ბულგარეთში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №54
1994 წლის 25 იანვარი
ქ. თბილისი
ბულგარეთში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკასა და ბულგარეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა გაღრმავების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტთა კაბინეტი ადგენს:
1. დაარსდეს საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობა ბულგარეთში (ქ. სოფიაში).
2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან, სხვა შესაბამის სამინისტრო-უწყებებთან და ბულგარეთში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენლთან ერთად შეიმუშაოს და დასამტკიცებლად წარმოუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს წინადადებანი ბულგარეთში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის აპარატის მუშაკთა რიცხოვნობის, შესანახი ხარჯებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ო. ფაცაცია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბულგარეთში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ“?
- დიახ, სამართლებრივი აქტი „ბულგარეთში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
- სად არის „ბულგარეთში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ბულგარეთში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6638050/