საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის დებულებისა და ცენტრალური აპარატის სტრუქტურის შესახებ

მიღების თარიღი 07.04.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №199
სარეგისტრაციო კოდი 000000090.02(0).000.000672 108
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 4, 29/04/1994
1,054 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის დებულებისა და ცენტრალური აპარატის სტრუქტურის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №199 1994 წლის 7 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის დებულებისა და ცენტრალური აპარატის სტრუქტურის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის თანდართული დებულება და ცენტრალური აპარატის სტრუქტურა. 2. განისაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის ცენტრალური აპარატის მუშაკთა რიცხოვნობა 150 ერთეულით. 3. განისაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის კოლეგია 9 კაცის შემადგენლობით. 4. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის საქმიანობის სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 22 თებერვლის № 44 განკარგულების შესრულების უზრუნველსაყოფად: - მიმდინარე და შემდგომი წლების ბიუჯეტის პროექტებში გაითვალისწინოს საკმარისი სახსრების გამოყოფა საგადასახადო სამსახურის საინფორმაციო სისტემის ჩამოყალიბება-განვითარებას, გამოთვლითი, გადასაღებ-გასამრავლებელი ტექნიკისა და სხვა მოწყობილობის შეძენის მიზნით: - საქართველოს რესპუბლიკის პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სახელმწიფო კორპორაციასთან ერთად გაუწიოს ჯეროვანი დახმარება სახელმწიფო საგადასახადო სამსახურს პოლიგრაფიული ბაზით სარგებლობის საქმეში. 5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 29 მაისის № 607 დადგენილება და „სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის ფუნქციონირების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 1 ოქტომბრის № 729 დადგენილება. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                                ო. ფაცაცია საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი 1.1. ეს დებულება შემუშავებულია „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად. 1.2. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია (შემგომში „ინსპექცია“) არის ერთიანი ცენტრალიზბული სისტემა, რომელიც უზრნველყოფს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგადასახადო კანონმდებლობის დაცვას და მისი შესრულებისადმი კონტროლს. 1.3. ინსპექცია შედის სახელმწიფო მმართველობის ორგანოების სისტემაში, არის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქვეუწყებო ორგანო და თავისი საქმიანობისას ექვემდებარება მას. 1.4. ინსპექცია საგადასახადო კანონმდებლობი დაცვისა და მისი შესრულებისადმი კონტროლს ახორციელებს უშუალოდ, რესპუბლიკის სახელწმიფო საგადასახადო ინსპექციის ცენტრალური აპარატის, ავტონომიური რესპუბლიკების, რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონების სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციების მეშვეობით. 1.5. ინსპექცია და მისი ორგანოები ადგილებზე თავიანთი საქმიანობისას ხელმძღვანელობენ საქართველოს რესპუბლიკისა და ავტონომიური რესპუბიკის მოქმედი კანონმდებლობით. 1.6. ინსპექცია და მისი ორგანოები არიან იურიდიული პირები, აქვთ ბეჭედი საქართველოს რესპუბლიკი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავიანთი დასახელებით, დამოუკდებელი ბალანსი, სათანადო ანგარიშები ბანკებში. თავი II. ინსპექციის ამოცანები და უფლება-მოვალეობანი 2.1. ინსპექციისა და მისი ორგანოების ამოცანები და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება „საქართველოს რესპუბლიკის სახელწმიფო საგადასახადო სამსახურის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით. 2.2. ინსპექცია შეისწავლის და განაზოგადებს საზღვარგარეთის ქვეყნების საგადასახადო სისტემების, მინისტრთა კაბინეტში საგადასახადო სისტემის სრულყოფის საკითხებზე შეიტანს ნორმატიული აქტების პროექტებს. 2.3. ინსპექცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად მისი  სისტემის ორგანოებისათვის. 2.4. ინსპექციას უფლება აქვს კავშირები დაამყაროს სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მიავლინოს საზღვარგარეთ საგაასახადო სამსახურის მუშაკები სტაჟირებაზე, ოფიციალურ ღონისძიებებში მისაღებად. 2.5. ინსპექცია საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნათა შესაბამისად თავის სისტემაში ატარებს საკადრო პოლიტიკას, ადენს კადრების შერჩევასა და განაწილებას, ახორციელებს ღონისძიებებს მათი მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის. მოქმედი კანონმდებლობის და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ატარებს ატესტაციას. 2.6. საწარმოებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში ისეთი დარღვევების გამოვლენისას, როცა დამნაშავე პირი ექვემდებარება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ინსპექციის თანამდებობის პირები აქტში დარევს ფაქტების ასახვასთან ერთად ადგენენ ოქმს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის შესახებ. ოქმზე ხელის მოწერაზე უარი არ წარმოადგენს საფუძველს დამნაშავე პირთა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემის შესახებ საქმის შესაწყვეტად. 2.7. ინსპექციების ხელმძღვანელები მინიჭებული უფლებების შესაბამისად იღებენ დადგენილებას საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების დამრღვევი მოქალაქეებისათვის ადმინისტრაციული ჯარიმის დადების შესახებ. თავი III. ინსპექციების თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა 3.1. ინსპექციის თანამდებობის პირთა მოქმედება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ინსპექციაში. საჩივარი განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება მათი შემოსვლის დღიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში. 3.2. საჩივრის შეტანა არ აჩერებს ინსპექციის თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებებს. ზემდრომ ინსპექციას, რომელიც საჩივრებს განიხილავს, უფლება აქვს საკითხის გადაწყვეტამდე შეაჩეროს თანხების გადადევინება. 3.3. იმ შემთხვევაში, თუ საწარმო არ ეთანხმება ზემდგომი ინექციის გადაწყვეტილებას, მან საკითხის საბოლოო გადაწყვეტისათვის შეიძლება მიმართოს საქართველოს რესპუბლიკის საარბიტრაჟო სასამართლოს. თუ მოქალაქე არ ეთანხმება ზემდგომი საგადასახადო სამსახურის გადაწყვეტილებას, საგადასახადო სამსახურის თანამდებობის პირთა ქმედებანი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო წესით. თავი IV. ინსპექციის ორგანოები 4.1. ინსპექციას ხელმძღვანელობს ინსპექციი უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის შეთანხმებით. 4.2. ინსპექციის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექციის უფროსი და ამტკიცებს მინისტრთა კაბინეტი. 4.3. ინსპექციის უფროსი: ა) ორგანიზაციას უწევ ინსპექციის მუშაობას და პერსონალურად აგებს პასუხს საგადასახადო ინსპექციის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის: ბ) ანაწილებს მოვალეობებს ინსპექციის უფორსის მოადგილეებს შორის და ახდენს მათი მუშაობი კოორდინაციას; გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექციების თანამდებობის პირებს, მათ მიმართ იყენებენ წახალისებისა და დისციპლინური ზემოქმედების ზომებს; დ) დამტკიცებული წლიური ხელფასის ფონდის და საშტატო რიცხოვნობის ფარგლებში ამტკიცებს სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის ცენტრალური აპარატის საშტატო განრიგს; ე) განაგებს ინსპქციისათვის გამოყოილ სახსრებს და ახორციელებს ფინანსურ ოპერაციებს, ხოლო აწერს ბრძანებებს, საბანკო ჩეკებს, მიდობილობებსა და სხვა დოკუმენტებს; ვ) საჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად გამოსცემს ინსტრუქციებს და მეთაურის მითითებებს და რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებისა და დადგენილი წესით სახელწმიფო რეგისტრაციის შემდეგ დაიყვანოს შემსრულებლებამდე; ზ) ახორციელებს კანონით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთვევაში საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე. 4.4. ინსპექციაში იქმნება კოლეგია, რომელშიც შედიან ინსპექციის უფროსი (კოლეგიის თავმჯდომარე); ინსპექციის უფროსის მოადგილეები, ინსპექციის ძირითადი ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, საჭიროების შემთხვევაში – ადგილობირივი საგადასახადო ინსპექციების უფროსები. კოლეგიის წევრთა რაოდენობას და პერსონალურ შემადგენლობას ინსპექციის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი. 4.5. ინსპექციის კოლეგია: ა) განიხილავს და ამტკიცებს სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციების სტრუქტურას, მუშაკთა რიცხვნობას, ხარჯთაღრიცხვას, სამუშაო გეგმებსა და ანგარიშებს; ბ) პერიოდულად განიხილავს ჩატარებული შემოწმების მასალებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს; გ) ქმნის, აუქმებს ან გარდაქმნის სტრუქტურასა და ქვედანაყოფებს, ამტკიცებს მათ დებულებებს; დ) განიხილავს ინსპექციის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხებს. 4.6. ინსპექციის კოლეგიის სხდომები ტარდება პერიოდულად, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ. - კოლეგიის სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კოლეგიის თავმჯომარე და კოლეგიის მდივანი. ინსპექციის კოლეგიის გადაწყვეტილების რეალიება ხდება ინსპექციის უფროსი ბრძანებით. 4.7. ავტონომიური რესპუბლიკის, ქალაქებისა და რაიონების (ქალაქის რაიონების) საგადასახადო ინსპექციების აპარატების საშტატო განრიგებსა და ხარჯთაღრიცხვებს ამტკიცებენ ამ ინსპექციათა უფროსები საქართველოს რესპუბლიკის სახელწმიფო საგადასახადო ინსპექციის მიერ დამტკიცებული სტრუქტურის, მუშაკთა რიცხოვნობისა და შესანახი ხარჯების ფარგლებში. 4.8. სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციების მუშაკთა დაინტერესების მიზნით იქმნება სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების მუშაკთა სტიმულირების ფონდი შემოწმებების შედეგად ფინანსური სანქციებისა და ჯარიმების სახით ბიუჯეტში და არასაბიუჯეტო ფონდებში ჩარიცხული თანხების 30% ოდენობით. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის მუშაკთა მატერიალური წახალისებისათვის განკუთვნილი თანხები გათავისუფლებულია სოცდაზღვევის ანარიცხებისაგან. 4.9. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწმიფო საგადასახადო ინსპექცია ყველა სახის სასამართლოში საკითხის განხილვისას თავისუფლდება სახელმწიფო საბაჟო გადასახადისაგან, ხოლო საერთაშორისო არბიტრაჟში საქმის განხილვის შემთხვევაში სასამართლო ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტიდან. თავი V. ინსპექციის ორგანიზაცია, ლიკვიდაცია, დებულებაში ცვლილებების შეტნის წესი 5.1. ინსპექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება დადგენილი წესით. 5.2. ინსპექციის წინადადებით დებულებაში ცვლილებანი შეაქვს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის ცენტრალური აპარატის სტუქტურა ხელმძღვანელობა კონტროლის სამმართველო მოგების დაბეგვრის სამმართველო არაპირდაპირი გადასახადების სამმართველო საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობიდან მიღებულ შემოსავალთა დაბეგვრის სამმართველო რესურსების გადასახადებისა და სხვადასხვა შემოსავლების სამმართველო ფიზიკურ პირთა დაბეგვრის სამმართველო ბანკების, სადაზღვევო კომპანიებისა და ბირჟების დაბეგრვის სამმართველო მეთოდური მუშაობის და საგადასახადო რეფორმების სამმართველო კადრების სამმართველო ოპერატიული სამმართველო იურიდიული განყოფილება ცენტრალური ბუღალტერია საქმეთა მმართველობა