„ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების თაობაზე"

მიღების თარიღი 09.09.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №29/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.009.229
გამოქვეყნების წყარო პარლამენტის უწყებანი, 123, 09/09/2006
matsne.gov.ge 151 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების თაობაზე" სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.033.008.239 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №29/2006 2006 წლის 9 სექტემბერი ქ თბილისი ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების  თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტისა და 2000 წლის 21 დეკემბრის საქართ­ველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №2/97/3 გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗. 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას იძულებით გადაადგილებული საქართველოს მოქალაქეები, პასიური სარჩევნო უფლებით სარგებლობენ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის (დროებითი საცხოვრებლის მისამართის) მიხედვით. მუხლი 2🔗. 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენ­ლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას იძულებით გადაადგილებულ საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ მხარი დაუჭიროს შესაბამის საკრებულოში წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის (დროებითი საცხოვრებლის მისამართის) მიხედვით. მუხლი 3🔗. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1​ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 4🔗. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე                                                                       გ. ჩალაგაშვილი კომისიის მდივანი                                                                                  გ. მჭედლიძე