სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს რესპუბლიკის შესვლის შესახებ
მიღების თარიღი 31.05.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №335
სარეგისტრაციო კოდი 000000430.02(0).000.000710 172
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 5, 31/05/1994
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.05.1994 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს რესპუბლიკის შესვლის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის
მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №335
1994 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს რესპუბლიკის შესვლის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი აღნიშნავს, რომ საქართველოს რესპუბლიკა მდებარეობს სეისმურად აქტიურ ზონაში, თითქმის მთელ მის ტერიტორიაზე არსებობს საშიში გეოლოგიური პროცესების კერები და სისტემატურად წარმოიქმნება სტიქიური უბედურებანი, რომლებსაც თან სდევს დიდი მატერიალური ზარალი და ადამიანთა მსხვერპლი.
ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებში რესპუბლიკის მოსახლეობის დაცვის საიმედოობის ასამაღლებლად, საზღვარგარეთის სახელმწიფოთა მატერიალური და სხვა დახმარების, აგრეთვე სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილების გამოყენების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს რესპუბლიკის მაშველთა კორპუსის წინადადება იმის შესახებ, რომ საქათველოს რესპუბლიკა შევიდეს სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციაში, როგორც სრულუფლებიანი წევრი.
2. საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ჩიკვაიძე) სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის წარმოსადგენად მოამზადოს დოკუმენტები, რომლებშიც აისახოს, რომ საქართველოს რესპუბლიკა მხარს უჭერს სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის კონსტიტუციას და მზად არის განუხრელად შეასრულოს მისი მოთხოვნები.
3. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ (დ. იაკობიძე) გადაწყვიტოს საკითხი სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციაში 15 ათასი შვეიცარული ფრანკის (10 ათასი ამერიკული დოლარი) წლიური საწევროს შესახებ.
4. საქართველოს რესპუბლიკის მაშველთა კორპუსმა (გ. გელაშვილი) შეიმუშაოს სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციაში მისი საქმიანობის გეგმა.
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრი ო. ფაცაცია