სირიაში, ლიბანსა და იორდანიაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ
მიღების თარიღი 15.01.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 000000430.02(0).000.000630 172
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1, 31/01/1994
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.01.1994 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
სირიაში, ლიბანსა და იორდანიაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №34
1994 წლის 15 იანვარი
ქ. თბილისი
სირიაში, ლიბანსა და იორდანიაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკასა და სირიას, ლიბანსა და იორდანიას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა გაღრმავების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობა სირიაში, ლიბანსა და იორდანიაში (ქ. დამასკო).
2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან, სხვა შესაბამის სამინისტრო-უწყებებთან და სირიაში, ლიბანსა და იორდანიაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენლებთან ერთად შეიმუშაოს და წარმოუდგინოს დასამტკიცებლად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს წინადადებანი სირიაში, ლიბანსა და იორდანიაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის აპარატის მუშაკთა რიცხოვნობის, შესანახი ხარჯებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ა. მარგიანი