ავსტრიისა და სლოვაკეთის რესპუბლიკებში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ
მიღების თარიღი 06.01.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 000000430.02(0).000.000622 172
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1, 31/01/1994
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.01.1994 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ავსტრიისა და სლოვაკეთის რესპუბლიკებში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №7
1994 წლის 6 იანვარი
ქ. თბილისი
ავსტრიისა და სლოვაკეთის რესპუბლიკებში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკასა და ავსტრიის და სლოვაკეთის რესპუბლიკებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-კულტურულ ურთიერთობათა გაღრმავებისა და ამ ურთიერთობების სისტემატიზაციის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობა ავსტრიისა და სლოვაკეთის რესპუბლიკებში (ქ. ვენა) და ამ წარმომადგენლობის განყოფილება სლოვაკეთში (ქ. ბრატისლავა).
2. პირველ ეტაპზე სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის მუშაკთა რიცხვი ქ. ვენაში განისაზღვროს სამი საშტატო ერთეულით, მათ შორის: ერთი სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენელი, ერთი სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლის მოადგილე და ერთი ექსპერტი; ქ. ბრატისლავაში - ორი საშტატო ერთეულით - განყოფილების ხელმძღვანელი და ექსპერტი.
3. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან და სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად შეიმუშაოს და წარმოუდგინოს დასამტკიცებლად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს წინადადებანი ავსტრიის და სლოვაკეთის რესპუბლიკებში სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის აპარატის შესანახი ხარჯების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ.
4. დაევალოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დიპლომატიური არხებით აღნიშნული ქვეყნების მთავრობების ინფორმირება მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ო. ფაცაცია