საქართველოს რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის დადებულ სამთავრობათაშორისო შეთანხმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.05.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №389
სარეგისტრაციო კოდი 000000430.02(0).000.000722 172
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 5, 30/05/1994
3,380 სიტყვა · ~17 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის დადებულ სამთავრობათაშორისო შეთანხმების დამტკიცების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №389 1994 წლის 22 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის დადებულ სამთავრობათაშორისო შეთანხმების დამტკიცების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის ქ. თეირანში 1993 წლის 20 იანვრის დადებული შეთანხმება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის შესახებ. 2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობოს ირანის მხარეს ამ დადგენილების 1-ლ პუნქტში დასახელებული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დასრულების შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                                   ო. ფაცაცია ღმერთის სახელით მემორანდუმი ურთიერთგაგების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციამ და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციამ 1993 წლის 19-20 იანვარს თეირანში აწარმოეს მოლაპარაკებები, რათა დაედოთ ხელშეკრულება ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ. გულთბილ ატმოსფეროში მოლაპარაკებების ჩატარების შემდეგ დელეგაციებმა პარაფირება გაუკეთეს მოცემული ხელშეკრულების ტექსტს. ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე, დელეგაციები შეთანხმდნენ, რომ მოცემული ხელშეკრულება და ურთიერთგაგების მემორანდუმი იქნება მოქმედი დღევანდელი დღიდან. ხელმოწერილია თეირანში 1993 წლის 20 იანვარს. მ. საედიკია                                                               ირანის ისლამური რესპუბლიკა                          მ. საედიკია       საქართველოს რესპუბლიკის გზისა და გადაზიდვების მინისტრი                            ვიცე პრემიერი                                                  ზ.კერვალიშვილი დანართი განრიგი თავი 1. ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ დასახელებული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების ფრენის მარშრუტები: მარშრუტი 1. პუნქტები ირანის ისლამურ რესპუბლიკაში - თბილისი თავი 2. საქართველოს რესპუბლიკის მიერ დასახელებული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების ფრენის მარშრუტები: მარშრუტი 2. პუნქტები საქართველოს რესპუბლიკაში - თეირანი შენიშვნა: შუალედური და გარე პუნქტები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ორივე ქვეყნის ხელშეკრულების მოლაპარაკების შედეგად. ხელშეკრულება საჰაერო ტრანსპორტის დარგში ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის პრეამბულა ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა არიან რა თანაბრად დაინტერესებულნი დადონ ხელშეკრულება საკუთარ ტერიტორიებსა და ურთიერთშორის განრიგით გათვალისწინებული მიმოსვლის დაარსებისა და ფუნქციონირების შესახებ, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 განსაზღვრებები ამ ხელშეკრულების მიხედვით, თუკი კონტექსტი არ გამოხატავს სხვაგვარ გაგებას: - ტერმინი „კონვენცია“ გულისხმობს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის კონვენციას, რომელიც ხელმოწერილია ჩიკაგოში 1944 წლის 7 დეკემბერს და შეიცავს ამ კონვენციის 90-ე მუხლის თანახმად მიღებულ დამატებებს და 90-ე და 94-ე მუხლის თანახმად მიღებულ შესწორებებს, რომლებიც ძალაში შესულია ორივე ხელმომწერი მხარისათვის; - ტერმინი „საავიაციო ადმინისტრაცია“ გულისხმობს ირანის ისლამური რესპუბლიკის შემთხვევაში, სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს ნებისმიერი ის ფუნქცია ან მსგავსი ფუნქციები, რომლებსაც ამჟამად ახორციელებს ზემოთ ხსენებული ორგანიზაცია, ხოლო საქართველოს რესპუბლიკის შემთხვევაში, საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტს და იმ პირს ან ორგანიზაციას, რომელიც უფლებამოსილია შესრულოს ზემოთ ხსენებულ ადმინისტრაციაზე დაკისრებული ან მათი მსგავსი ფუნქციები; - ტერმინი „დანიშნული ავიასაწარმო“ ნიშნავს ავიასაწარმოს, რომელიც დანიშნულია და მინიჭებული აქვს უფლებამოსილება ამ ხელშეკრულების მე-3 მუხლის დებულებების შესაბამისად. - ტერმინი თვითმფრინავის „ტევადობა“ ნიშნავს თვითმფრინავის დატვირთვას, მოცემულ მარშრუტზე ან მის მონაკვეთზე, ხოლო ტერმინი წინასწარ შეთანხმებული საჰაერო მიმოსვლის „ტევადობა“ ნიშნავს თვითმფრინავის ტევადობის ნამრავლს მოცემულ მარშრუტზე ან მონაკვეთზე ამ თვითმფრინავის მიერ შესრულებული ფრენების სიხშირეზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში; - ტერმინი „ტერიტორია“ სახელმწიფოსთან მიმართებაში გულისხმობს, მიწის სივრცეებს და მიმდებარე ტერიტორიულ წყლებს, რომლებიც ამ ქვეყნის საკუთრებაა. - ტერმინებს „საჰაერო მიმოსვლა“, „საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა“, „ავიასაწარმო“ და „არასარეწაო მიზნით დაჯდომა“ აქვთ კონვენციის 96 მუხლით მინიჭებული მნიშვნელობები. მიღებულია რომ ამ ხელშეკრულების მუხლების სათაურები, არანაირად არ ზღუდავენ ან აფართოებენ ამ ხელშეკრულების არც ერთი დებულების მნიშვნელობას. მუხლი 2🔗 უფლებათა მინიჭებ 1. ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარე ანიჭებს მეორე მონაწილე მხარეს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ უფლებებს, რათა დასახელებულმა ავიასაწარმომ განახორციელოს განრიგით გათვალისწინებული საჰაერო მიმოსვლა. ეს უფლებებია: - ხელშეკრულების მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე გადაფრენა დაჯდომის გარეშე; - ზემოთ ხსენებულ ტერიტორიაზე არასარეწაო მიზნით დაჯდომა; - დაჯდომა ზემოთ ხსენებულ ტერიტორიის იმ პუნქტებში, რომლებიც განსაზღვრულია ხელშეკრულების დანართში, სადაც მოცემულია მარშრუტების განრიგი საერთაშორისო სატრნასპორტო ოპერაციების შესასრულებლად, კერძოდ, მგზავრების, ტვირთისა და ფოსტის დატვირთვისა და გადმოტვირთვის განსახორციელებლად. 2. საჰაერო მიმოსვლის მე-5 თავისუფლების უფლებათა მინიჭება ხდება დასახელებული ავიასაწარმოების მიერ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. 3. ამ ხელშეკრულების დებულებები არ ანიჭებენ ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის ავიასაწარმოს ანაზღაურების ან დაქირავების გზით ხელშეკრულების მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე იმ მგზავრების, ტვირთის ან ფოსტის ტრანსპორტირების უფლებას, რომელთა დანიშნულების ადგილია სხვა პუნქტი მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე. 4. სამხედრო მოქმედების ან ოკუპაციის ზონებში ან მსგავსი ზემოქმედების ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე საჰაერო მიმოსვლის განხორციელება უნდა განხორციელდეს კომპეტენტური ხელმძღვანელობის ნებართვით. მუხლი 3🔗 დანიშვნა და წარმოების უფლების მინიჭება 1. ხელშეკრულების ყოველ მონაწილე მხარეს აქვს უფლება ხელშეკრულების მეორე ხელის მომწერ მხარეს დაუსახელოს წერილობითი ფორმით ერთი ავიასაწარმო შეთანხმებული საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად დადგენილ მარშრუტებზე. 2. ასეთი დანიშვნის მიღებისთანავე ხელშეკრულების მეორე მონაწილე მხარის კომპეტენტურმა ორგანომ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პარაგრაფების დებულებების შესაბამისად დაუყოვნებლივ უნდა მიანიჭოს დანიშნულ ავიასაწარმოს შესაბამისი უფლებამოსილება. 3. ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის აერონავიგაციის ადმინისტრაციას შეუძლია მოსთხოვოს ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს დადასტურება იმისა, რომ მას გააჩნია სათანადო კვალიფიკაცია იმ კანონებისა და წესების შესასრულებლად, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ასეთი ადმინისტრაციების მიერ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისას კონვენციის დებულებათა გათვალისწინებით. 4. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულების მონაწილე მხარე არ არის კმაყოფილი იმით, რომ ძირითადი უფლება ამ ავიასაწარმოს მფლობელობაზე და მის კონტროლზე ეკისრება იმ ხელისმომწერ მხარეს და მოქალაქეებს, რომლებმაც დაამტკიცა ეს ავიასაწარმომ. ხელშეკრულების მონაწილე მხარეს უფლება აქვს უარი თქვას ამ მუხლის მე-2 პარაგრაფში მითითებულ მიმოსვლის უფლებამოსილების მინიჭებაზე ან მოსთხოვოს ისეთი პირობის შესრულება დანიშნულ ავიასაწარმოს, რომელსაც თვლის აუცილებლად. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დასაცავად. 5. ნებისმიერ დროს, მას შემდეგ, რაც შესრულებული იქნება ამ მუხლის (1) და (2) პარაგრაფების დებულებები, ამგვარად დანიშნულ და უფლებამოსილ ავიასაწარმოს შეუძლია დაიყოს ფუნქციონირება შეთანხმებული მიმოსვლის განსახორციელებლად იმ პირობით, რომ ასეთი მიმოსვლა განხორციელდება მას შემდეგ, რაც ძალაში შევა ამ ხელშეკრულების მე-10 მუხლის დებულებათა შესაბამისად დაწესებული ტარიფი შეთანხმებული საჰაერო მიმოსვლის შესახებ. მუხლი 4🔗 წარმოების ნებართვის შეწყვეტა და გაუქმება ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარეს აქვს უფლება გააუქმოს წარმოების უფლებამოსილება ან შეაჩეროს ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლში განსაზღვრული უფლებების შესრულება ხელშეკრულების მეორე ხელმომწერი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ ან მოითხოვოს ისეთი პირობების შესრულება, რომლებსაც ის თვლის აუცილებლად ამ უფლებების განხორციელებისათვის: - ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ავიასაწარმოს დამსახელებელ ხელმომწერ მხარეს ან მის ქვეშევრდომებს არ აქვთ მნიშვნელოვანი მფლობელობა და მოქმედი კონტროლი ამ ავიასაწარმოზე; - იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ავიასაწარმოს მიერ ირღვევა ამ უფლებების მომცემი ხელისმომწერი მხარის კანონები და წესები ან  - იმ შემთხვევაში, როდესაც ავისაწარმო არ ფუნქციონირებს მოცემული ხელშეკრულების დებულების შესაბამისად. 2. თუკი არ არის აუცილებელი წარმოების ნებართვის დაუყოვნებელი გაუქმება ან შეჩერება ან ახალი პირობების წამოყენება, რომლებიც ამ მუხლის პირველ პარაგრაფშია განსაზღვრული, რათა თავიდან აცილებული კანონების ან წესების შემდგომი დარღვევები, წარმოების ნებართვის შეწყვეტა ან გაუქმების უფლება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ მეორე მონაწილე მხარესთან კონსულტაციის შემდეგ. მუხლი 5🔗 კანონების და წესების დაცვა 1. თითოეული მონაწილე მხარის ის კანონები და წესები, რომლებიც ეხება იმ თვითმფრინავის შესვლას ან გასვლას მის ტერიტორიიდან, რომელიც ასრულებს საერთაშორისო ფრენებს ან შეეხება ასეთი თვითმფრინავის ექსპლუატაციას ან ნავიგაციას მის ტერიტორიაზე ან მასზე გავლით, უნდა ვრცელდებოდეს აგრეთვე ხელშეკრულების მეორე მონაწილე მხარის დანიშნული ავიასაწარმოს თვითმფრინავზეც. 2. ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის კანონები და წესები, რომლებიც არეგულირებენ მგზავრების, ეკიპაჟის, ტვირთის ან ფოსტის შესვლას, დროებით გაჩერებას და გამგზავრებას მის ტერიტორიაზე, როგორებიცაა მაგალითად შესვლასთან, გასვლასთან, ემიგრაციასთან და იმიგრაციასთან, აგრეთვე საბაჟოებთან და სანიტარულ ზომებთან დაკავშირებული წესები, უნდა ვრცელდებოდეს აგრეთვე იმ მგზავრებზე, ეკიპაჟზე, ტვირთზე ან ფოსტაზე, რომელთა ტრანსპორტირება ხდება ხელშეკრულების მეორე მონაწილე მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს თვითმფრინავით, მანამდე, სანამ ისინი იმყოფებიან ზემოთ ხსენებული ტერიტორიის ფარგლებში. 3. ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარე ვალდებულია მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მეორე მონაწილე მხარეს ამ მუხლში მითითებული სათანადო კანონებისა და წესების ასლები. 4. ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს აქვს უფლება იქონიოს თავისი საკუთარი წარმომადგენლობები ხელშეკრულების მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე. საერთო აგენტის ან კომერციული აგენტის დანიშვნა უნდა მოხდეს ხელშეკრულების ორივე მონაწილე მხარის სათანადო კანონებისა და წესების დაცვით. 5. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს შემოსავლის გადარიცხვა განხორიცელებულ უნდა იქნეს ორ ქვეყანაში მოქმედი სავალუტო გაცვლის წესების შესაბამისად. მონაწილე მხარეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ხელი შეუწყონ გამომუშავებული შემოსავლის გადარიცხვას ხარჯის გამოქვითვის შემდეგ. მუხლი 6🔗 საბაჟო და სხვა გადასახადებისაგან გათავისუფლება 1. ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარე ორმხრივ საფუძველზე შესაძლებლობისდაგვარად მისი შესაბამისი კანონმდებლობის დაცვით, ათავისუფლებს მეორე მონაწილე მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს შეზღუდვისაგან იმპორტზე, საბაჟო და სხვა გადასახადებზე, საწვავზე, სათადარიგო ნაწილებზე, ძრავებზე, თვითმფრინავის მოწყობილობებზე, თვითმფრინავში არსებულ მარაგზე, საკვებზე (თამბაქოს ნაწარმის და სხვა პროდუქტების ჩათვლით, რომლებიც განკუთვნილია ფრენის განმავლობაში მგზავრებისათვის შეზღუდული რაოდენობით მისაყიდად და სხვა სახის საქონელზე, რომელიც განკუთვნილია იმ მონაწილე მხარის დასახელებული ავისაწარმოს თვითმფრინავის ფუნქციონირებისა და მომსახურებისათვის, რომელიც ახორციელებს შეთანხმებულ მომსახურებას. ეს ვრცელდება აგრეთვე დაბეჭდილ ბილეთებზე, ინვენტარზე, ავიასაწარმოს ანგარიშებზე, იმ ბეჭდვით მასალაზე და ჩვეულებრივ პუბლიკაციებზე, რომლებიც ნაწილდება ამ დადგენილი ავიახაზის მიერ უფასოდ. 2. საწვავი, საცხები, ზეთები, პირველადი მოხმარების ტექნიკური საგნები, სათადარიგო ნაწილები, რეგულარული მოწყობილობები და სხვა მარაგი, რომელიც ხელშეკრულების მონაწილე ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე ხელშეკრულების მეორე მონაწილე ქვეყნის მიერ ან მისი მოქალაქეების მიერ იქნება შეტანილი და რომელიც გამიზნულია მხოლოდ ხელშეკრულების ამ მონაწილე ქვეყნის თვითმფრინავისათვის. თავისუფლდება ორმხრივ საფუძველზე საბაჟო გადასახადებისაგან, საინსპექციო შესატანებისაგან და სახელმწიფო ბეგარისა და სხვა გადასახადებისაგან. 3. საწვავი, საცხები ზეთები, სხვა პირველადი მოხმარების ტექნიკური საგნები, სათადარიგო ნაწილები, რეგულარული მოწყობილობები და მარაგი, რომელიც მიიღება ერთი მონაწილე ქვეყნის ავიასაწარმოს თვითმფრინავის ბორტზე მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე და გამოიყენება საერთაშორისო ფრენებისათვის, ორმხრივ საფუძველზე თავისუფლდება საბაჟო და სხვა გადასახადებისაგან, საინსპექციო შესატანებისაგან და სახელმწიფო ბეგარისა და სხვა გადასახადებისა. 4. თვითმფრინავის მოწყობილობები, აგრეთვე მასალები და პროდუქტები, რომლებიც ინახება რომელიმე ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნის დადგენილი ავიასაწარმოს თვითმფრინავის ბორტზე, შეიძლება იქნეს გადმოტვირთული ხელშეკრულების მონაწილე მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე მხოლოდ ამ ტერიტორიაზე არსებული საბაჟოს ხელმძღვანელების ნებართვით. ასეთ შემთხვევაში, ისინი შეიძლება მოთავსებულნი იქნენ ზემოთ ხსენებული საბაჟოს ხელმძღვანელობის ზედამხედველობის ქვეშ მანამდე, სანამ იქნებიან გადატანილი ამ ქვეყნის ტერიტორიიდან ან შენახული საბაჟო წესების შესაბამისად. 5. მგზავრები, ბარგი და ტვირთი, რომლებიც ხელშეკრულების მონაწილე ერთი ქვეყნის ტერიტორიის გავლით პირდაპირ ტრანზიტით იმყოფებიან აეროპორტის ტერიტორიაზე, გაივლიან მარტივ შემოწმებას. ბარგი და ტვირთი, რომელიც იმყოფება პირდაპირ ტრანზიტით აეროპორტის ტერიტორიაზე, თავისუფლდება ბაჟისა და სხვა მსგავსი გადასახადებისაგან. 6. ოფიციალური დოკუმენტები, რომლებზეც არის ავისაწარმოს ემბლემები, როგორებიცაა მაგალითად, ბარგის იარლიყები, ავიაბილეთები, საჰაერო ხაზის ანგარიშები, თვითმფრინავში შესასვლელი ტალონები, განრიგები, რომელთა შეტანა ხდება რომელიმე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე მეორე მონაწილე მხარის დადგენილი ავიასაწარმოს საჭიროებისათვის, თავისუფლდება ყველა სახის საბაჟო და სხვა გადასახადებისაგან ორმხრივ საფუძველზე. მუხლი 7🔗 აეროპორტის გადასახადები ხელშეკრულების მონაწილე ყოველ მხარეს შეუძლია დაადოს გადასახადი ან ნება დართოს, რათა დაწესებულ იქნეს სამართლიანი და ზომიერი გადასახადები მისი კონტროლის ქვეშ მყოფ აეროპორტს სხვა ნაგებობათა გამოყენებისათვის. ხელშეკრულების ყოველი მონაწილე მხარე შეთანხმდა მასზე, რომ ეს გადასახადები არ უნდა აღემატებოდეს იმ თანხას, რომელსაც იგი დაუწესდება თვითმფრინავს რომელიმე მისი ეროვნული კუთვნილებაა და რომელიც საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას აწარმოებს ამ აეროპორტთა და სხვა ნაგებობით სარგებლობისათვის. მუხლი 8🔗 ტევადობის წესები და განრიგები 1. ხელშეკრულებაში მონაწილე ორივე მხარის დანიშნული ავიასაწარმო საჭიოებენ სამართლიან და თანასწორუფლებიან მიდგომას, რათა მათ ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები დადგენილ მარშრუტებზე შეთანხმებული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისას. 2. შეთანხმებული მომსახურების განხორციელებისას ხელშეკრულების ყოველი მონაწილე მხარის დანიშნულმა ავიასაწარმომ ანგარიში უნდა გაუწიოს ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ავიასაწარმოს ინტერესებს ისე, რომ არ მოხდეს უკანონო ზემოქმედება იმ მომსახურებაზე, რომლებსაც ეს უკანასკნელი ახორცილებს იმავე მარშრუტებზე, ან მათ მონაკვეთზე. 3. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა ავისაწარმოები მიერ შეთანხმებული მომსახურების განხორციელებისას უნდა იყოს შემდეგი დებულება, ტევადობის ზომიერი დატვირთვის კოეფიციენტი, უნდა პასუხობდეს ავიახაზის დამნიშვნელ ხელშეკრულების მონაწილე ქვეყანას და სხვა ხელშეკრულების მონაწილე ქვეყანას შორის მგზავრთა, ტვირთის, ფოსტის გადატანის მოთხოვნილებებს და ტევადობა არსებითად თანაბრად უნდა იქნეს განაწილებული ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის, თუკი სხვაგვარად არ არის შეთანხმებული. 4. იმ წესების დაცვით, რომლებიც მოცემულია ამ მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პარაგრაფებში, ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს შეუძლია აგრეთვე უზრუნველყოს ის ტევადობა, რომელიც დააკმაყოფილებს საჰაერო მიმოსვლის მოთხოვნებს ამ შეთანხმების დანართში მოცემულ მარშრუტების განრიგებში ჩამოთვლილ მესამე ქვეყნებსა და ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს შორის. 5. საავიაციო ადმინისტრაციის მიერ გათვალისწინებული ტევადობა, ექსპლუატაციის სიხშირე და თვითმფრინავის ტიპი, რომელსაც ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა მიერ დანიშნული ავიასაწარმოო შეთანხმებული საჰაერო მიმოსვლისათვის იყენებს, უნდა ითვალისწინებდეს დანიშნული ავიასაწარმოს რეკომენდაციებს. ავისაწამოებმა უნდა წარუდგინონ ერთმანეთს ასეთი რეკომენდაციები სათანადო კონსულტაციების შემდეგ ამ მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პარაგრაფებში გადაცემული წესების გათვალისწინებით. 6. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის უთანხმოების წარმოქმნის შემთხვევაში მე-5 პარაგრაფში მოცემულ საკითხებთან დაკვშირებით, უთანხმოება შეიძლება გადაჭრილ იქნეს ორი მონაწილე მხარის ადმინისტრაციების მიერ შეთანხმების გზით მანამდე სანამ ეს შეთანხმება არ იქნება მიღწეული, დანიშნული ავიასაწარმოს მიერ უზრუნველყოფილი ტევადობა უნდა დარჩეს უცვლელი. 7. ხელშეკრულების მონაწილე ყოველი მხარის დანიშნულმა ავიასაწარმომ უნდა წარუგდგინოს შესათანმხმებლად ფრენის განრიგი მეორე მონაწილე მხარის საავიაციო ადმინისტრაციას ამ მარშრუტებზე ექსპლუატაციის დაწყებამდე 30 დღით ადრე. ასევე ხდება განრიგსი ცვლილებების შეტანაც.ჰანსაკუთრებულ შემთხვევებში ზემოთ ხსენებულ ადმინისტრაციებთან შეთანხმების შემდეგ დროის ეს შეზღუდვა შეიძლება იქნეს შემცირებული. 8. შეთანხმებული მომსახურების განხორციელებისას დადგენილი ავიასაწარმობს შორის უნდა იქნას დადებული კომერციული ხელშეკრულება. ეს კომერციული ხელშეკრულება უნდა წარუდგინოს სათანადო საავიაციო ადმინისტრაციას შესათანხმებლად. მუხლი 9🔗 სერტიფიკატებისა და ლიცენზიების აღიარება მოწმობა ფრენის ვარგისიანობაზე, მოწმობა კვალიფიკაციაზე და ლიცენზიები, რომლებიც გაცემულია კანონიერად ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მიერ და რომლებსაც ვადა არ გასვრილია, უნდა იქნენ აღიარებული კანონიერად ხელშეკრულების მეორე მონაწილე მხარის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მარშრუტებისა და მომსახურების განხორციელებისას, იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნები, რომელთა მიხედვითაც იქნა გაცემული ეს სტანდარტებს, რომელთა დაწესებაც ხდება ან შეიძლება მოხდეს მომავალში კონვენციის შესაბამისად. მიუხედავად ამის ხელშეკრულების ყოველი მონაწილე მხარე ინარჩუნებს უფლებებს, არ სცნოს მის საკუთარ ტერიტორიაზე ფრენისათვის საჭირო კვალიფიკაციის მოწმობები, რომელსაც აქ ქვეყნის მოქალაქეებს აძლევს ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარე ან რომელიმე ქვეყანა. მუხლი 10🔗 საჰაერო ტრანსპორტის ტარიფები 1. ხელშეკრულების მონაწილე მხარეების მიერ შეთანხმებული მომსახურების განხორციელებისათვის დასაწესებელი ტარიფები უნდა იქნეს ზომიერი და ითვალისწინებდეს ყველა მნიშვნელოვან ფაქტორს, როგორიცაა მაგალითად ექსპლუატაციის ხარჯები, ზომიერი მოგება, მომსახურების მახასიათებლები და იმ ავიასაწარმოს რეგულარული საჰაერო გადაზიდვების ტარიფები, რომლებიც ფუნქციონირებენ ამ მარშრუტებზე ან მის მონაკვეთებზე. 2. ამ მუხლის პირველ პარაგრაფში მითითებული ტარიფები დადგენილი უნდა იქნეს შემდეგი წესების შესაბამისად: ა) იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარის დანიშნული ავიასაწარმოები არიან საერთაშორისო ავიასაწარმოების ასოციაციის წევრები, გააჩნიათ სატვირთო ტარიფების ნორმირების მექანიზმი და რეზოლუცია ტარიფების დადგენის შესახებ შეთანხმებულ მომსახურებასთან დაკავშირებით, მაშინ ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ ტარიფები უნდა იქნეს ერთმანეთთან შეთანხმებული ამ რეზოლუციის გათვალისწინებით; ბ) იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს რეზოლუცია ტარიფების დადგენის შესახებ შეთანხმებულ მომსახურებასთან დაკავშირებით და როდესაც ხელშეკრულების მონაწილე ერთ-ერთი ან ორივე ქვეყნის დანიშნული ავიასაწარმოები არა წარმოადგენენ ზემოთ (ა) პარაგრაფში მითითებული ავიასაწარმოების ასოციაციის წევრებს, მაშინ ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების დანიშნული ავიასაწარმოები ერთმანეთთან ათანხმებენ მომსახურებასთან დაკავშირებულ ტარიფებს; ც) ასეთნაირად შეთანხმებული ტარიფები უნდა წარედგინოს შესათანხმებლად ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების საავიაციო ადმინისტრაციებს მათი შემოღების ნავარაუდებ თარიღამდე მინიმუმ 30 დღით ადრე. ზემოთ ხსენებული ადმინისტრაციების თანხმობის შემთხვევაში შეიძლება იქნეს შემცირებული დროის ეს შეზღუდვა. დ) იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების დანიშნული ავიასაწრმოები ვერ თანხმდებიან ტარიფებზე ან როდესაც ხელშეკრულების მონაწილე მხარეს არ დაუნიშნია თავისი ავიასაწარმო შეთანხმებული მომსახურების შესასრულებლად ან როდესაც ამ მუხლის (ც) პარაგრაფში მითითებული 30 დღიანი პერიოდის პირველი 15 დღის განმავლობაში მონაწილე მხარის საავიაციო ადმინისტრაცია ატყობინებს მეორე მონაწილე მხარის საავიაციო ადმინისტრაციას თავისი უარყოფითი აზრის შესახებ ნებისმიერი ტარიფის გამო, რომელიც შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის ამ მუხლის (ა) და (ბ) პარაგრაფების შესაბამისად, მაშინ ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა საავიაციო ადმინისტრაციები უნდა შეეცადონ მიაღწიონ შეთანხმებას შესაფერისი ტარიფების დაწესების საკითხში. გარდა ამისა, ტარიფი არ შედის ძალაში, თუკი ხელშეკრულების მონაწილე ერთ-ერთი საავიაციო ადმინისტრაცია არ მოიწონებს მას; ე) იმ შემთხვევაში, თუ საავიაციო ადმინისტრაციები ვერ შეთანხმდებიან რომელიმე ტარიფზე, რომელიც წარმოდგენილია მათთვის რომელიმე ტარიფის განსაზღვრაზე ისე, როგორც მითითებულია ამ მუხლის „დ“ პარაგრაფში, მაშინ უნდა დაინიშნოს დებატები ამ ხელშეკრულების მე-14 მუხლის დებულების შესაბამისად. 3. ამ მუხლის დებულებათა შესაბამისად დადგენილი ტარიფები უნდა დარჩეს ძალაში მანამდე, სანამ არ იქნება დადგენილი ახალი ტარიფები. მუხლი 11🔗 ავიაციის უსაფრთხოება 1. საერთაშორისო სამართლის ნორმებიდან გამომდინარე ხელშეკრულების მონაწილე მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს შეადგენს მათი მოვალეობა დაიცვან უკანონო ქმედებებისაგან ერთმანეთის სამოქალაქო ავიაცია. არ ზღუდავენ რა თავის უფლება-მოვალეობებს, გამომდინარე საერთაშორისო სამართლიდან, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები მოქმედებენ შემდეგი კონვენციების დებულებების შესაბამისად - თვითმფრინავში ჩადენილი დანაშაული და სხვა ქმედებები, რომლებიც ხელმოწერილია ტოკიოში 1963 წლის 14 სექტემბერს, სავალდებულოა აგრეთვე დაცულ იქნეს კონვენცია თვითმფრინავის უკანონო ხელში ჩაგდების აღკვეთის შესახებ, რომელიც ხელმოწერილია ჰააგაში 1970 წლის 16 დეკემბერს და კონვენცია სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან ბრძოლა, რომელიც ხელმოწერილია მონრეალში 1971 წლის 23 სექტემბერს. 2. ხელშეკრულების მონაწილე მხარეებმა მოთხოვნისთანავე უნდა გაუწიონ ერთმანეთს ყოველგვარი აუცილებელი დახმარება, რათა თავიდან აიცილონ სამოქალაქო თვითმფრინავის უკანონოდ გატაცების ფაქტები და თვითმფრინავის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა უკანონო ქმედებები, აგრეთვე მათი მგზავრების და ეკიპაჟის, აეროპორტისა და საავიაციო ნაგებობების და სამოქალაქო ავიაციის სხვა სფეროების უსაფრთხოების მიმართ ჩადენილი ყველა მცდელობა. 3. მხარეებმა თავიანთ ურთიერთობაში უნდა იმოქმედონ ავიაციის უსაფრთხოების იმ დებულებათა შესაბამისად, რომლებიც დაწესებულია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და ჩამოყალიბებულია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის კონვენციის დამატებების სახით. ისინი ვრცელდება ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარეებზე; მათ უნდა მოსთხოვონ, მათ მიერ რეგისტრირებულ თვითმფრინავის ოპერატორებს ან თვითმფრინავის იმ ოპერატორებს, რომლებსაც თავიანთი ძირითადი საქმიანობის ადგილი ან (მუხლი 11🔗,) მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აქვთ მათ ტერიტორიაზე, აგრეთვე მათი აეროპორტის ოპერატორებს იმოქმედონ ავიაციის უსაფრთხოების ამ დებულებათა შესაბამისად. 4. ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარე ეთანხმება იმას, რომ თვითმფრინავის ზემოთ მითითებულ ოპერატორებმა უნდა დაიცვან ავიაციის უსაფრთხოების დებულებები, რომლებიც მითითებულია ზემოთ (ც) პარაგრაფში და რომლებიც აუცილებელია ხელშეკრულების მონაწილე მხარის ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლის და ამ ტერიტორიაზე ყოფნისათვის. ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარემ საკუთარ ტერიტორიაზე უნდა გაატაროს საჭირო ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია თვითმფრინავის დაცვისათვის და მგზავრების, ეკიპაჟის, გადასატანი საქონლის, ბარგის, ტვირთვის და თვითმფრინავის მარაგის ინსპექტირებისათვის ჩასხდომამდე ან თვითმფრინავის დატვირთვამდე. ხელშეკრულების ყოველმა მონაწილემ მხარემ დეტალურად უნდა განიხილოს მეორე მონაწილე მხარის ნებისმიერი მოთხოვნა უსაფრთხოების სათანადო საგანგებო ზომების გატარების შესახებ განსაკუთრებული საშიშროების შემთხვევაში. 5. ინციდენტის ან საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების მიზნით მუქარის არსებობის შემთხვევაში ან სხვა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების დროს, რომელიც ემუქრება ამ თვითმფრინავის, მათი მგზავრების ან ეკიპაჟის, აეროპორტების ან საჰაერო ნავიგაციის ნაგებობათა უსაფრთხოებას, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები უნდა დაეხმარონ ერთმანეთს კომუნიკაციებითა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებებით, რომლებიც გამიზნულია ასეთი ინციდენტის ან მუქარის სწრაფად და უსაფრთხოდ თავიდან ასაცილებლად. 6. როდესაც ხელშეკრულების მონაწილე მხარეს აქვს სათანადო საფუძველი, რომ ხელშეკრულების მეორე მონაწილე მხარემ დაარღვია ავიაციის უსაფრთხოების ამ მუხლის დებულებები, ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის საავიაციო ადმინისტრაციას შეუძლია დაუყოვნებლივ მოსთხოვოს ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის საავიაციო ადმინისტრაციას კონსულტაციების ჩატარება ამ საკითხთან დაკავშირებით. მუხლი 13🔗  სტატისტიკური მონაცემების მიწოდება ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარის საავიაციო ადმინისტრაციებმა მოთხოვნის შესაბამისად უნდა მიაწოდონ ერთმანეთს ისეთი ინფორმაცია და სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია ამ მონაწილე მხარეთა დანიშნული ავიასაწარმოების მიერ შეთანხმებულია სატრანსპორტო მომსახურებასთან მონაწილე მხარეთა ტერიტორიებს შორის. ეს ინფორმაცია წარდგენილი უნდა იყოს ისეთივე სახით, როგორითაც იგი შეიძლებოდა ყოფილიყო მომზადებული და წარდგენილი ამ დანიშნული ავიასაწარმოების მიერ საკუთარი სახელწმიფო საავიაციო ადმინისტრაციისათვის. ნებისმიერი დამატებითი სტატისტიკური საჰაერო მიმოსვლის მონაცემები, რომლებიც შეიძლება მოითხოვოს ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის საავიაციო ადმინისტრაციამ მეორე მხარის საავიაციო ადმინისტრაციისაგან, მოთხოვნისთანავე უნდა იქნეს განხილული და შეთანხმებული ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარის მიერ. მუხლი 13🔗 კონსულტაცია და ცვლილებები 1. ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარეს ან მათ საავიაციო ადმინისტრაციებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს მოითხოვონ კონსულტაცია ხელშეკრულების მეორე მონაწილე მხარესთან ან მის საავიაციო ადმინისტრაციასთან. 2. ასეთი სახის კონსულტაციები უნდა იქნეს ჩატარებული სამოცი (60) დღის განმავლობაში მოთხოვნის მიღების თარიღიდან. 3. ამ შეთანხმების ნებისმიერი შესწორება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ხელშეკრულების ორივე მონაწილე მხარე შეატყობინებს ერთმანეთს საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასა და ძალაში შესვლასთან დაკავშირებული კონსტიტუციური პროცედურების დასრულების შესახებ. 4. მიუხედავად მე-3 პარაგრაფის დებულებისა, ამ ხელშეკრულებისათვის დართული მარშრუტების განრიგის შესწორება შეიძლება იქნეს შეთანხმებული უშუალოდ ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა საავიაციო ადმინისტრაციებთან. ისინი შევლენ ძალაში მას შემდეგ, რაც მოხდება ამ ცვლილებების დადასტურება დიპლომატიური ნოტების გაცვლის გზით. მუხლი 14🔗 სადავო საკითხების მოგვარება 1. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს შორის წარმოიშვება რაიმე დავა ამ ხელშეკრულების ან მისი დანართის ინტერპრეტაციასთან  ან ქმედებასთან დაკავშირებით, მონაწილე მხარეებმა უპირველეს ყოვლისა უნდა სცადონ გადაჭრან იგი მოლაპარაკების გზით. 2. თუ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ვერ შესძლებენ სადაცო საკითხების მოგვარებას მოლაპარაკების გზით, მათ შეუძლიათ შეთანხმდნენ იმაზე, რომ გადასცენ იგი რჩევისათვის რომელიმე პირს ან ორგანიზაციას. 3. თუ ხელშეკრულების მონაწილე მხარეებ ვერ მიაღწევენ შეთანხმებას პირველი და მე-2 პარაგრაფების შესაბამისად, სადავო საკითხი უნდა გადაეცეს განსახილველად სამედიატორო სასამართლოს, რომელიც 3 არბიტრისაგან შედგება. თითო-თითო არბიტრი უნდა დანიშნოს ხელშეკრულების მონაწილე მხარეებმა, მოხო მესამე დანიშნულ უნდა იქნეს ამ ორი არბიტრის მიერ. ხელშეკრულების მონაწილე ყოველმა მხარემ უნდა დანიშნოს არბიტრი ორივე მონაწილე მხარის მიერ დიპლომატიური არხებით ურთიერთ შეტყობინების მიღების თარიღიდან ოცდაათი დღის განმავლობაში. თუ ხელშეკრულების მონაწილე ერთ-ერთი მხარე ვერ დანიშნავს თავის არბიტრს დადგენილი პერიოდის განმავლობაში, ამ შემთხვევაში საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტი ნიშნავს არბიტრს თუ იგი არის ერთ-ერთი მონაწილე მხარის მოქალაქე, მაშინ საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ან თუ ისიც არის ამავე მონაწილე მხარის მოქალაქე, მაშინ ის საბჭოს წევრი, რომელიც არ არის ამ ქვეყნის მოქალაქე (მუხლი 14🔗). გარდა ამისა, სამედიატორო სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს მესამე ქვეყნის მოქალაქე. 4. სამედიატორო სასამართლომ თვითონ უნდა განსაზღვროს თავისი პროცედურა და აირჩიოს სასამართლო ხარჯების განაწილება. 5. ხელშეკრულების მონაწილე მხარეები იღებენ თავის თავზე ვალდებულებას შეასრულონ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნება მოცემული მუხლის შესაბამისად. 6. იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მონაწილე მხარე არ ასრულებს ამ მუხლის მე-3 პარაგრაფის შესაბამისად მიღებულ გადაწყვეტილებას, ხელშეკრულებაში მონაწილე მეორე მხარეს შეუძლია შეზღუდოს, შეარჩიოს ან გააუქმოს ნებისმიერი უფლებები ან პრივილეგიები, რომლებიც მან მიანიჭა ამ ხელშეკრულების საფუძველზე ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარეს ან მის დანიშნულ ავიასაწარმოს. მუხლი 15🔗 მოქმედების შეწყვეტა ხელშეკრულების მონაწილე ნებისმიერ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს წერილობით შეატყობინოს მეორე მონაწილე მხარეს თავისი განზრახვის შესახებ შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, ამავე დროს ასეთი შეტყობინება უნდა გადაეცეს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას. ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედება უნდა შეწყდეს მეორე მონაწილე მხარი მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან თორმეტი თვის შემდეგ, თუ ამ პერიოდის გასვლამდე არ მოხდება შეტყობინების ანულირება შეთანხმების გზით. თუ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარე არ დაადასტურებს შეტყობინების მიღებას, მაშინ ის ჩაითვლება მიღებულად საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან თოთხმეტი დღის შემდეგ. მუხლი 16🔗 შესაბამისობა მრავალმხრივ კონვენციებთან იმ შემთხვევაში, თუ საერთო მრავალმხრივი საჰაერო ტრანსპორტის კონვენცია ან შეთანხმება ძალაში შევა ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარესთან მიმართებაში, მაშინ ამ ხელშეკრულებაში და მის დანართებში უნდა იქნეს შესწორებები შეტანილი, რათა ისინი შეესაბამოს ამ კონვენციის ან ხელშეკრულების დებულებებს. მუხლი 17🔗 რეგისტრაცია ეს ხელშეკრულება, მისი დანართები და მასთან დაკავშირებული ყველა შესწორებები უნდა იქნეს რეგისტრირებული საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში. მუხლი 18🔗 ძალაში შესვლა ეს ხელშეკრულება შედის ძალაში იმ დღიდან, როდესაც ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარე ერთმანეთს შეატყობინებს, რომ დაკმაყოფილებულია ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი კონსტიტუციური მოთხოვნები. მოცემულ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს წარმომადგენლებმა, რომლებიც აღჭურვილნი არიან სრული უფლებამოსილებით თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ. შესრულებულია 1371.10. 30/20.01.1993) ასლებით ინგლისურ, სპარსულ და ქართულ ენებზე. სამივე ეგზემპლარს აქვს თანაბარი ძალა. განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში სახელმძღვანელო ინგლისური ტექსტია. ირანის ისლამური რესპუბლიკის        საქართველოს რესპუბლიკის         მთავრობის სახელით                          მთავრობის სახელით დანართი მარშრუტის განრიგი სექცია 1: ირანის ისლამური რესპუბლიკის ავიასაწარმოების ან დანიშნული ავიასაწარმოს ფუნქციონირების მარშრუტები: მარშრუტი 1: პუნქტები ირანის ისლამურ რესპუბლიკაში - თბილისი სექცია 2: საქართველოს რესპუბლიკის ავიახაზების ან დანიშნული ავიახაზების ფუნქციონირების მარშრუტები მარშრუტი 1: პუნქტები საქართველოს რესპუბლიკაში - თეირანი შენიშვნა: შუალედური და დამატებითი პუნქტები შეიძლება იქნეს გამოყენებული იმის გათვალისწინებით, რომ ამ ორი ხელისუფლების მიერ ჩატარებული იქნება მოლაპარაკება იმ მხარეებთან, რომლებსაც ეს ეხებათ.