კლიმატის ცვლილების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთო (ჩარჩო) კონვენციასთან საქართველოს რესპუბლიკის შეერთების შესახებ

მიღების თარიღი 16.05.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №302
სარეგისტრაციო კოდი 000000430.02(0).000.000698 172
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 5, 31/05/1994
249 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

კლიმატის ცვლილების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთო (ჩარჩო) კონვენციასთან საქართველოს რესპუბლიკის შეერთების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №302 1994 წლის 16 მაისი ქ. თბილისი კლიმატის ცვლილების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთო (ჩარჩო) კონვენციასთან საქართველოს რესპუბლიკის შეერთების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი აღნიშნავს, რომ მსოფლიო საზოგადოებრიობა შეშფოთებულია უკანასკნელ პერიოდში დედამიწაზე კლიმატის გლობალური ცვლილებებისა და მისგან გამოწვეული შესაძლო არახელსაყრელი შედეგების გამო. მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს პროგრამასა და სამეცნიერო კავშირების საერთაშორისო საბჭოსთან ერთად ჯერ კიდევ 1992 წლის ივნისში კი მსოფლიო 154 ქვეყანამ ქ. რიო-დე-ჟანეიროში ხელი მოაწერა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთო (ჩარჩო) კონვენციას კლიმატის ცვლილების შესახებ. აღნიშნული კონვენცია, სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს, რომ საჭიროა ქვეყნებმა განახორციელონ უცვლელი ღონისძიებანი ანტროპოგენული  გამონაბოლქვების შესამცირებლად, ამასთან, განვითარებულმა ქვეყნებმა ივალდებულონ განვითარებადი ქვეყნებისათვის ამ მიზნით ფინანსური, ტექნიკური და ტექნოლოგიური დახმარების აღმოჩენა. საკითხის უაღრესად დიდი აქტუალობის გათვალისწინებით და იმასთან დაკავშირებით, რომ მთლიანად იზიარებს აღნიშნული კონვენციის მოთხოვნებს, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. საქართველოს რესპუბლიკა შეუერთდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთო (ჩარჩო) კონვენციას კლიმატის ცვლილების შესახებ. 2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, აცნობოს ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს. 3. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის მთავარ სამმართველოს; - ქვეყნის მასშტაბით კოორდინაცია გაუწიოს სამინისტროების, უწყებების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების საქმიანობას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ სამუშაოთა შესრულებისათვის; - 1994 წლის 1 აგვისტომდე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეიმუშაოს და წარმოუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს დასამტკიცებლად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს დასამტკიცებლად საქართველოს რესპუბლიკის კლიმატის ეროვნული პროგრამა, შემდგომი მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციასა და მსოფლიო კლიმატის პროგრამაში წარსადგენად. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის                                                                               ო. ფაცაცია