⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (31.12.2010)

„ქალაქ თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ”

მიღების თარიღი 18.09.2006
ძალის დაკარგვა 31.12.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.39.036.009.245
გამოქვეყნების წყარო სსმ, 128, 18/09/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,516 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.09.2006 მიღება
31.12.2010 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„ქალაქ თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:26.75pt; margin-bottom:0in; margin-left:.75in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;}                                                                                  სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი                                                                                   110.060.000.39.036.009.245 საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №12 2006 წლის 18 სექტემბერი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო“ და ,,ს“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ქალაქ თბილისის პროკურატურის თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.      ზ. ადეიშვილი დანართი ქალაქ თბილისის პროკურატურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ქალაქ თბილისის პროკურატურა (შემდგომში – ქ. თბილისის პროკურატურა) არის საქართველოს პროკურატურის სისტემის შემადგენელი ორგანო, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, ამ დებულებით, საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) სამართლებრივი აქტებით. 2. ქ. თბილისის პროკურატურის იურიდიული მისამართია: 0159, ქ. თბილისი, დიღმის მასივი, II კვარტალი. 3. ქ. თბილისის პროკურატურის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. 4. ქ. თბილისის პროკურატურას აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და ქ. თბილისის პროკურატურის დასახელებით. მუხლი 2🔗. ქ. თბილისის პროკურატურის საქმიანობის პრინციპები ქ. თბილისის პროკურატურის საქმიანობის პრინციპებია: ა) კანონის უზენაესობა; ბ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა; გ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა; დ) ყველა ქვემდგომი პროკურორისა და პროკურატურის სხვა მუშაკის საქართველოს გენერალური პროკურორისადმი დაქვემდებარება; ე) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. მუხლი 3🔗. ქ. თბილისის პროკურატურის საქმიანობის სფერო ქ. თბილისის პროკურატურა ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას; ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას; გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს წინასწარ გამოძიებას; დ) ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას; ე) ამოწმებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და აწარმოებს საპროცესო მოვალეობებს დაკავების დაწესებულებებში; ვ) უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებების განხორციელებას; ზ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას; თ) მონაწილეობს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის ღონისძიებებში; ი) ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 4🔗. ქ. თბილისის პროკურატურის ხელმძღვანელობა 1. ქ. თბილისის პროკურატურას ხელმძღვანელობს ქალაქ თბილისის პროკურორი (შემდგომში _ ქ. თბილისის პროკურორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პრო-კურორი. 2. ქ. თბილისის პროკურორის თანამდებობაზე 5 წლის ვადით ინიშნება პირი, რომელსაც აქვს პროკურატურის ორგანოებში მოსამართლედ, გამომძიებლად, ადვოკატად ან სხვა იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. განსაკუთრებულ შემთხვევაში გენერალურ პროკურორს დასაბუ-თებული გადაწყვეტილებით უფლება აქვს აღნიშნული ვადა შეამციროს 18 თვემდე. 3. ქ. თბილისის პროკურორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი არ შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ ორზე მეტი ვადით. 4. ქ. თბილისის პროკურორი: ა) ახორციელებს ქ. თბილისის პროკურატურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს მის მოადგილეებსა და ქ. თბილისის პროკურატურის მუშაკთა შორის; გ) აკონტროლებს ქ. თბილისის პროკურატურის მუშაკთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; დ) გენერალური პროკურორის წინაშე აყენებს საკითხს ქ. თბილისის პროკურატურის მუშაკთა სამსახურებრივი წახალისებისა და მათთვის დისციპლი-ნური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ე) გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელო-ბასთან შეაქვს წინადადებები წინასწარი გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით; ვ) აუქმებს წინასწარი გამოძიების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებებს, გამოითხოვს ქვემ-დგომი პროკურორების უსაფუძვლო სააპელაციო და საკასაციო საჩივრებს; ზ) იღებს გადაწყვეტილებას ცალკეული გამომძიებლის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ, აგრეთვე წყვეტს საკითხს სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში პროკურორის მონა-წილეობის თაობაზე; თ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამო-ძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე; ი) უშუალოდ მონაწილეობს წინასწარ გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცუ-ლობით აწარმოებს საქმის გამოძიებას; კ) ამოწმებს ქვემდგომი (ქ. თბილისის და მის ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული პროკურატურების) პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტი-ლებების კანონიერებას და იღებს შესაბამის გადაწყვე-ტილებებს, შეაქვს საჩივრები სასამართლოების მიერ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილე-ბებზე; ლ) აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კოლეგიის გადაწყვეტილებების შესრულებას; მ) ატარებს ოპერატიულ თათბირებს, რომლებზეც ისმენს წინასწარი გამოძიების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებისა და სხვა ოპერატიულ მუშაკთა ინფორმაციებს როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, ასევე ზოგად თემატურ საკითხებზე, იღებს ზომებს არსებულ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად; ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მისდამი დაქვემდებარე-ბული პროკურატურის თანამშრომლებისათვის; ო) ასრულებს გენერალური პროკურორის ცალ-კეულ დავალებებს, აგრეთვე ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებულ სხვა ფუნქციებს. 4. ქ. თბილისის პროკურორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდე-ბობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. ქ. თბილისის პროკურორის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად არის ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი. 5. ქ. თბილისის პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე ინიშნება პირი, რომელსაც აქვს პროკურატურის ორგანოებში მოსამართლედ, გამომძიებლად, ადვოკატად ან სხვა იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. განსაკუთრებულ შემთხვევაში გენერალურ პროკურორს დასაბუ-თებული გადაწყვეტილებით უფლება აქვს აღნიშნული ვადა შეამციროს 18 თვემდე. 6. ქ. თბილისის პროკურორის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებს ბრძანებით ანაწილებს ქ. თბი-ლისის პროკურორი. 7. ქ. თბილისის პროკურორის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას მისივე დავალებით ასრულებს ქ. თბილისის პროკურორის ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 5🔗. ქ. თბილისის პროკურატურის სტრუქტურა 1. ქ. თბილისის პროკურატურა შედგება ქ. თბილისის პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებისაგან, რომელთა ამოცანები, ხელმძღვანელობა და კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით. 2. ქ. თბილისის პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებია: ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვნელობის განყოფილება; ბ) საგამოძიებო ნაწილი (განყოფილება); გ) კანცელარია.     მუხლი 6🔗. ქ. თბილისის პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ამოცანები 1. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვნელობის განყოფილების ამოცანებია: შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; აღნიშნული ორგანოების მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებაზე ზედამ-ხედველობა და მათ მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა. 2. საგამოძიებო ნაწილის ამოცანაა ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიების ჩატარება. 3. კანცელარიის ამოცანებია: ქ. თბილისის პროკურატურის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება; ქ. თბილისის პროკურატურაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი.      მუხლი 7🔗. განყოფილების უფროსი 1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც, დადგენილი წესით, თანამდებო-ბაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 2. განყოფილების უფროსი: ა) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს განყოფილების საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეთა შორის, უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზაციას, ახორციელებს კონტროლს განყოფილების მუშაკების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვაზე; გ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე, უშუალოდ მონაწილეობს წინასწარ გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, ქ. თბილისის პროკურორის ან მისი მოადგილის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას; დ) განყოფილების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით სხვა საგამოძიებო ორგანოებისაგან ითხოვს სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებსა და სხვა დოკუმენტებს; ე) აუქმებს განყოფილების მუშაკების უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებებს; ვ) ატარებს ოპერატიულ თათბირებს, რომლებზეც პერიოდულად ისმენს განყოფილების მუშაკთა ანგარიშებს და განმარტებებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) იხილავს განყოფილებაში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიული პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას; თ) ქ. თბილისის პროკურორის ან მისი მოადგილის დავალებით, უზრუნველყოფს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში პროკურორის მონაწილეობას; ი) პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; კ) ასრულებს პროკურატურის ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს; ლ) ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია ქ. თბილისის პროკურორისა და ქ. თბილისის პროკუ-რორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე. 4. განყოფილების უფროსს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 5. განყოფილების უფროსის მოადგილე კოორდინაციას უწევს განყოფილების საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს. განყოფილების უფროსის მოადგილის უფლებამოსილებანი განისაზღვრება განყოფილების უფროსის მიერ. 6. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას განყოფილების უფროსის დავალებით ასრულებს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.     მუხლი 8🔗. ქ. თბილისის პროკურატურის მუშაკები და მათი უფლებამოსილებანი 1. ქ. თბილისის პროკურატურაში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) პროკურორები; ბ) უფროსი გამომძიებლები; გ) კანცელარიის უფროსი; დ) მრჩევლები; ე) სპეციალისტი. 2. ქ. თბილისის პროკურატურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება ქ. თბილისის პროკურატურის საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს გენერა-ლური პროკურორი. 3. პროკურორები: ა) საპროცესო ხელმძღვანელობას უწევენ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას; ბ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში წინასწარი გამოძიების სტადიაზე მონაწილეობას იღებენ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებების შერჩევის საკითხის განხილვაში; გ) გასცემენ წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების თაობაზე, უშუალოდ მონაწილეობენ წინასწარ გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, ქ. თბილისის პროკურორის, მისი მოადგილის ან განყოფილების უფროსის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებენ საქმის გამოძიებას; დ) მონაწილეობენ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო განხილვაში და მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას; ე) ახორციელებენ ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინე-ბულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. უფროსი გამომძიებლები უშუალოდ იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს და ახორციელებენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვა-ლისწინებულ საპროცესო მოქმედებებს. 5. კანცელარიის უფროსი ორგანიზებას უწევს და ახორციელებს კანცელარიის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, ანაწილებს მოვალეობებს კანცელარიის მუშაკთა შორის, ახორციელებს ღონისძიებებს საქმისწარმოებისა და საარქივო საქმიანობის სრულყოფის მიზნით. 6. მრჩევლები და სპეციალისტი უზრუნველყოფენ ქ. თბილისის პროკურატურაში საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენენ შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციასა და კომპიუტერიზაციას, ასრულებენ ქ. თბილისის პროკურატურის ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს.     მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულება ქალაქ თბილისის პროკურატურის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს გენერალური პროკურო-რის ბრძანებით.