საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულუფლებიანი წარმომადგენლის - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამდებობების წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ჩადენილ ორგანიზებულ და სხვა სახის საშიშ დანაშაულებთან ბრძოლის საკოორდინაციო ბიუროს მთავარი ინსპექტორის სტატუსის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 14.02.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №83
სარეგისტრაციო კოდი 000000370.02(0).000.000645 17
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 2, 28/02/1994
217 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულუფლებიანი წარმომადგენლის - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამდებობების წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ჩადენილ ორგანიზებულ და სხვა სახის საშიშ დანაშაულებთან ბრძოლის საკოორდინაციო ბიუროს მთავარი ინსპექტორის სტატუსის განსაზღვრის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №83 1994 წლის 14 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულუფლებიანი წარმომადგენლის - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამდებობების წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ჩადენილ ორგანიზებულ და სხვა სახის საშიშ დანაშაულებთან ბრძოლის საკოორდინაციო ბიუროს მთავარი ინსპექტორის სტატუსის განსაზღვრის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელ სახელწმიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების მთავრობების მეთაურთა 1993 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებულია დოკუმენტები, რომლებიც აწესრიგებენ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ორგანიზებულ და სხვა საშიშ დანაშაულთან ბრძოლის საკოორდინაციო ბიუროს საქმიანობის ორგანიზაციულ, საკადრო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფას. ბიუროს ხელმძღვანელობაში შედის თანამეგობრობის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა სამინისტროების თითო სრულუფლებიანი წარმომადგენელი მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე ამასთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. საქართველოს რესპუბლიკის შინაგანს საქმეთა სამინისტროს - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ჩადენილი ორგანიზებული და სხვა სახის საშიშ დანაშაულთა ბრძოლის საკოორდინაციო ბიუროს სტატუსი განისაზღვროს - საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეარჩიოს და დაამტკიცოს კანდიდატურა საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულუფლებიანი წარმომადგენლისა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამდებობის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ჩადენილ ორგანიზებულ და სხვა სახის საშიშ დანაშაულთან ბრძოლის საკოორდინაციო ბიუროში, რის შესახებაც აცნობოს დამოუკიდებელ სახელწმიფოთა თანამეგობრობის აღმასრულებელ სამდივნოს.  საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე    ზ. კერვალიშვილი