📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის შემთხვევაში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.10.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №102
სარეგისტრაციო კოდი 010340010.22.034.017631 14
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 06/10/2025
1,082 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 06.10.2025 თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 28.11.2025 უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 28.11.2025 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი შესაბამისი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის განმარტების წესისა და ფორმის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 02.10.2025 საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონი 90% 26.06.2025

დოკუმენტის ტექსტი

უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის შემთხვევაში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №102 2025 წლის 6 ოქტომბერი ქ. თბილისი უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემთხვევაში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 87-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემთხვევაში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შორის ინფორმაციის გაცვლის თანდართული წესი. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 21 ივლისის №99 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემთხვევაში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შორის ინფორმაციის გაცვლის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემთხვევაში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შორის ინფორმაციის გაცვლის წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემთხვევაში უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირების წესსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მიგრაციის დეპარტამენტსა (შემდგომ – მიგრაციის დეპარტამენტი) და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას (შემდგომ – სასაზღვრო პოლიცია) შორის ინფორმაციის გაცვლის პროცედურას. 2. წესი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, 1948 წლის გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის 28 ივლისის კონვენციას, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის 31 იანვრის ოქმს, „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ 1966 წლის სამოქალაქო პაქტს, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს კანონმდებლობას. 3. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მნიშვნელობა. მუხლი 2🔗. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემთხვევაში უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირება და მიგრაციის დეპარტამენტსა და სასაზღვრო პოლიციას შორის კოორდინაცია 1. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემთხვევაში სასაზღვრო პოლიცია: ა) ახდენს მოთხოვნის იდენტიფიცირებას, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოში საერთაშორისო დაცვის მიღების ნების ან წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიმართ არსებული შიშის პირდაპირ ან არაპირდაპირ, ზეპირი ან წერილობითი ფორმით გამოხატვის საფუძველზე; ბ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირების მიზნით უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ატარებს პირველად გასაუბრებას, რომელიც, გასაუბრების მასალების სიზუსტის უზრუნველსაყოფად, ფიქსირდება წერილობით, ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული ოქმის (შემდგომ – ოქმი) შესაბამისად; გ) უზრუნველყოფს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული ყველა მის ხელთარსებული დოკუმენტის შეგროვებას; დ) დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს მიგრაციის დეპარტამენტის ზეპირ და წერილობით ინფორმირებას იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შესახებ, რომელმაც მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, და არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა მიგრაციის დეპარტამენტს უგზავნის ოქმს, რომელსაც თან ერთვის უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ხელთარსებული დოკუმენტაციის ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის ოქმი პრიორიტეტულად ეგზავნება მიგრაციის დეპარტამენტს, რომელსაც თან ერთვის უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ხელთარსებული დოკუმენტაციის ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე, აწვდის ინფორმაციას თავშესაფრის პროცედურის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მას გადაადგილების შესაძლებლობა არ აქვს შეზღუდული, მათ შორის, განემარტება  5 სამუშაო დღის ვადაში მიგრაციის დეპარტამენტში გამოცხადების, მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის (მისი არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ. 2. პირველადი გასაუბრების დაწყებამდე უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემდეგ განემარტება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის პრინციპი. 3. სამგზავრო ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტების უქონლობა არ აფერხებს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნას. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ სამგზავრო ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის უქონლობის შემთხვევაში ოქმი ივსება მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და ოქმზე კეთდება შენიშვნა. 4. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი მალავს სამგზავრო ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტს, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს თავისი კომპეტენციის ფარგლებში აქვს მისი ზედაპირული შემოწმების ჩატარების უფლება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველადი გასაუბრება ტარდება კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით, განცალკევებულ ადგილას და შესაძლებლობის შემთხვევაში, იმავე სქესის წარმომადგენლის მიერ. საჭიროების შემთხვევაში პირველადი გასაუბრება ტარდება თარჯიმნის მონაწილეობით, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. 6. იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დაცვას ითხოვს ოჯახი, პირველადი გასაუბრება ოჯახის თითოეულ სრულწლოვან წევრთან ინდივიდუალურად ტარდება. მუხლი 3🔗. ინფორმაციის გაცვლის წესი 1. სასაზღვრო პოლიცია 3 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს გასაუბრების მასალების, მის ხელთარსებული დოკუმენტების დედნების მიგრაციის დეპარტამენტისათვის მიწოდებას. 2. სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებით წარდგენილი ინფორმაციის გაცვლა მიგრაციის დეპარტამენტსა და სასაზღვრო პოლიციას შორის ხდება დაუყოვნებლივ. მუხლი 4🔗. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ მოპყრობის სტანდარტები 1. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს პირველადი გასაუბრების დაწყებამდე მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, უნდა მიეწოდოს ინფორმაცია: ა) პირველადი გასაუბრების განმახორციელებელი უწყებისა და ამ უწყების მიერ გასაუბრების განხორციელების უფლებამოსილების შესახებ; ბ) პირველადი გასაუბრების შედეგად ოქმის შედგენის თაობაზე; გ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ პირველადი გასაუბრებისას მიწოდებული ინფორმაციის, აგრეთვე მის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებით არსებული ნებისმიერი ინფორმაციის „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით კონფიდენციალურობის დაცვის თაობაზე; დ) თარჯიმნის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ; ე) სამინისტროსთან თანამშრომლობის, სწორი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების, ასევე ყალბი ინფორმაციის მიწოდების ან სამინისტროსთან თანამშრომლობისგან თავის არიდების შემთხვევაში, თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის ან საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის თაობაზე. 2. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირების შემთხვევაში უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ოქმის პირად საქმეში შენახვის თაობაზე. 3. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ოქმზე ხელმოწერით ადასტურებს თავისი უფლება-მოვალეობების გაცნობას, ოქმში მითითებული ინფორმაციის სიზუსტესა და მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, მიწოდების ფაქტს. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ იმავე ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.