საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი სამხედრო, სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესაბამის თანამდებობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.05.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №331
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000708 111
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 5, 31/05/1994
527 სიტყვა · ~3 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი სამხედრო, სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესაბამის თანამდებობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №331 1994 წლის 30 მაისი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი სამხედრო, სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური  რანგების შესაბამის თანამდებობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ „სამხედრო და სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 29 აპრილის დადგენილების შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი სამხედრო, სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესაბამის თანამდებობათა თანდართული ნუსხა. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                                   ო. ფაცაცია საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი სამხედრო სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესაბამის თანამდებობათა ნუსხა არმიის გენერალი (ადმირალი) - საქართველოს სახელმწიფო მეთაური, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი; - საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, ომის დროს განსაკუთრებული საბრძოლო დამსახურებისათვის; გენერალ-პოლკოვნიკი - საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თავმჯდომარე; გენერალ-ლეიტენანტი - საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თავმჯდომარე, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის უფროსი - თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, სასაზღვრო ჯარების სარდალი, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; გენერალ-მაიორი - საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის უფროსი - თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. სასაზღვრო ჯარების სარდლის მოადგილეები, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თავმჯდომარის მოადგილეები, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს განსაკუთრებული დავალების შემსრულებელი გენერალი, შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, თავდაცვის სამინისტროს საორგანიზაციო-სამობილიზაციო სამმართველოს უფროსი - მთავარი შტაბის უფროსის მოადგილე, სახმელეთო ჯარების სარდალი, სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, სამხედრო აკადემიის რექტორი, საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო კომისარი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თავმჯდომარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თავმჯდომარე; ავიაციის გენერალ-მაიორი - სამხედრო-საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სარდალი; ვიცე-ადმირალი - სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი; პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი - საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; პოლიციის გენერალ-მაიორი - საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილეები, მინისტრის მოადგილე, იგივე ქალაქ თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი, შინაგან საქმეთა სამინისტროს უმაღლესი სკოლის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი; შინაგანი ჯარების გენერალ-მაიორი - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდალი, შინაგანი ჯარების სარდლის პირველი მოადგილე - შტაბის უფროსი; იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი - საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი, საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორი; იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი - საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი, საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, გენერალური პროკურორის მოადგილეები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი ქალაქ თბილისის პროკურორი; იუსტიციის გენერალი - საქართველოს რესპუბლიკის მთავარი სამხედრო პროკურორი - საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მოადგილე; საბაჟო სამსახურის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი - საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე; საბაჟო სამსახურის სახელმწიფო მრჩეველი - საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, საბაჟო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსები, საბაჟოს უფროსები; საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-დიპლომატიური დეპარტამენტის დირექტორი, საქართველოს რესპუბლიკის ელჩი, საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი; საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი - საქართველოს რესპუბლიკის ელჩი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-დიპლომატიური დეპარტამენტის დირექტორი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-დიპლომატიური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საგარეო საქმეთა სამინისტროს დამოუკიდებელი სამმართველოს უფროსი, საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი, საელჩოს მრჩეველი-დესპანი, საქართველოს რესპუბლიკის გენერალური კონსული.