# „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების წესის დამტკიცების შესახებ

- ტიპი: საქართველოს მინისტრის ბრძანება
- მიმღები ორგანო: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
- დოკუმენტის ნომერი: №100
- მიღების თარიღი: 02.10.2025
- კონსოლიდირებული რედაქცია: 02.10.2025
- სარეგისტრაციო კოდი: 010340000.22.034.017629
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6639790/0
- წყარო: https://legali.ge/law/6639790/

> ეს არის 02.10.2025 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სტატუსის დადგენის სამმართველომ, შესაბამისი მომხმარებლის სახელისა და პაროლის გადაცემის, ასევე შეტყობინებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების 



[https://legali.ge/law/6639790/muxli-2/](https://legali.ge/law/6639790/muxli-2/)

---

## მუხლი 3. ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური ელექტრონული პროგრამის ამოქმედებამდე, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან 



[https://legali.ge/law/6639790/muxli-3/](https://legali.ge/law/6639790/muxli-3/)

---

## მუხლი 4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების წესის დამტ



[https://legali.ge/law/6639790/muxli-4/](https://legali.ge/law/6639790/muxli-4/)

---

## მუხლი 1. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების წესი (შემდგომ − წესი) განსაზღვრავს სა



[https://legali.ge/law/6639790/muxli-1-2/](https://legali.ge/law/6639790/muxli-1-2/)

---

## მუხლი 2. 1. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდება უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან, თავშესაფრის მაძიებელთან და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან (შემდგომ − დაინტე

ა) ანკეტირებაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში განმეორებითი ანკეტირების დროის ჩანიშვნის შესახებ შეტყობინება;

ბ) საერთაშორისო დაცვაზე/განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვასთან დაკავშირებული გასაუბრების დროის ჩანიშვნის შესახებ შეტყობინება;

გ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ შეტყობინება;

დ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება;

ე) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ან დასაშვებად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება;

ვ) პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების ან საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება;

ზ) კანონით გათვალისწინებულ სხვა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებული შეტყობინება და გადაწყვეტილება.

2. დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია დეპარტამენტმა შესაძლებელია დამატებით განახორციელოს ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალები

[https://legali.ge/law/6639790/muxli-2-2/](https://legali.ge/law/6639790/muxli-2-2/)

---

## მუხლი 3. 1. დაინტერესებული პირისთვის შესაბამისი ინფორმაციის გადაცემის მიზნით, შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება განთავსდება სამინისტროს ვებგვერდზე – migration.police.ge

2. შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება ჩაბარებულად მიიჩნევა ამ შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან.

3. დაინტერესებულ პირს სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების გაცნობის შესაძლებლობა აქვს მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენები

[https://legali.ge/law/6639790/muxli-3-2/](https://legali.ge/law/6639790/muxli-3-2/)

---

## მუხლი 4. 1. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ან განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციის შემდეგ დაინტერესებულ პირს მომხმარებლის სახელი და პაროლი ეგზავნება მის მიერ დეპარტამენტში წარდგენილ ტელ

2. დაინტერესებულ პირს მისთვის გასაგებ ენაზე, ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, წერილობით გადაეცემა ინფორმაცია შეტყობინებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების წესის შესახებ, რასაც ხელს აწერენ დაინტერესებული პირი და დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი, ხოლო აღნიშნული კომუნიკაციის თარჯიმნის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში – აგრეთვე თარჯიმანი.

3. დაინტერესებულ პირს მომხმარებლის სახელი და პაროლი, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, ეგზავნება მის მიერ მიწოდებულ მობილური ტელეფონის ნომერზე.

4. დაინტერესებული პირი ვალდებულია:

ა) შეინახოს მისთვის გადაცემული მომხმარებლის სახელი და პაროლი;

ბ) მომხმარებლის სახელისა და პაროლის დაკარგვის ან სამინისტროს ვებგვერდზე შესვლის შეუძლებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს დეპარტამენტს მომხმარებლის სახელის ან/და პაროლის აღდგენის მიზნით;

გ) შეტყობინების ან გადაწყვეტილების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღების შემდეგ, მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით, გაეცნოს შეტყობინებას ან/და გადაწყვეტილება

[https://legali.ge/law/6639790/muxli-4-2/](https://legali.ge/law/6639790/muxli-4-2/)

---

## მუხლი 5. 1. შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების შესახებ ინფორმაცია განთავსებისთანავე, დაინტერესებულ პირს მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლე

2. დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, სამინისტროს ვებგვერდზე მასთან დაკავშირებით განთავსებულ შეტყობინებას ან/და გადაწყვეტილებას გაეცნოს დეპარტამენტის დროებითი განთავსების სამმართველოს თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში (განყოფილება) ან თავშესაფრის მაძიებელთა მისაღებ სივრცეში, ამისთვის სპეციალურად მოწყობილ ადგილა

[https://legali.ge/law/6639790/muxli-5-2/](https://legali.ge/law/6639790/muxli-5-2/)

---

## მუხლი 6. 1. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები, შეტყობინებისა და გადაწყვეტილების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებასთან დაკავშირებით, არ ვრცელდება იმ დაინტერესებულ პირზე, რომელმაც საერთაშორისო დაცვა მოითხოვა საქა

2. თუ დაინტერესებული პირი პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, სათანადო შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით ეგზავნება სამსახურს მისთვის გადასაცემად.

3. თუ დაინტერესებული პირი დროებითი განთავსების ცენტრში/იზოლატორში იმყოფება, მას სათანადო შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება პირადად ჰბარდება, რასაც იგი ხელმოწერით ადასტურებ

[https://legali.ge/law/6639790/muxli-6/](https://legali.ge/law/6639790/muxli-6/)

---

## მუხლი 7. 1. კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ვ“−„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღებიდან 15 დღის ვადაში

2. საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ საქართველოს დატოვების შემთხვევაში მისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება განთავსდება სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ეგზავნება აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ სამინისტროსთვის ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღებიდან 15 დღის ვადაშ

[https://legali.ge/law/6639790/muxli-7/](https://legali.ge/law/6639790/muxli-7/)

---

## მუხლი 8. 1. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გ

2. სასამართლოს მიერ კანონის საფუძველზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ან განჩინება, ასევე შესაგებელი, სასამართლო საქმისწარმოების მასალები და სასამართლო უწყება პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა ამ გადაწყვეტილების ან განჩინების, ასევე შესაგებლის, სასამართლო საქმისწარმოების მასალების და სასამართლო უწყების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან.

3. სასამართლო უფლებამოსილი პირები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინების, ასევე შესაგებლის, სასამართლო საქმისწარმოების მასალების ან სასამართლო უწყების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსებას ახორციელებენ სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალები

[https://legali.ge/law/6639790/muxli-8/](https://legali.ge/law/6639790/muxli-8/)
