თურქმენეთის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ

მიღების თარიღი 15.01.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 000000430.02(0).000.000629 172
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1, 31/01/1994
105 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

თურქმენეთის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №33 1994 წლის 15 იანვარი ქ. თბილისი თურქმენეთის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და თურქმენეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა გაღრმავების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობა თურქმენეთის რესპუბლიკაში (ქ. აშხაბათში). 2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან, სხვა შესაბამის სამინისტრო-უწყებებთან და თურქმენეთის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენელთან ერთად შეიმუშაოს და დასამტკიცებლად წარმოუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს წინადადებანი თურქმენეთის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის აპარატის მუშაკთა რიცხოვნობის, შესანახი ხარჯებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ა. მარგიანი