საქართველოს რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დადებულ სამთავრობათაშორისო შეთანხმებათა დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.04.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №242
სარეგისტრაციო კოდი 000000430.02(0).000.000682 172
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 4, 29/04/1994
3,925 სიტყვა · ~20 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დადებულ სამთავრობათაშორისო შეთანხმებათა დამტკიცების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის  მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №242 1994 წლის 25 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დადებულ სამთავრობათაშორისო შეთანხმებათა დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება საქართველოს რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის შემდეგი სამთავრობათაშორისო შეთანხმებების დამტკიცების შესახებ: - შეთანხმება უსაფრთხოების დარგში თანამშრომლობის შესახებ (დადებულია 1994 წლის 13 იანვარს); - შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო დეპარტამენტსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სამდივნოსთან არსებულ საბაჟო უწყებას შორის საბაჟო დოკუმენტებისა და საბაჟო უზრუნველყოფის ურთიერთცნობის შესახებ (დადებულია 1994 წლის 13 იანვარს); - შეთანხმება საბაჟო საქმეში ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ (დადებულია 1994 წლის 13 იანვარს); - ხელშეკრულება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის დარგებში თანამშრომლობის შესახებ (დადებულია 1992 წლის 30 ივლისს). 2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობოს თურქეთის მხარეს ამ დადგენილების 1-ლ პუნქტში ჩამოთვლილი შეთანხმებების ძალაში შესვლისათვის საჭირო შინასახელმწიფოებრივი პროცედურის დასრულების შესახებ და უზრუნველყოს შეთანხმებების ტექსტში რედაქციულ ცვლილებათა შეტანა და თურქეთის მხარის ინფორმირება აღნიშნულზე. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე                   ზ. კერვალიშვილი შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უსაფრთხოების დარგში თანამშრომლობის შესახებ საქართველო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ერთის მხრივ, და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო, მეორეს მხრივ, მხედველობაში იღებენ ორ სახელმწიფოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, გამოთქვამენ წუხილს ტერორიზმის მზარდი გავრცელების გავრცელების გამო, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ ფასეულობებსა და ადამიანის უგლებებს, გამოხატავენ  შეშფოთებას იმ კავშირურთიერთობის გამო, რომელიც არსებობს ტერორიზმსა, იარაღის კონტრაბანდასა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვას შორის, აღიარებენ ამგვარ ურთიერთობებში ორივე მხარის ინტერესების თანხვედრას, და გამოთქვამენ სურვილს, შემდგომ განავითარონ თანამშრომლობა უსაფრთოების დარგში. შეთანხმდნენ შემდეგზე: კარი პირველი თანამშრომლობა უსაფრთხოების დარგში მუხლი 1🔗. მხარეები, ამ შემთხვევაში არსებული დებულებებიდან გამომდინარე, მიაწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას მეორე მხარის მოქალაქეების მიერ  მათ ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ორივე სახელმწიფოში ძიებაში მყოფ პირთა შესახებ და ერთობლივად აწარმოებენ მსჯავრდებლთა ძებნას. მუხლი 2🔗. მხარეები დაუყოვნებლივ გადასცემენ ინფრომაციას, მიღებულს მათი ინიციატივით და იმ საქმიანობის შედეგად, რომელსაც აწარმოებენ საკუთარ ტერიტორიაზე, ან მის ფარგლებს გარეთ, და ეხება მეორე მხარეს. ამ მიზნით მუდმივი კავშირი მყარდება ორივე მხარის შესაბამის ორგაოებს შორის. მუხლი 3🔗. მხარეთა შესაბამისი ორგანოები გაცვლიან თავიანთ მოსაზრებებს უკვე გახსნილ დანაშაულობათა ირგვლივ, იმ მეთოდების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მათი ჩადენის დროს და იმ ზომების თაობაზე, რომლებიც ტარდება ამგვარი დანაშაულობების თავიდან აცილების მიზნით. მუხლი 4🔗. მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ ურთიერთსასარგებლო ცოდნას და გამოცდილებას, რათა თავიდან აცილებულ იქნეს დანაშაულობანი, მოხსენიებული აღნიშნულ შეთანხმებაში. მუხლი 5🔗. მხარეები არ გასცემენ ნებისმიერი სახის კონფიდენციალურ ინფორმაციას ერთმანეთის შესახებ მესამე სახელმწიფოს, თუ ამის თაობაზე არ აქვთ მიღებული თანხმობა მეორე მხარისაგან. მუხლი 6🔗. მხარეები მიიღებენ საჭირო ზომებს, რათა არ დაუშვან საზღვრის არალეგალური გადაკვეთა, გამოუცხადებენ ბრძოლას ყოველგვარი სიყალბეების ჩამდენ პირებს და ითანამშრომლებენ კონტრაბანდის აღკვეთის მიზნით. მუხლი 7🔗. მხარეები მიიღებენ ყველა ზომას, რათა უზრუნველყონ მეორე მხარის წარმომადგენლობისა და ოფიციალური დელეგაციების უსაფრთხოება. მუხლი 8🔗. მხარეები იღებენ ვალდებულებას განახორციელონ წინასწარი ზომები იმ ქმედებების წინააღმდეგ, რომლებმაც შეიძლება მიაყენონ მეორე მხარის უსაფრთოებასა და სტაბილურობას, და რომლებსაც ადგილ აქვს მის ტერიტორიაზე, ასევე გაცვალონ მოსაზრებანი და დოკუმენტები ტერორისტული ან სხვა არაკანონიერი ორგანიზაციების, ჯგუფებისა და ცალკეული პიროვნებების შესახებ და ამ მიზნით განახორციელებენ ყველა სახი თანამშრომლობას. კარი მეორე თანამშრომლობა ნარკოტიკების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, შეიარაღებისა და კულტურული ფასეულობების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის დარგში მუხლი 9🔗. მხარეები ითანამშრომლებენ სათანადო ზომების მისაღებად ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების გავრცელების, მათი არაკანონიერი გადაზიდვისა და ვაჭრობის თავიდან აცილების, აგრეთვე კონტრაბანდისტთა მიერ გამოყენებული მეთოდების გამოვლინების მიზნით. მუხლი 10🔗. მხარეები აცნობებენ ერთმანეთ აღნიშნული ნივთიერებების წარმოშობისა და ანალიზის შესახებ, გადასცემენ გამოძიების დოკუმენტების ასლებს და ერთმანეთს გაუზიარებენ აზრებს ამ საკითების ირგვლივ. მუხლი 11🔗. მხარეები მათ  საზღვრებზე არსებულ საბაჟო გამსვლელ პუნქტებში, განახორციელებენ ყველა აუცილებელ ზომას მათ ქვეყანაში ნარკოტიკულ საშუალებათა არალეგალური შეღწევის თავიდან ასაცილებლად. გარდ იმისა, ისინი გაცვლიან ინფორმაციას ზემოხსენებულ საკითხებზე კონტრაბანდისტთა ვინაობის დადგენის მიზნით, და ამ მიმართებით განახორციელებენ შესაბამის საქმიანობას, ასევე, მიაწვდიან ერთმანეთს მათ ხელთ არსებულ საჭირო ინფორმაციას აღნიშნული ნივთიერებების გადაზიდვის, გადამალვისა და გავრცელების შესახებ. მუხლი 12🔗. მხარეები აცნობებენ ერთმანეთს ნარკოტიკული ნივთიერებების გადაზიდვის წინააღმდეგ მიღებული ზომების შესახებ. მუხლი 13🔗. ისინი ითანამშრომლებენ, რათა არ დაუშვან კულტურული და ბუნებრივი ფასეულობების კონტრაბანდა, აგრეთვე მხატვრულ ნამუშევრებთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებები. მუხლი 14🔗. მხარეები გაცვლიან ინფორმაციას განსაკუთრებით საშიშ დანაშაულობათა, სატრანპორტო საშუალებების კონტრაბანდის, სიყალბეების ჩადენის შესახებ, რომლებიც უნდა იქნან განხილული მაღალი თანამდებობის პირთა დონეზე. კარი მესამე თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში მუხლი 15🔗. მხარეები, მათი საზღვრების ფარგლებში, მიმართავენ ეფექტურ ზომებს, რათა თავიდან აიცილონ მეორე მხარის უსაფრთხოებისა და მათი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტები. მუხლი 16🔗. თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა ორგანიზებული დამნაშავეობის შესახებ წარმოადგენს იმ საგანს, რომელიც ეხება უშუალოდ ორივე სახელმწიფო ინტერესებს. მუხლი 17🔗. იარაღის კონტრაბანდის წინააღმდეგ მიმართული ერთობლივი ზომები უნდა იქნეს განხორციელებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლის საფუძველზე და მიმართული ამ ორი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრნველყოფისაკენ. მუხლი 18🔗. აღნიშნული შეთანხმების პრაქტიკული განხორციელებისა და დებულებებით გათვალისწინებული ტექნიკური დახმარების გაწევის მიზნით, მხარეები უშუალოდ ითანამშრომლებენ ექსპერტებით, ტექნიკური საშუალებებითა და მოწყობილობებით ერთმანეთის უზრუნველყოფის გზით. კარი მეოთხე ზოგადი დებულებანი მუხლი 19🔗. საქართველოსა და თურქეთის უფლებამოსილი ორგანოები მხარეთა მოთხოვნის თანახმად, იკრიბებიან შემაჯამებელ შეხვედრებზე წელიწადში ერთხელ, ან მოთხოვნლების შესაბამისად, მონაცვლეობით - საქართველოსა და თურქეთში, რათა განიხილონ უსაფრთხოებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის არკოტიკული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის საკითხები. მუხლი 20🔗. თანამშრომლობა წარიმართება უშიშროების ძალების ორგანიზაციის დარგში. მუხლი 21🔗. მხარეები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ პერონალის საბაზო, სპეციალურ მომზადებასა და გადამზადებას. მუხლი 22🔗. მხარეები ითანამშრომლებენ და ურთიერთახმარებას გასწევენ შემდეგ საკითხებში: ა) ინფორმაციის გაცვლა ექსპერტიზის, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და სამართლის დარგებში; ბ) ინფორმაციის გაცვლა ვინაობის დადგენისა და ამოცნობის სისტემაში და მათი გამოყენება ძალების მიერ; გ) ინფორმაციის გაცვლა ტექნიკური აღჭურტვილობის ფუნქციონირებისა და მეთოდების შესახებ, რომელიც გამოიყენება პოლიციის ორგანოების მიერ. მუხლი 23🔗. მხარეები, აღნიშნული თანამშრომლობის განხორციელებისას იხელმძღვანელებენ მათი ქვეყნების კანონმდებლობით. მუხლი 24🔗. მხარეებს აქვთ უფლება განუცხადონ უარი მეორე მხარეს დახმარებასა და თანამშრომლობაზე, იმ შემთხვევაში, თუ ისინი თვლიან, რომ ასეთი დახმარება საფრთხეს უქმნის მის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, ინტერესებს, ან თუ ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის სამართლებრივ ნორმებს, რის შესახებაც მხარეები მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ აცნობებენ  ერთმანეთს ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე. მუხლი 25🔗. აღნიშნული შეთანხმება არ ახდენს გავლენას მხარეთა მიერ აღებულ ვალდებულებებზე, რომლებიც მათ აკისრიათ საერთაშორისო კონვენციებთან მიერთების შედეგად. მუხლი 26🔗. შეთანხმება ძალაში რჩება ერთწლიანი პერიოდის განმავლობაში და ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო პერიოდში, მანამ, სანამ რომელიმე მხარე ვადის გასვლამდე 90 დღით ადრე მისი მოქმედების შეწყვეტის შესახებ დიპლომატიური არხების საშუალებით წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს. ეს შეთანხმება ძალაში შედის 30 დღის შემდეგ ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შესაებ შესაბამისი საპროცედურო მოთხოვნების შესრულების თაობაზე ერთი მხარის მიერ მეორისათვის დიპლომატიური არხებით შეტყობინების შემდეგ. შესრულებულია ქ. ანკარაში 1994 წლის 13 იანვარს ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან ორივე ტექსტი თანაბარი ძალისა. დებულებები განმარტების დროს წარმოშობილი უთანხმოების შემთვევაში უპირატეობა ეძლევა ინგლისურ ტექსტს. საქართველოს რესპუბლიკის                                                    თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით                                                                   მთავრობის სახელით პრემიერ-მინისტრის მოადგილე                                              შინაგან საქმეთა მინისტრი ზურაბ კერვალიშვილი                                                                    ნაკით მენთეშე შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთი რესპუბლიკი მთავრობას შორის საზღვაო მიმოსვლის შესახებ საქართველო რესპუბლიკის მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკს მთავრობა (შემდგომში ხელშემკვრელ მხარეებად წოდებულნი); სურთ რა ხელი შეუწყონ და განავითარონ ურთიერთობები ორ ქვეყნას შორის და გააღმავონ თავიანთი თანამშრომლობა საზღვაო ურთიერთობების სფეროში. სურთ რა ხელი შეუწყონ ერთმანეთს შორის კომერციული ურთიერთობის განვითარებას, თანასწორობის ორმხრივი სარგებლობისა და ურთიერთდახმარების პრინციპების თანახმად. შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗. მიზანი წინამდებარე ხელშეკრულების მიზანია: - ორ ქვეყანას შორის საზღვაო ურთიერთობების განვითარება, - საუკეთესო სანავიგაციო თანამშრომლობის კოორდინაცია; ზღვაზე უსაფრთხოების ხელშეწყობა; - საზღვაო ურთიერთობის განვითარებისათვის ზიანის მიმყენებელი ღონისძიებების თავიდან აცილება; - ზოგადად, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის პროექტიდან გამომდინარე მიზნებისა და პრინციპების გათვალისწინებით; - გემების კონსტრუირებისა და შეკეთების სფეროში თანამშრომლობა. მუხლი 2🔗. განსაზღვრებები წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებიდან გამომდინარე: 1. ტერმინი „ხელშემკვრელი მხარის გემი“ ნიშნავს ნებისმიერ სავაჭრო გემს. რომელიც რეგისტრირებულია როგორც ასეთი ამ მხარის საზღვაო რეგისტრში და რომელიც დაცურავს მისი კანონების შესაბამისად მისი დროშით. თუმცა ეს ტერმინი არ მოიცავს: ა) სამხედრო და სხვა სამოქალაქო გემებს, რომელნიც დანიშნულის ან გამოიყენება არაკომერციული მიზნებისათვის; ბ) თევზმჭერ გემებს; 2. ტერმინი „გემის ეკიპაჟის წევრი“ ნიშნავს მეზღვაურს ან ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც დასაქმებულია გემბანზე გემის ზღვაში ცურვის პერიოში; რომელიც ამ პერიოდში ასრულებს გემზე მართვის, საქმიანობის და ოპერატიულ ფუნქციებს და რომლის საელიც არის მითითებული გემის ეკიპაჟის სიაში. მუხლი 3🔗. მოქმედების სფერო წინამდებარე კონვენცია მოქმედებს ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიულ წყლებს ერთის მხრივ და თურქეთის რესპუბლიკი ტერიტორიულ წყლებს მეორე მხრივ. თუმცა წინამდებარე ხელშეკრულების დებულებები არ შეეხება კაბოტაჟბს, იმ ნავსადგურებს, რომლებიც დახურულია საერთაშორისო ნაოსნობისათვის და იმ საქმიაობას, რომელიც რეგულირდება თითოეული მხარის კანონმდებლობით, კერძოდ სანავსადგურო მომსახურებას, ბუქსირით გადაზიდვას, სალოცმანო საქმეს, გემის გადარჩენას უბედურ შემთხვევებში და სანაპირო ნაოსნობას. თითოეული მხარის ტერიტორიულ წყლებში განხორციელებად თევზმჭერ საქმანობას და ქვეყნის შიდა ნავიგაციას, ხელმშემკვრელი მხარეები ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას საზღვაო ნავიგაციის თავისუფლების პრინციპისადმი  და აცხადებენ მზადყოფნას თავიდან აიცილონ ყველა ის ქმედობა რაც აფრთხეს უქმნის საერთაშორისო ნავიგაციის ნორმალურ განვითარებას. მუხლი 4🔗. გემების ნავსადგრებში ყოფნის პროცესი 1. თითოეული მხარე უზრუნველყოფს თავიანთ ნავსადგურებში მეორე მხარის გემების ისეთსავე მომსახურებას, როგორც თავისი გემების, რაც დაკავშირებულია ნავსაფურებამდე მიახლოებასთან, მათში შესვლის, დარჩენისა და გამოსვლის თავიუფლებასთან, ნავსადგურების მომსახურების გამოყენებასთან და სხვა დანარჩენ შესაძლებლობებთან, რაც დაკავშირებულია ნავიგაციისა და კომერციულ ოპერაციებთან როგორც გემებისა და მისი ეკიპაჟის, ასევე მგზავრეისა და ტვირთის მიმართ. ეს დებულება გამოიყენება აგრეთვე ნავსაყუდელში სადგომების განაწილების, დატვირთვისა და დაცლის საქმიანობების მიმართ. 2. თითოეული მხარე აკისებს მეორე მხარის გემებს არადისკრიმინაციულ ხარჯებსა და გადასახადებს, რაც დადგენილია უცხოეთის გემებისათვის მიმდინარე ტარიფებით. 3. თითოეული მხარე, თავისი კანონმდებლობის ფარგლებში, განახორციელებს იმ აუცილებელ ღონისძიებებს, რომელიც, რამდენადაც ეს შესაძლებელია, შეამცირებს გემების თავიანთ ნავსადგურებში ყოფნის დროს და გაამარტივებს შესაბამისობებს ნავსადგურში არსებულ ადმინისტრაციულ, საბაჟო და საკარანტინო ფორმალობებთან. მუხლი 5🔗. გემების სახელმწიფოებრივი კუთვნილება და გემების დოკუმენტაცია 1. თითოეული მხარე ცნობს მეორე მხარეს გემების სახელმწიფოებრივ კუთვნილებას, რაც დადგენილია ამ გემების გემბანზე არსებულ დოკუმენტაციაში და რაც გაცემულია მეორე მხარის კომპეტენტური თანამდებობის პირების მიერ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად. 2. გემბანის დოკუმენტაცია, გაცემულია ან ცნობილი ერთ-ერთი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ იმ გემებისათვის, რომლებიც ამ ქვეყანის დროშით ცურავენ, ქმნის საფუძველს მეორე მხარის მიერ ამ დროშის ცნობისას. 3. თითოეული მხარის გემი, რომელიც ფლობს წყალწყვის სერტიფიკატს, რომელიც გაცემულია 1969 წლის გემების ტონაჟის გაზომვის საერთაშორისო კონვენციის, ამ ქვეყნის შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, გათავისუფლდება მეორე ქვეყნის ნავსადგურებში წყალწყვის გაზომვისაგან ერთ-ერთი მხარის მიერ წყალწყვის გაზომვის სისტემის მოდიფიკაციის შემთხვევაში შესაბამიმა მხარემ უნდა აცნობოს მეორე მხარეს რათა განსაზღვრონ თანაბარი პირობები. მუხლი 6🔗. მეზღვაურთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია თითოეული მხარე ცნობს მეზღვაურთა პირადობის დამაასტურებელ დოკუმენტებს, რომლებიც შესაბამისი წესით არის გაცემული მეორე მხარის კომპეტენტური თანამდებობის პირების მიერ და მათ მფლობელებს მიანიჭებს მე-6 და მე-7 მერვე მუხლებით განსაზღვრულ უფლებებს. ამგვარი დოკუმენტებია: საქართველოს რესპუბლიკაში - მეზღვაურის პასპორტი, თურქეთის რესპუბლიკაში - მეზღვაურის პირადობის ბარათი „Gemi Adami Cuzdail”. მუხლი 7🔗. მეზღვაურის უფლებები და მოვალეობები შესვლი ნავსადგურში ნებისმიერ პირს, რომელიც ფლობს მე-6 მუხლში განსაზღვრულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, შეუძლია ვიზის გარეშე ჩამოვიდეს იმ გემიდან და დარჩეს იმ „კომუნაში“ ან „მუნიციპალიტეტში“, სადაც გემი ამ პორტში დარჩება. თუკი მისი სახელი შეტენილია გემის ეკიპაჟთა სიაში და იმ სიაში, რომელიც გემის კაპიტანმა გადასცა პორტის თანამდებობის პირს. როგორც გემიდან ჩამოსვლისას ასევე გემზე ასვლისას პირი ექვემდებარება სარეგულაციო კონტროლს. მუხლი 8🔗. მეზღვაურის ტრანზიტისა და დარჩენის უფლებები 1. ნებისმიერ პირს, რომელიც ფლობს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტეს, რომელიც მითითებულია მე-6 მუხლში, შეუძლია მიუხედავად გამოყენებული ტრანსპორტისა: ა) ტრანსპორტიდან გადმოსვლის შემდეგ გაუმართოს პირდაპირ იმ ქვეყანაში, სადაც მისი შესვლა გარანტირებულია, რამდენადაც დაფარულია სამგზავრო ხარჯები. ბ) შევიდეს ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, რათა ჩაჯდეს ამ ქვეყნის განსაზღვრულ ნავსადგურში განსაზღვრულ ნავსადგურში განსაზღვრულ გემზე. გ) გადაკვეთოს ერთ-ერთი ხელშემკვრელი ქვეყნის ტერიტორია არა იმისთვის რათა ჩაჯდეს განსაზღვრული გემის გემბანზე, რომელიც მდებარეობს განსაზღვრულ პორტში, ან იმისთვის რათა გადაადგილდეს ერთი გემიდან, რომელიც გაემართება ამ ქვეყნის ან მეორე ხელშემკვრელი მხარის პორტებში მდებარე გემამდე, ან საზღვარგარეთის ნავსადგურამდე. 2. პირველ პარაგრაფში გადმოცემულ ყველა შემთხვევაში, პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტები საჭიროებს მეორე მხარის ვიზას, ეს ვიზა  უნდა გაიცეს შეძლებისდაგვარად სწრაფად. 3. როდესაც ეკიპაჟის წევრი ფლობს პირველ პარაგრაფში განსაზღვრულ პიროვნების დამადასტურებელ დოკუმენტებს და ჩამოვიდა მეორე ქვეყნის ნავსადგურში ჯანმრთელობის მდგომარეობის, მომსახურების მიზნებისათვის, ან კომპეტენტური თანამდებობის პირთა მიერ კანონიერად ცნობილი სხვა მიზეზების გამო, ეს უკანასკნელი (თანამდებობის პირი) აძლევს მთხოვნელ პირს აუცილებელ უფლებამოსილებას, რათა დარჩეს ამ ტერიტორიაზე მისი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში და რომ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში ან იმგზავროს დანიშნულების პორტამდე ტრანსპორტის ნებისმიერი საშუალებით. 4. იგივე მიზნებისათვის, რაც აღნიშნულია პირველ პარაგრაფში, ნებისმიერი პირი, რომელიც ფლობს მე-6 მუხლში აღნიშნულ პიროვნების დამადასტურებელ დოკუმენტებს, და არ არის ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქე, მიიღებს შესვლის ან ტრანზიტის ვიზას, რომელიც მოითხოვება მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე, თუკი გარანტირებულია მისი ხელახალი შეშვება იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, რომელმაც გასცა პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტი. 5. წინამდებარე მუხლის მე-6 და მე-7, აგრეთვე ყველა დანარჩენი პარაგრაფების დარღვევის გარეშე, ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე მოქმედი უცხოელთა შესვლის, დარჩენის და გასვლის წესები ძალაში რჩება. 6. ხელშემკვრელი მხარეები უფლებას იტოვებენ, აუკრძალონ თავიანთ ტერიტორიებზე შესვლა ნებისმიერ იმ პირს, ფლობენ ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტებს, მაგრამ ვისაც ეს მხარეები ჩათვლიან არასასურველად. მუხლი 9🔗. ეკიპაჟის წევრთა სასამართლო ქვემდებარეობა 1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართალო თანამდებობის პირები ვერ ფლობენ იმ უფლებამოსილებას, რომ აღძრან სამოქალაქო სამართლებრივი საქმე რაც დაკავშირებულია მეორე მხარის გემის ეკიპაჟის წევრთან, გარდა იმისა, თუ ამაზე არ არის იმ სახელმწიფოს დიპლომატური ან საკონსულო თანამდებობის პირთა თანხმობა, რომლის ალმითაც ეს გემი დაცურავს. 2. როდესაც ხელშემკვრელი მხარის გემის ეკიპაჟის წევრი ამ გემის გემბანის გარეთ ჩაიდენს სისხლის სამართლით დასჯად ქმედობას, მაშინ როდესაც ეს გემი იმყოფება მეორე ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში, იმ ქვეყნის შესაბამისი თანამდებობის პირები, სადაც ეს გემი იმყოფება, ვერ აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეს თუკი არ იქნება იმ ქვეყნის დიპლომატიური ან საკონსულო თანამდებობის პირის თანხმობა, რომლის ალმის ქვეშაც ეს გემი დაცურავს, გარდა იმ შემთხვევებისა როცა: ა) ამ ქმედობის შედეგები მოქმედებს იმ ქვეყნის ტერიტორიაზე სადაც ეს გემი იმყოფება, ბ) ეს ქმედობა სფრთეს უქმნის სამოქალაქო წესრგის ან უსაფრთხოებას, გ) ეს ქმედობა ჩადენილ იქნა იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ეკიპაჟის წევრი, დ) სისხლის სამართლის საქმის წამოწყება აუცილებელია ნარკოტიკების გადაზივის ხელის შესაშლელად. 3. ამ მუხლის მე-2 პარაგრაფის დებულებები ვერ შეზღუდავს შესაბამისი კომპეტენტური თანამდებობის პირების უფლებებს ყველა იმ შემთვევაში რაც ეხება იმ კანონებისა და კანონქვედებარე აქტების გამოყენებას, უცხოელთა შესვლა-გასვლასთან, საბაჟო ურთიერთობებთან, ჯანმრთელობის დაცვასთან და სხვა ღონისძიებებთან, რომელიც გამიზნულია გემებისა და ნავსადგურების კონტროლთან, ადამიანთა სიცოცხლისა და ტვირთის უსაფრთხოების დაცვასთან და საზღვაო გარემოს დაცვასთან. მუხლი 10🔗. განსაცდელში მყოფი გემები 1. თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის გემი გაირიყა ნაპირზე ან დაჯდა მეჩეჩზე, ან განიცდის სხვა განსაცდელს მეორე მხარის ტერიტორიულ წყლებში ან მეორე მხარის ტერიტორიაზე სიახლოვეს, ამ მხარის კომპეტენტური თანამდებობის პირები: - შეატყობინებენ იმ ქვეყნის დიპლომატიურ აგენტს ან საკონსულო თანამდებობის პირს, ვისი ალმითაც დაცურავს ეს გემი, რათა მათ განახოეციელონ მათზე დაკისრებული ფუნქციები; - შესთავაზებენ იგივე დახმარებას და დაცვას ეკიპაჟის წევრებს და მგზავრებს, აგრეთვე გემსა და მის ტვირთს, როგორსაც განახორციელებენ თავისი საკუთარი ალმის ქვეშ მცურავი გემის მიმართ. 2. თუ გემი დაზიანებულია, მისი ტვირთი და პროვიზია არ დაექვემდებარება საბაჟო გადასაადების გადახდას, თუკი ისინი მოსახმარად ვარგისია ან გამოყენებულია ადგილზე. 3. გადასარჩენი ოპერაციები და მათი ორგანიზაცია განხორციელდება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ეგიდით 1979 წელს მიღებული S, A, R-ის კონვენციის თანახმად და შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის თანახმად. მუხლი 11🔗. საზღვაო კომპანიების მოგებას ან სხვა შემოსავლების მიმოქცევა 1. თითოეული ხელშეკრულებაში მონაწილე მხარე გადასცემს მეორე მხარის საზღვაო კომპანიას უფლებას გადასახადების გადახდის მიზნით გამოიყენოს ის მოგება და სხვა შემოსავლები, რომლებიც მიიღება პირველი მხარის ტერიტორიაზე და წარმოიშვება საზღვაო გადაზიდვებისაგან. 2.თითოეული ხელშემკვრელი მხარე აღჭურვავს იგივე კომპანიებს უფლებით გადაიყვანოს ასეთი მოგებები და სხვა შემოსავლები ზემოთ აღნიშნული გადასახადების გადახდის შემდეგ მეორე მხარის ტერიტორიაზე და ამ მხარის კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. 3. თითოეული ხელშემკვრელი მხარ ხელს შეუწყობ ამგვარ გადაყვანას. მუხლი 12🔗. ნავიგაციის უფლებები და თანამშრომლობა 1. ამ  ხელშეკრულების მიზნებიდან გამომდინარე, მხარეთა კომპეტენტური თანამდებობის პირები არიან: - საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან - ტრანსპორტის სამინისტრო, - თურქეთი რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან - ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილებით აღჭურვავს თავიანთ კომპეტენტურ თანამდებობის პირებს, რათა მათ გაატარონ აუცილებელი ღონისძიებები ამ ხელშეკრულების განსახორციელებლად და მეორე მხარის კომპეტენტურ თანამდებობის პირებთან კონსულტაციების ჩასატარებლად, რათა განახორციელონ ქვეყნის შიდა კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუცილებელი საქმიანობა, რათა უზრუნველყონ ამ ხელშეკრულების დებულებათა განხორციელება. 2. ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევის გარეშე მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ დებულებებზე; ა) განახორციელონ საზღვაო ურთიერთობები თავიანთ საზღვაო ორგანზაციებსა და საწარმოებს შორი, აგრეთვე მჭდროდ ითანამშრომლონ ყოველი იმ სიძნელის აღმოსაფხვრელად, რომელიც ხელს შეუშლის მათ ქვეყნებს შორის მყარი საზღვაო ურთიერთობების ზრდას. ბ) სხვადასხვა საზღვაო საქმიაობის მიზნით ჯგუფების გაცვლა და მათი მომზადება; ყველა იმ ინფორმაციის გაცვლა, რათა დაჩქარდეს და ხელი შეეწყოს ზღვასა და ნავსადგურებში კომერციული ტვირთის გადაზიდვას, აგრეთვე გაღრმავდეს თანამშრომლობა ერთმანეთის საზღვაო კორპუსებს შორის. გ) იმ ხელისშემშლელი მიზეზების, აგრეთვე სხვა პირობების აღმოფხვრა, რომელიც მიმართულია ორმხრივი საზღვაო გაცვლის განვითარების წინააღმდეგ. დ) ნავიგაციასთან და სრუტეებში და ტერიტორიულ წყლებში ცურვასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და რეკომენდაციების გაცვლა. 3. ამ ხელშეკრულების ეფექტური დანერგვისა და ორივე მხარისათვის საინტერესო ნებისმიერი სხვა საზღვაო საკითხის გადასაწყვეტად, ფუძნდება შერეული კომისია, კომისია შეიკრიბება ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით. მუხლი 13🔗. უთანხმოება უთანხმოება, რომელიც შეიძლება წამოიჭრას ამ ხელშეკრულების გამოყენების, ან ინტერპრეტაციის დროს, გადაჭრება ორივე მხარის კომპეტენტური თანამდებობის პირების ორმხრივი მოლაპარაკებით თუ უთანხმოება კვლავაც იარსებებს, იგი გადაიჭრება დიპლომატიური არხებით. მუხლი 14🔗. ძალაში შესვლა - ძალაში ყოფნა და დენონსაცია 1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შევა მხარეთა კანონმდებლობით განსაზღვრული აუცილებელი ფორმალობების შესრულების და დიპლომატიური არხებით ორმხრივი შეყობინების შემდეგ. 2. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში იქნება ძალაში შესვლიდან 3 წლის განმავლობაში და ავტომატურად განახლდება ყოველი ერთი წლის პერიოდით, თუკი ერთ-ერთი მხარე ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე არ აცნობებს მეორეს დენონსაციის შესახებ. 3. გარდა ამისა, ამ ხელშეკრულების დენონსაცია შეიძლება მოხდეს დიპლომატიური არხებით და ამ შემთხვევაში ხელშეკრულება დაასრულებს მოქმედებას მეორე მხარის მიერ დენონსაციის შესახებ შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის ვადაში. დადებულია თბილისში, 1992 წლის 30 ივლისს, ორ ორიგინალურ პირად ინგლისურ ენაზე. ქვემეორე ხელისმომწერნი, შესაბამისი უფლებამოსილებებით აღჭურვილნი თავიანთი მთავრობებისაგან ხელს აწერენ ამ ხელშეკრულებას. შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საქმეში ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში - „მხარეები“, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, დაამყარონ და განავითარონ მეგობრული თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება ორი ქვეყნის საბაჟო უწყებებს შორის. მზად არიან, ხელი შეუწყონ საქონლისა და მგზავრთა დინებას ორ ქვეყანას შორის საბაჟო ხელმძღვანლობის ორმხრივი  თანამშრომლობის გზით. მხედველობაში იღებენ, რომ საბაჟო კანონმდებლობის დარღვევა ზიანს აყენებს ორივე ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და ფინანსურ ინტერესებს. დარწმუნებულნი არიან, რომ ბრძოლა საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ უფრო ეფექტური იქნება თანამშრომლობის საფუძველზე და შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 ამ ხელშეკრულებაში 1. „საბაჟო კანონმდებლობა“ - გულისხმობს სამართლის იმ ნორმების ერთობლიობას, რომლებიც ადგენენ საქონლის, მგზავრთა ხელბარგისა და ტვირთის, საერთაშორისო საფოსტო გზავნილების, სავალუტო და სხვა ფასეულობების შემოტანის, გატანისა და ტრანზიტის, საბაჟო გადასახადებისა და სხვა სახის გადასახადების, მოსაკრებლების ამოღების, შეღავათების, აკრძალვების, შეზღუდვებისა და ნებართვების, სახელმწიფო საზღვარზე საქონლისა და სხვა საგნების გადაადგილებაზე კონტროლის წესებს; 2. „საბაჟო დარღვევები“ - ნიშნავს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევას ან ამ დარღვევების მცდელობას. მუხლი 2🔗 მხარეები ამ შეთანხმების ფარგლებში განავითარებენ და გააძლიერებენ ურთიერთთანამშრომლობას საბაჟო გამოცდილების გაზიარების გზით, უზრუნველყოფენ ერთმანეთისათვის ადმინისტრაციულ დახმარებას, რათა ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობის განვითარებას და პირადი შემადგენლობის გაცვლას. მუხლი 3🔗 შეთანხმების მონაწილე მხარეები გაცვლიან ინფორმაციას: ა) საბაჟო სამსახურის როლზე ეროვნულ ეკონომიკასა და საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში; ბ) საბაჟო კონტროლის მეთოდების შესახებ საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების, ბარგის, საფოსტო გზავნილებების და სხვა ნივთების ამ ქვეყნების ტერიტორიაზე შეტანა-გამოტანის დროს; გ) ჰარმონიზებული სისტემისა და შეფასების მეთოდების გამოყენების შედეგად მიღებული გამოცდილების შესახებ; დ) კონტრაბანდის ძირითად ფორმებზე, კონტრაბანდული საგნების დამალვის მეთოდებზე, კონტრაბანდის თავიდან აცილების მეთოდებსა და შედეგებზე; ე) საბაჟო კანონებსა და წესებზე; ვ) საბაჟო მართვის მოდერნიზაციის შესახებ; ზ) საბაჟო საქმეში კომპიუტერებისა და სხვა მოწინავე ტექნიკური საშუალებების გამოყენების შესახებ; თ) ახალი საბაჟოების შექმნის თაობაზე, საბაჟო პერსონალის მომზადების შესახებ; ი) საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილებისა და საერთაშორისო კონვენციების შესრულების შესახებ; კ) და იმ სხვა საკითხებზე, რომლებიც შეთანხმების მონაწილე ორივე მხარეს დააინტერესებს. მუხლი 4🔗 მხარეები მზარდი ეკონომიკური ურთიერთობის უზრუნველსაყოფად იღებენ ვალდებულებას ახალი საბაჟო გამშვები პუნქტების მოწყობის შესახებ შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებითა და კომუნიკაციების მიყვანით. აღნიშნულ საკითხზე ცალკე შეთანხმება იქნება მიღებული. მუხლი 5🔗 მხარეები შეთანხმების მოქმედების განმავლობაში გამოცდილების გაზიარების მიზნით გაცვლიან საბაჟო საქმის სპეციალისტებს. მუხლი 6🔗 ერთ-ერთი მხარის თხოვნით, მეორე მხარე თავისი კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში შეუძლია განსაზღვრული პერიოდით სპეციალური დაკვირვება: ა) პირებზე, რომლებიც შემჩნეულნი არიან მთხოვნელი მხარის საბაჟო წესების დარღვევაში; ბ) განსაზღვრულ ტვირთებზე, რომელთა შესახებ მთხოვნელმა მხარემ განაცხადა, რომ ეს ტვირთები დაკავშირებულნი არიან საბაჟო დარღვევასთან; გ) სატრანსპორტო საშუალებებზე (ავიაცია, ავტომობილები და სხვა), რომელთა შესახებ არსებობს ინფორმაცია, რომ მათ მთხოვნელი მხარის საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისას იყენებენ. მუხლი 7🔗 შეთანხმების მონაწილე თითოეულ მხარეს საკუთარი თაოსნობით ან მეორე მონაწილე მხარის თხოვნით, შეუძლია წარუდგინოს მთხოვნელ მხარეს ყოველგვარი ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება მას სხვადასხვა სახის საბაჟო წესების, განსაკუთრებით ისეთი დარღვევების აღმოჩენაში, რომლებიც დაკავშირებულია ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან. იარაღთან, ასაფეთქებელ ნივთიერებებთან და საბრძოლო მასალებთან, მხატვრული, კულტურული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე საგნებთან. მუხლი 8🔗 მიღებული ნებისმიერი სადაზღვევო დაკვირვება, დოკუმენტები და სხვა ინფორმაცია ამ შეთანხმების ფარგლებში განიხილება როგორც კონფიდენციალური და მხოლოდ ამ შეთანხმების მიზნებისათვის გამოიყენება. მუხლი 9🔗 თუ ერთ-ერთი მხარე ჩათვლის, რომ დახმარება, რომელსაც მას სთხოვენ, ქვეყნის სუვენერიტეტს, უსაფრთხოებას, ან სხვა ხასიათის ეროვნულ, სახელმწიფო ან კერძო სექტორ სავაჭრო ინტერესებს, ან მოქმედ კანონმდებლობას შელახავს, მას შეუძლია ასეთი დახმარების აღმოჩენაზე უარის თქმა. მუხლი 10🔗 ამ შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება ყველაზე უფრო ეფექტური ფორმებით განხორციელდება. ინგლისურ ენას შეთანხმების მონაწილე მხარეები პირდაპირი კონტრაქტებისათვი იყენებენ. მუხლი 11🔗 მხარეებს შეუძლია ცალკე შეთანხმდნენ იმ ხარჯების თაობაზე, რომლებიც ამ შეთანხმების შესრულბასთან იქნება დაკავშირებული. მუხლი 12🔗 შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით მხარეებს შეუძლია მონაცვლეობით მოაწყონ უმაღლესი დონის შეხვედრები ხან ერთ,ხან მეორე სახელმწიფოში. მხარეები ეხვედრის თარიღსა და დღის წესრიგს წინასწარ განსაზღვრავენ. მხარეები შეთანხმების ინტერპრეტაციის დროს წამოჭრილ სადავო საკითხებს მეგობრული ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის საფუძველზე კონსულტაციების გზით გადაწყვეტენ. მუხლი 13🔗 ეს შეთანხმება ძალაში შედის იმ დღიდან, როცა მხარეები გაცვლიან ნოტებს, რომლებითაც ერთმანეთს აუწყებენ ამ შეთანხმების ძალაში შესვლასთან დაკავშირებულ შიდა ფორმალობების დასრულებას და ძალაშია განუსაზღვრელი პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ერთ-ერთი მხარის მიერ მეორისათვის შეთანმების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების გაგზავნის დღიდან 6-თვიანი ვადა არ დასრულდება. შესრულებულია ქ. ანკარაში 1994 წლის 13 იანვარს ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან ორივე ტექსტი თანაბარი ძალისა. დებულებების განმარტების დროს წარმოშობილი უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ეძლევა ინგლისურ ტექსტს. საქართველოს რესპუბლიკის                                               თურქეთის რესპუბლიკის       მთავრობის სახელით                                                       მთავრობის სახელით შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო დეპარტამენტსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სამდივნოსთან არსებული საბაჟო უწყებას შორის საბაჟო დოკუმენტებისა და საბაჟო უზრუნველყოფის ურთიერთცნობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო დეპარტამენტი და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სამდივნოსთან არსებული საბაჟო უწყება, შემდგომში - „მხარეები“, საზღვარზე ტვირთების გადაზიდვისას საბაჟო ფორმალობების გაიოლების მიზნით შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 მხარეები უზრუნველყოფენ, რომ სატრანსპორტო საშუალებები, საქონელი, ბარგი, საფოსტო გზავნილები, ვალუტა, სხვა საგადასახადო საშუალებები და სავალუტო ფასეულობები საზღვრის გადაკვეთისას აღიჭურვოს შესაბამისი დოკუმენტებით, რომლებიც უპასუხებენ ამ მხარეების საბაჟო და სავალუტო წესებს და რომლებიც სატვირთო და სამგზავრო მიმოსვლის და საფოსტო გაცვლის დროს გამოიყენება. მუხლი 2🔗 მხარეები ცნობენ ერთმანეთს საბაჟო დოკუმენტებს, საბაჟო ლუქებ, ბეჭდებისა და შტამპების ტვიფრს და სატრანსპორტო საშუალებებზე, ტვირთსა და საფოსტო გზავნილებებზე აღნიშნულ ოფიციალურ ნიშნებს. მათ შეუძლიათ აგრეთვე სცნონ ერთმანეთის საექსპედიტორო და სატრანსპორტო ორგანიზაციების ლუქები, ბეჭდები და სატრანსპორტო საშუალებებზე აღნიშნული ოფიციალური ნიშნები. მუხლი 3🔗 მხარეები გაცვლიან მე-2 მულში აღნიშნულ საბაჟო დოკუმენტების და საბაჟო უზრუნველყოფის ნიმუშებს, აგრეთვე იმ საქონლის სიებს, რომელთა შემოტანა, გატანა და ტრანზიტი შეზღუდული ან აკრძალულია მათი ტერიტორიის გავლით. მუხლი 4🔗 მხარეები ერთმანეთს დროულად აცნობებენ საბაჟო კანონმდებლობაში დამატებებისა და ცვლილებების თაობაზე, სამსახურებრივი განაწესის, საბაჟო დოკუმენტებისა და უზრუნველყოფის ფორმების შესახებ. მუხლი 5🔗 მხარეების საბაჟოებს შორის საქართველოს და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება განხორციელდება უნიფიცირებული ნიმუშის სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის საშუალებით. მუხლი 6🔗 ამ შეთანხმების დებულებების შესრულებასა და განმართებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები გვარდება მხარეებს შორის კონსულტაციებისა და შეთანხმების გზით. მუხლი 7🔗 საბაჟო დოკუმენტების შედგენა ხდება როგორც გამგზავნი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, ასევე ერთ-ერთ საერთაშორისო ენაზე. მუხლი 8🔗 მხარეები საერთაშორისო შეთანხმებებისა და სამართლის შესაბამისად ხელს შეუწყობენ საბაჟო დოკუმენტების თანდათანობით უნიფიცირებასა და გამარტივებას. მუხლი 9🔗 ეს შეთანხმება ძალაში შედის იმ დღიდან, როცა მხარეები გაცვლიან ნოტებს, რომლებითაც ერთმანეთს აუწყებენ ამ შეთანხმების ძალაში შესვლასთან დაკავშირებულ შიდა ფორმალობების დასრულებას და ძალაშია განუსაზღვრელი პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ერთ-ერთი მხარის მიერ მეორისათვის შეთანხმების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების გაგზავნის დღიდან 6-თვიანი ვადა არ დასრულდება. შესრულებულია ქ. ანკარაში 1994 წლის 13 იანვარს ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ. თურქულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან ორივე ტექსტი თანაბარი ძალისა. დებულებების განმარტების დროს წარმოშობილი უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ეძლევა ინგლისურ ტექსტს. საქართველოს რესპუბლიკის                                                თურქეთის რესპუბლიკის       მთავრობის სახელით                                                            მთავრობის სახელით შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობისა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის დარგში თანამშრომლობის შესაბებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა. რომლებიც გამოთქვამენ სურვილს დაამყარონ მჭიდრო თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში, ანიჭებენ მნიშვნელობას ტურიზმს არა მხოლოდ ორივე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებში, არამედ ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების გაფართოებაშიც: ხელმძღვანელობენ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის 1975 წლის 1 აგვისტოს ჰელსინკის საბოლოო აქტის იმ დებულებებით, რომელიც ტურიზმის განვითარებას ეხება და შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ ტურიზმის დარგში ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის განვითარებასა და გაფართოებას. ისინი წაახალისებენ და ხელს შეუწყობენ აგრეთვე მოგზაურობას მესამე ქვეყნებიდან. მუხლი 2🔗 მხარეები წაახალისებენ მჭიდრო კავშირების დამყარებას ტურიზმის სფეროში ჩართულ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს შორის, რათა მოძებნოს ორ სახელმწიფოს შორის ტურისტული მიმოსვლის გააქტიურებისათვის ყველაზე კარგი საშუალებები. მუხლი 3🔗 ორ სახელმწიფოს შორის ზემოხსენებული ტურისტული მიმოსვლის გააქტიურების მიზნით მხარეები წაახალისებენ ორგანიზებულ ტურიზმს, ახალგაზრულ ტურიზმს, აგრეთვე ჯგუფებს კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. ასეთი საქმიანობის განხორციელების მიზნით, ორივე მხარე ხელს შეუწყობს ყველა სახის ტრანსპორტის ტურიზმს. მუხლი 4🔗 მხარეები სათანადო პირობებს შექმნიან თითოეულ სახელმწიფოში ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ თავიანთი მოქალაქეების უკეთ ინფორმირებისათვის. ამ მიზნით ორივე მხარე ხელს შეუწყობს გამოცდილების ურთიერთგაზიარებას, ტურიზმისადმი მიძღვნილი პუბლიკაციების, ნაკვლევი მასალების, სტატისტიკური და სხვა სახის საბაზო ინფორმაციის გაცვლას. მუხლი 5🔗 ამ შეთანხმების განხორციელებისათვის და ტურიზმის სფეროში ორივ მხარისათვის საინტერესო სხვა ნებისმიერი პრობლემების შესასწავლად, მხარეების ტურიზმის შესაბამისი ორგანოები გამართავენ კონსულტაციებს და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ დადებენ შესაბამის საოქმო შეთანხმებას. მუხლი 6🔗 ეს შეთანხმება ძალაში შედის ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შესახებ შესაბამისი საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულების თაობაზე ერთი მხარის მიერ მეორისათვის უკანასკნელი შეტყობინების დღიდან. მუხლი 7🔗 შეთანხმება ძალაში რჩება ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში და ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო პერიოდში, მანამ სანამ რომელიმე მხარე ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე მისი მოქმედების შეწყვეტის შესახებ დიპლომატიური არხების საშუალებით წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს. შესრულებულია ქ. ანკარაში 1994 წლის 13 იანვარს ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან ორივე ტექსტი თანაბარი ძალისაა. დებულებების განმარტების დროს წარმოშობილი უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ეძლევა ინგლისურ ტექსტს. საქართველოს რესპუბლიკის                                             თურქეთის რესპუბლიკის       მთავრობის სახელით                                                       მთავრობის სახელით