სირიაში, ლიბანსა და იორდანიაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი ეკონომიკა
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის

დადგენილება №34

1994 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

 

სირიაში, ლიბანსა და იორდანიაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკასა და სირიას, ლიბანსა და იორდანიას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა გაღრმავების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობა სირიაში, ლიბანსა და იორდანიაში (ქ. დამასკო).

2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან, სხვა შესაბამის სამინისტრო-უწყებებთან და სირიაში, ლიბანსა და იორდანიაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენლებთან ერთად შეიმუშაოს და წარმოუდგინოს დასამტკიცებლად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს წინადადებანი სირიაში, ლიბანსა და იორდანიაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის აპარატის მუშაკთა რიცხოვნობის, შესანახი ხარჯებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ.

 

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე                          ა. მარგიანი                    

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სირიაში, ლიბანსა და იორდანიაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „სირიაში, ლიბანსა და იორდანიაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „სირიაში, ლიბანსა და იორდანიაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „სირიაში, ლიბანსა და იორდანიაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6638532/