საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტსა და ყოფილი სსრ კავშირის მოკავშირე რესპუბლიკებს შორის საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმების დადების შესახებ
მიღების თარიღი 30.06.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №418
სარეგისტრაციო კოდი 000000430.02(0).000.000726 172
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 6, 30/06/1994
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.06.1994 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტსა და ყოფილი სსრ კავშირის მოკავშირე რესპუბლიკებს შორის საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმების დადების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის
მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №418
1994 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტსა და ყოფილი სსრ კავშირის მოკავშირე რესპუბლიკებს შორის საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმების დადების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
მოწონებულ იქნეს, როგორც საფუძველი მოლაპარაკებისათვის, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის მიერ წარმომადგენელი და საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებული საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტსა და ყოფილი სსრ კავშირის მოკავშირე რესპუბლიკებს შორის საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმების პროექტი (თან ერთვის).
დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა დაინტერესებული სამინისტროებისა და უწყებების მონაწილეობით გამართოს მოლაპარაკება ყოფილი სსრ კავშირის მოკავშირე რესპუბლიკების მთავრობებთან საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმების დადების შესახებ და მისი მიღწევისას ხელი მოაწეროს აღნიშნულ შეთანხმებას საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელით.
უფლება მიეცეს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას შეიტანოს შეთანხმების პროექტის ცვლილებანი და დამატებანი, რომელთაც არ გააჩნიათ პრინციპული მნიშვნელობა.
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრი ო. ფაცაცია
შეთანხმება
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტსა და
______________________________________ შორის საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი და
____________________________________ (შემდგომში „მხარეები“) გამომდინარე საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების აუცილებლობიდან და აქვთ რა სურვილი ამ მიზნით აღმოუჩინონ ერთმანეთს რაც შეიძლება ფართო დახმარება, შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
ტერმინების განსაზღვრა
ამ შეთანხმებაში გამოყენებული ტერმინები:
„საგადასახადო კანონმდებლობა“ - იურიდიულ ნორმათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს გადასახადების სახეებს. მათი ამოღების წესს მოცემული მხარის ტერიტორიაზე და არეგულირებს ურთიერთობებს, რომლებიც დაკავშირებულია საგადასახადო ვალდებულებათა წარმოშობასთან, ცვლილებასა და შეწყვეტასთან.
„საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევა“ - სამართალსაწინააღმდეგო მოქმედებ ან უმოქმედობა, რომელიც გამოიხატება ბეგარავალდებულების მიერ ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა შეუსრულებლობაში ან უმართებულო შესრულებაში და რომელზეც დადგენილია იურიდიული პასუხისმგებლობა.
„კომპეტენტური საგადასახადო ორგანოები“ - საქართველოს რესპუბლიკის სახელწმიფო საგადასახადო ინსპექცია და __________________________________ სახელმწიფო საგადასახადო სამსახური.
„მთხოვნელი საგადასახადო სამსახურო“ - ერთ-ერთი მხარის კომპეტენტური საგადასახადო ორგანო, რომელიც აყენებს თხოვნას საგადასახადო საკითხებზე დახმარების აღმოჩენის შესახებ (შემდგომში „თხოვნა დახმარების შესახებ“).
„თხოვნის მიმღები საგადასახადო სამსახური“ - ერთ-ერთი მხარის კომპეტენტური საგადასახადო ორგანო, რომელიც იღებს თხოვნას დახმარების შესახებ.
მუხლი 2🔗
შეთანხმების გამოყენების სფერო
მხარეები კომპეტენტური საგადასახადო ორგანოების მეშვეობით საგადასახადო კანონმდებლობის ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის მიზნით უწევენ ერთმანეთს ურთიერთდახმარებას:
- საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის თავიდან აცილებასა და აღკვეთაში, აგრეთვე მისი დარღვევის მცდელობაში;
- იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის შესახებ თხოვნაზე ან საინიციატივო წესით ინფორმაციის მიწოდებაში;
- ეროვნული საგადასახადო სისტემის შესახებ და საგადასახადო კანონმდებლობის მიმდინარე ცვლილებებში ინფორმაციის მიწოდებაში;
- კომპიუტერული სისტემის შექმნასა და ფუნქციონირებაში, რომლებიც უზრუნველყოფენ საგადასახადო ორგანოების მუშაობას;
- ბეგარვალდებულებთან მუშაობის ორგანიზაციაში;
- კადრების სწავლებისა და სპეციალისტების გაცვლის საქმეში;
- სხვა საკითხებზე, რომლებიც მოითხოვენ ერთობლივ მოქმედებას.
ამ შეთანხმების დებულებები არ ეწინააღმდეგება კომპეტენტური საგადასახადო ორგანოების თანამშრომლობას, რომლებიც დადებულია მხარეებს შორის სხვა შეთანხმებათა საფუძველზე.
მხარეთა შეთანხმებით კომპეტენტურ საგადასახადო სამსახურებთან იქმნება მეორე მხარის საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლობა. კომპეტენტური საგადასახადო ორგანოები დახმარებას უწევენ ამ წარმომადგენლობებს ფუნქციონირებაში. საგადასახადო სამსახურების წარმომადგენლობებისათვის დახმარების გაწევის სფერო განისაზღვრება კომპეტენტურ საგადასახადო სამსახურებს შორის ცალკეული შეთანხმებებით.
მუხლი 3🔗
დახმარების შესახებ თხოვნის ფორმა და შინაარსი
დახმარების შესახებ თხოვნა გაიგზავნება წერილობითი ფორმით, მის განსახილველად აუცილებელ დოკუმენტებთან ერთად. განსაკუთრებულ სიტუაციაში თხოვნა დახმარების შესახებ შეიძლება მოხდეს ზეპირი ფორმით შესაძლო მოკლე დროში მისი წერილობითი დადასტურებით.
თხოვნა დახმარების შესახებ უნდა შეიცავდეს:
- მთხოვნელი საგადასახადო სამსახურის დასახელებას;
- თხოვნის მიმღები საგადასახადო სამსახურის დასახელებას;
- თხოვნის მიზანს და მიზეზს;
- ბეგარავალდებულის დასახელებას (სახელს) და მისამართს, ვის მიმართაც კეთდება თხოვნა;
- თხოვნისა და მასთან დაკავშირებული იურიდიული გარემოების არსის მოკლე გადმოცემას, განსახილველი პერიოდისა და გადასახადის კონკრეტული სახეების მითითებით.
თხოვნა უნდა მოხდეს ქართულ ან ენებზე. მხარეთა თხოვნით წარსადგენი მასალა შეიძლება გადათარგმნილი იქნეს ქართულ ან ენებზე.
თხოვნის მიმღებ საგადასახადო სამსახურს უფლება აქვს გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია დახმარების შესახებ მიღებულ თხოვნასთან დაკავშირებით.
მუხლი 4🔗
დახმარების შესახებ თხოვნის შესრულების წესი
კომპეტენტური საგადასახადო ორგანოები ერთმანეთს უწევენ დახმარებას ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
მთხოვნელ საგადასახადო სამსახურს შეიძლება მისი თხოვნით ეცნობოს მოქმედების ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ, რომელიც ხორციელდება დახმარების შესახებ თხოვნის შესასრულებლად, ხოლო მისი წარმომადგენლები დამატებით შეთანხმებისას შეიძლება დაესწრონ მის შესრულებას.
თუ დახმარების შესახებ თხოვნა შეუძლებელია შესრულებულ იქნეს თხოვნის მიმღები საგადასახადო სამსახურის მიერ, მაშინ თხოვნის მიღებიდან ერთი თვის ვადაში წერილობით ატყობინებს ამის შესახებ მთხოვნელ საგადასახადო სამსახურს დახმარებაში უარის მიზეზების მითითებით.
დახმარების შესახებ თხოვნის შესრულებაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ მისი შესრულება ეწინააღმდეგება ეროვნულ კანონმდებლობას ან თხოვნის მიმღები მხარის ადმინისტრაციულ პრაქტიკას.
თხოვნის მიმღები იღებს ყველა ხარჯს, რაც დაკავშირებულია დახმარების შესახებ თხოვნის შესრულებასთან მის ტერიტორიაზე.
მუხლი 5🔗
მისაწოდებელი ინფორმაციის შინაარსი
კომპეტენტური საგადასახადო ორგანოები საკუთარი ინიციატივით ან დახმარების შესახებ თხოვნის საფუძველზე აწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას, რომელიც შეეხება:
- საწარმოების, მათი ფილიალებისა და წარმომადგენლობების რეგისტრაციას, მათი ადგილმდებარეობის, დაქვემდებარების, საკუთრების ფორმისა და სხვა მონაცემების გათვალისწინებით;
- იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ სახელწმიფო და კომერციულ ბანკებში ანგარიშების გახსნას, აგრეთვე ამ ანგარიშებზე ფულადი სახსრების ოდენობას და მოძრაობას;
- იურიდიული და ფიზიკური პირების გადასახადით დასაბეგრი ყველა სახის შემოსვლებსა და ობიექტებს, რომელიც მიღებულია მოცემული მხარის ტერიტორიაზე, გადასახადების გადახდილ თანხებს და სხვა საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია გადასახადით დაბეგვრასთან.
მუხლი 6🔗
დოკუმენტებისა და სხვა მასალების მიწოდება
თხოვნის მიმღები საგადასახადო სამსახური დახმარების შესახებ თხოვნაზე მიაწვდის ნორმატიულ აქტებს, დოკუმენტებისა და სხვა მასალების დამოწმებულ პირებს, რომელიც აუცილებელია საგადასახადო გამოკვლევის შესასრულებლად.
დოკუმენტებისა და სხვა მასალების დედნები შეიძლება გამოთხოვილ იქნეს იმ შემთხვევაში, როდესაც დამოწმებული პირები გამოკვლევისათვის არ არის საკმარისი. დოკუმენტებისა და სხვა მასალების გადაცემული დედნები დაბრუნებულ უნდა იქნეს შეთანხმებულ ვადებში.
მასალები შეიძლება მიწოდებულ იქნეს კომპიუტერიზებული ინფორმაციის სახით იმ თანმხლები ინფორმაციის დამატებითი გადაცემით, რომელიც აუცილებელია ამ მასალების განმარტებისათვის.
მუხლი 7🔗
ინფორმაციის მიწოდების წესი
თხოვნა დახმარების შესახებ, დოკუმენტები, მასალები და სხვა ინფორმაცია გადაიცემა მხარეების მიერ განსაზღვრული წესის მიხედვით.
დახმარება ხორციელდება ოფიციალური თანამდებობის პირების პირდაპირი კავშირების ფარგლებში, რომელიც განისაზღვრება კომპეტენტური საგადასახადო ორგანოების ხელმძღვანელთა მიერ.
მუხლი 8🔗
კონფიდენციალურობის დაცვა
ინფორმაცია, რომელიც ეხება კონკრეტულ ბეგარავალდებულებს, არის კონფიდენციალური და მისი უზრუნველყოფა ხდება დაცვის რეჟიმით, თხოვნის მიმღები საგადასახადო სამსახურის მოთხოვნების შესაბამისად.
მიღებული ინფორმაცია მხარეების მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მიზნით, რაც გათვალისწინებულია ამ შეთანხმებით, მათ შორის ადმინისტრაციული ან სასამართლო გარჩევისათვის. სხვა მიზნებისათვის ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ თხოვნის მიმღები მხარის თანხმობით.
მუხლი 9🔗
შეთანხმების შესრულება
მხარეები ესწრაფვიან ურთიერთთანხმობის მიღწევისაკენ საკამათო საკითხებს მოწესრიგებაში, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ შეთანხმების განმარტების ან გამოყენებისას.
მხარეები აუცილებლობის შემთხვევაში გამართავენ კონსულტაციებს ამ შეთანხმების რეალიზაციის მიმდინარეობის შეფასებისათვის და მასში ცვლილებათა შეტანის მიზანშეწონილობისათვის. ასეთი კონსულტაციების ჩატარების ვადები განისაზღვრება დამატებითი, მხარეთა შეთანხმებით.
ამ შეთანხმების დებულებებს რეალიზაციის მიზნით მხარეებს შეუძლიათ დადონ დამატებითი შეთანხმებები ცალკეულ საკითხებზე.
მუხლი 10🔗
შეთანხმების ძალაში შესვლა და მოქმედების შეწყვეტა
ეს შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის მომენტიდან და წყვეტს თავის მოქმედებას ექვსი თვის გასვლის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც ერთ-ერთი მხარე წერილობითი ფორმით აცნობებს მეორე მხარეს თავის განზრახვაზე - შეწყვიტოს მისი მოქმედება.
შეთანხმება დაიდო _______________________________ „________“ წლის ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და _____________________________ ენებზე, ამასთან, ორივე ტექსტს აქვს ერთნაირი ძალა.
მთავრობის სახელით საქართველოს რესპუბლიკის კაბინეტის სახელით