საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მოსამსახურეთა თანამდებობრივ განაკვეთებზე სპეციალური წოდებებისათვის დანამატების შესახებ

მიღების თარიღი 31.01.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №61
სარეგისტრაციო კოდი 000000380.02(0).000.000640 5
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1, 31/01/1994
179 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მოსამსახურეთა თანამდებობრივ განაკვეთებზე სპეციალური წოდებებისათვის დანამატების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №61 1994 წლის 31 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მოსამსახურეთა თანამდებობრივ განაკვეთებზე სპეციალური წოდებებისათვის დანამატების შესახებ „სამხედრო და სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 29 აპრილის კანონის შესაბამისად იუსტიციის ორგანოების საქმიანობის გაუმჯობესების, მათი მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების, ამ სისტემის სახელმწიფო მოსამსახურეთა შრომის სტიმულირების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. დაწესდეს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მოსამსახურეთა თანამდებობრივ განაკვეთებზე სპეციალური წოდებებისათვის დანამატთა კოეფიციენტები, დანართის თანახმად. 2. საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მოსამსახურეთა სპეციალური წოდებებისათვის სახსრები გამოიყოს საქართველოს რესპუბლიკური ბიუჯეტიდან. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი  ო. ფაცაცია დანართი შრომის ანაზღაურების მინიმალურ დონესთან საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მოსამსახურეთა თანამდებობრივ განაკვეთებზე სპეციალური წოდებებისათვის დანამატთა თანაფარდობის კოეფიციენტები სპეციალური წოდება სპეციალური წოდებისათვის დანამატების შრომის ანაზღაურების მინიმალურ დონესთან თანაფარდობის კოეფიციენტები იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი 1,5 იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი 1,3 იუსტიციის უფროსი მრჩეველი 1,1 იუსტიციის მრჩეველი 1 იუსტიციის უმცროსი მრჩეველი 0,9 I კლასის იურისტი 0,8 II კლასის იურისტი 0,7 III კლასის იურისტი 0,6 საქართველოს რესპუბლიკისმინისტრთა კაბინეტისსაქმეთა მმართველი ლ. გიგინეიშვილი