ არაერთი კომპანიის მიმართ გააჩნია დავალიანება, რაზეც არაერთი საქმე მიმდინარეობდა (მიმდინარეობს) სასამართლოში და პროცესის გაჭიანურების თავიდან არიდების მიზნით, შპს „ჯეიფი ჰაბმა“ არაერთი სარჩელი ცნო. შპს „ჯეიფი ჰაბს“ გააჩნია დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, შპს „ჯეიფი ჰაბს“ ასევე გააჩნია დავალიანება 213 ყოფილი თანამშრომლის მიმართ.

შპს „ჯეიფი ჰაბი“ ეთანხმება გადახდისუუნარობის შესახებ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ მოთხოვნას, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ 2024 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული სამმხრივი ხელშეკრულება „STORM INTERNATIONAL MANAGEMENT SERVICS B.V“-ს, შპს „ესთი სელექთსა“ და შპს „ჯეიფი ჰას“ შორის, სადავოდ არ არის გამხდარი, ხსენებული სამმხრივი ხელშეკრულების შინაარსისა და იმ ფაქტის შესახებ, რომ შპს „ჯეიფი ჰაბს“ აღარ ეკუთვნოდა საკუთრების უფლება 20 (ოცი) EGT მოდელის სათამაშო აპარატზე, ცნობილი იყო შპს „გოლდენ გრუპისთვის“ და მათი მხრიდან განზრახ არ მიეცა შესაძლებლობა შპს „ჯეიფი ჰაბს“ შპს „გოლდენ გრუპის“ კუთვნილი ტერიტორიიდან გამოეტანა მოძრავი ქონება და გადაეცა ახალი მესაკუთრისთვის. აღსანიშნავია, რომ 20 (ოცი) ერთეული EGT მოდელის სათამაშო აპარატი დღემდე იმყოფება შპს „გოლდენ გრუპის“ ფაქტობრივ მფლობელობაში.

სასამართლო გაეცნო შპს „გოლდენ გრუპის“ /ს.ნ. 445519831/ და შპს „ჯეიფი ჰაბის“ /ს.ნ. 445657548/ განცხადებებს და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „გოლდენ გრუპის“ განცხადება აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და იგი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი და შპს „ჯეიფი ჰაბის“ მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 47-ე, 55-ე, 99-ე, მე-100 მუხლებით; ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „გოლდენ გრუპის“ /ს.ნ. 445519831/განცხადება ცნობილი იქნეს დასაშვებად.

2. შპს „ჯეიფი ჰაბის“ /ს.ნ. 445657548/ მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი.

3. შპს „ჯეიფი ჰაბის“ / ს.ნ. 445657548/ გაკოტრების მმართველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი – სერგი ჯორბენაძე (პ.ნ. 01008028649, ტელ: 599 79 23 22, მისამართი: თბილისი, ი. აბაშიძის ქ. 34, ელ.ფოსტა: Jorbenadze@jgc.ge), რომელიც შერჩეული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 99-ე მუხლის საფუძველზე.

4. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად:

ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება;

ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა;

გ) ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში;

ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ საქმის წარმოება შეწყდება გადახდისუუნარობის საფუძვლების არარსებობის გამო, ჩაითვლება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;

თ) არ დაიშვება ახალი საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება;

ი) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე აღძრული, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების განხილვა სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ახალი დავების დაწყება არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დავა ეხება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოყოფას ან ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლების განხორციელების ხანდაზმულობას ვადის დინება ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

5. გაკოტრების მმართველის დანიშვნისთანავე მოვალის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ ყველა პირს უჩერდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. თითოეული ასეთი პირი ვალდებულია, გაკოტრების მმართველის გადაწყვეტილებით, მის მიერვე განსაზღვრული გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ ითანამშრომლოს გაკოტრების მმართველთან და დაეხმაროს მას.

6. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ განჩინების გამოტანამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდების შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციები, ხოლო წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში − საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს მათში სათანადო ცვლილება ან/და დამატება.

7. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილება გაკოტრების რეჟიმში უნარჩუნდება მხოლოდ განჩინების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მისი შესრულების ნაწილში.

8. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოიძიოს ქონება, დააზუსტოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების შესახებ მონაცემები, განახორციელოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაცია და გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით ამონაგები თანხა კრედიტორებზე გაანაწილოს. გაკოტრების მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა შეასრულოს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტიანად, მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების გათვალისწინებით, და გაუმართლებლად და აუცილებლობის გარეშე ზიანი არ უნდა მიაყენოს მათ ინტერესებს.

9. გაკოტრების მიზნის მისაღწევად და დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად გაკოტრების მმართველი ხელმძღვანელობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და ახორციელებს შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისთვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას.

10. გაკოტრების მმართველს უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით:

ა) კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიმართოს და უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას;

ბ) აწარმოოს დავები;

გ) განახორციელოს შეცილება;

დ) უზრუნველყოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა;

ე) უზრუნველყოს სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ მოვალის მიმართ წარმოშობილი მოთხოვნების, მათ შორის, საგადასახადო ვალდებულებების, შესრულება;

ვ) მოიწონოს ან შეწყვიტოს არსებული ხელშეკრულებები და დადოს ახალი ხელშეკრულებები;

ზ) შეისყიდოს სხვადასხვა პროფესიული მომსახურება;

თ) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

11. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოამზადოს მოვალის ფინანსური მდგომარეობისა და ქონების რეალიზაციის შერჩეული ფორმის შესახებ ანგარიში და იგი ამ კანონით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

12. გაკოტრების მმართველი აფასებს გადახდისუუნარობის მასაში შემავალ ქონებას. კრედიტორებს უფლება აქვთ, საკუთარი ხარჯით განახორციელონ მისი ალტერნატიული შეფასება. შეუთანხმებლობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების მმართველი. კრედიტორებს უფლება აქვთ, დასვან გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი და ამ მიზნით მოიწვიონ კრედიტორთა კრება.

13. განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით, www.ecourt.ge და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე, ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შესახებ).

14. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                            ალექსანდრე გზირიშვილი