საერთაშორისო ორგანიზაცია „ინტერპოლში“ საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის შესახებ
მიღების თარიღი 13.01.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 000000430.02(0).000.000623 172
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1, 31/01/1994
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.01.1994 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საერთაშორისო ორგანიზაცია „ინტერპოლში“ საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №19
1994 წლის 13 იანვარი
ქ. თბილისი
საერთაშორისო ორგანიზაცია „ინტერპოლში“ საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია „ინტერპოლში“ გაწევრიანებისათვის დაკავშირებით და ამ ორგანიზაციის დებულების მე-4 და 32-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოადგინოს საქართველოს რესპუბლიკა ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ა. მარგიანი