ავსტრიისა და სლოვაკეთის რესპუბლიკებში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №7 |
|
1994 წლის 6 იანვარი ქ. თბილისი |
1. შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობა ავსტრიისა და სლოვაკეთის რესპუბლიკებში (ქ. ვენა) და ამ წარმომადგენლობის განყოფილება სლოვაკეთში (ქ. ბრატისლავა).
2. პირველ ეტაპზე სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის მუშაკთა რიცხვი ქ. ვენაში განისაზღვროს სამი საშტატო ერთეულით, მათ შორის: ერთი სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენელი, ერთი სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლის მოადგილე და ერთი ექსპერტი; ქ. ბრატისლავაში - ორი საშტატო ერთეულით - განყოფილების ხელმძღვანელი და ექსპერტი.
3. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან და სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად შეიმუშაოს და წარმოუდგინოს დასამტკიცებლად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს წინადადებანი ავსტრიის და სლოვაკეთის რესპუბლიკებში სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის აპარატის შესანახი ხარჯების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ.
4. დაევალოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დიპლომატიური არხებით აღნიშნული ქვეყნების მთავრობების ინფორმირება მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ო. ფაცაცია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ავსტრიისა და სლოვაკეთის რესპუბლიკებში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ“?
- დიახ, სამართლებრივი აქტი „ავსტრიისა და სლოვაკეთის რესპუბლიკებში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
- სად არის „ავსტრიისა და სლოვაკეთის რესპუბლიკებში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ავსტრიისა და სლოვაკეთის რესპუბლიკებში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6638550/