საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული ყოფილი კომპარტიის ორგანიზაციათა ქონებისა და ფულადი სახსრების რესპუბლიკური სალიკვიდაციო კომისიის ანგარიშის შესახებ

მიღების თარიღი 21.02.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №107
სარეგისტრაციო კოდი 000000090.02(0).000.000650 108
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 2, 28/02/1994
940 სიტყვა · ~5 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული ყოფილი კომპარტიის ორგანიზაციათა ქონებისა და ფულადი სახსრების რესპუბლიკური სალიკვიდაციო კომისიის ანგარიშის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №107 1994 წლის 21 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული ყოფილი კომპარტიის ორგანიზაციათა ქონებისა და ფულადი სახსრების რესპუბლიკური სალიკვიდაციო კომისიის ანგარიშის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი აღნიშნავს, რომ 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების, დარბევებისა და ხანძრების გამო ვერ მოხერხდა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული ყოფილი კომუნისტური პარტიის ორგანიზაციების ნაერთი სალიკვიდაციო ბუღალტრული ბალანსისა და ანგარიშის სრულყოფილი შედგენა. მრავალგზის მცდელობის მიუხედავად ზემოთ მოტანილი მიზეზების გამო დღემდე ვერ იქნა წარმოდგენილი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 28 ოქტომბრის დადგენილებით გათვალისწინებული მასალები ისეთი რეგიონებიდან, როგორიცაა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, სამაჩაბლო, ქალაქები რუსთავი, ფოთი, თბილისის ისნის, გლდანისა და საბურთალოს, ბოლნისის, ყვარლის, სენაკის, თეთრი წყაროს, წალკის, ჩხოროწყუს, ყაზბეგის, მარნეულისა და წალენჯიხის რაიონები. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1.დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული ყოფილი კომპარტიის ორგანიზაციათა ქონებისა და ფულადი სახსრების რესპუბლიკური სალიკვიდაციო კომისიის ანგარიში დანართის თანახმად. 2. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული ყოფილი კომპარტიის ორგანიზაციების ბალანსზე რიცხული ძირითადი ფონდები და სხვა მატერიალური ქონება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის განკარგულებების (29. 08.91 წ. №732გ, 17. 09. 90 წ. №769გ, 24. 09. 91წ. №№774გ -780გ, 27. 09. 91 წ. №794გ, 4. 10. 91 წ. №835გ და №837გ, 18. 10. 91 წ. №886გ, 30.10 91 წ. №805გ, 7. 11. 91 წ. №935გ და სხვა) საფუძველზე ბალანსიდან ბალანსზე გადაეცეთ საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებს, უწყებებსა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს. 3. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებულ ყოფილი კომპარტიის ორგანიზაციათა ქონებისა და ფულადი სახსრების რესპუბლიკურ სალიკვიდაციო კომისიას (გ. ერქომაიშვილი) ჩაირიცხოს საქართველოს რესპუბლიკის სპეციალიზებულ სახელმწიფო კომერციულ საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და სოციალური განვითარების ბანკის ქალაქ თბილისის საოპერაციო სამმართველოში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე (№ 001700586) რიცხული ფულადი სახსრების ნაშთი 762.487 (შვიდას სამოცდაორი ათას ოთხას ოთხმოცდაშვიდი) კუპონი საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავალში (კარი 12, პარაგრაფი 17), რის შემდეგაც დახუროს აღნიშნული ანგარიში, საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                                           ო. ფაცაცია საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული ყოფილი კომპარტიის ორგანიზაციათა ქონებისა და ფულადი სახსრების რესპუბლიკური სალიკვიდაციო კომისიის ანგარიში საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 28 ოქტომბრის №825 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებულ ყოფილ კომუნისტური პარტიის ორგანიზაციების ქონებისა და ფულადი სახსრების რესპუბლიკურ სალიკვიდაციო კომისიას ურთულეს პირობებში მოუწია თავისი მოვალეობის შესრულება. ადგილზე შექმნილმა სალიკვიდაციო კომისიებმა უმეტესწილად ვერ მოიკვლიეს საბუღალტრო დარბევის, ხანძრის ან სხვა სტიქიური უბედურების გამო განადგურდა. აღნიშნულის მიუხედავად სალიკვიდაციო კომისია საანგარიშო პერიოდში სისტემატურად ზრუნავდა მასალების შეგროვებისათვის. ამ მიზნით კომისიის წევრების ძალებით ხდებოდა ადგილებზე გასვლა და პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა. რესპუბლიკურმა სალიკვიდაციო კომისიამ თავისი ფუნქციონირების ადგილსამყოფელის (ტელეფონის ჩვენებით) და მოთხოვნების შესახებ, კრედიტორების მიმართ ორჯერ გამოაქვეყნა ინფორმაცია და განაცხადება 1991 წლის ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“. კომისიამ 200-ზე მეტი წერილი და დეპეშა გადაუგზავნა ადგილებზე ფუნქციონირებად კომისიებს, რომლებშიც მათ ეძლეოდათ განმარტებანი, მითითებანი და რეკომენდაციები საანგარიშო მასალების შედგენის თაობაზე. ამავე წერილობით რესპუბლიკური სალიკვიდაციო კომისია მათ სთხოვდა ზემოთ აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად წარმოედგინათ კომისიის ანგარიში და სალიკვიდაციო ბუღალტრული ბალანსი. ინტენსიური მცდელობისა და არაერთი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად დღემდე ვერ იქნა წარმოდგენილი მასალები რესპუბლიკის ისეთი რეგიონებიდან, როგორიცაა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, სამაჩაბლო, ქალაქები: რუსთავი, ფოთი, ქ. თბილისის ისნის, გლდანისა და საბურთალოს, ბოლნისის, ყვარლის, სენაკის, თეთრი წყაროს, წალკის, ჩხოროწყუს, მარნეულისა და წალენჯიხის რაიონები, სულ 16 ორგანიზაციიდან; რესპუბლიკურმა სალიკვიდაციო კომისიამ სამჯერ 13.08.82 წ, 27.05.93 წ, და 29.11.93 წ. წერილობით მოახსენა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს აღნიშნული მდგომარეობის შესახებ. იგი სთხოვდა დახმარებას და ბოლოს ნებართვას წარმოდგენილი მასალების საფუძველზე დაემთავრებინა კომისიას სალიკვიდაციო ანგარიშის შედგენა და სათანადო მასალების საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში წარდგენა. იმასთან დაკავშირებით, რომ თვით ყოფილი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის შენობაში არსებული საბუღალტრო და სხვა ანგარიშების მასალები თითქმის მთლიანად იქნა განლაგებული 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების დროს, აგრეთვე ზემოთ ჩამოთვლილი რეგიონების სალიკვიდაციო ბალანსებისა და ანგარიშების წარმოუდგენლობის გამო, შეუძლებელი გახდა რესპუბლიკური სალიკვიდაციო ბალანსის სრულყოფილი შედგენა. აღნიშნულის გამო წარმოდგენილი მასალა არ არის სრულყოფილი და ინფორმაციული ხასიათისაა. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული ყოფილი კომპარტიის ორგანიზაციების, მათ შორის ცენტრალური კომიტეტის ბალანსზე რიცხული ქონება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებების (29.08.91 წ. №732გ, 17.09.91 წ. №769გ, 24.09.91 წ. №774, №775გ, №776გ,  №777გ, №779 გ და №780გ, 27.09.91 წ. №794გ. 4. 10.91 №835 გ და №837გ, 18.10.91 წ. №886გ, 30.10.91 წ. №805გ, 7.11.91 წ. №935გ და ა.შ) საფუძველზე ბალანსიდან ბალანსზე გადაეცათ საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროების, უწყებებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს. 1991 წლის 28 ოქტომბრის მდგომარეობით, როცა გამოცხადდა ყოფილი კომპარტიის ორგანიზაციათა ლიკვიდაცია და შეიქმნა სალიკვიდაციო კომისია, ყოფილი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მიმდინარე ანგარიშზე ირიცხებოდა 478.516 მანეთი და 20 კაპიკი, რომელიც რესპუბლიკური სალიკვიდაციო კომისიის გადაწყვეტილებით ჩაირიცხა ბანკში გახსნილ № 001700586 სპეციალურ ანგარიშზე. რესპუბლიკური სალიკვიდაციო კომისიის წინადადებათა საფუძველზე რეგიონების სალიკვიდაციო კომისიებმა მოახდინეს ანგარიშსწორება კრედიტორებთან და მუშა-მოსამსახურეებთან მოქმედი წესის შესაბამისად. ვინაიდან ადგილობრივი სალიკვიდაციო კომისიების უმრავლესობას არ აღმოაჩნდათ ამისათვის სათანადო სახსრები, აღნიშნული ანგარიშსწორება განხორციელდა შესაბამისი ადგილობრივი ბიუჯეტების სახსრებიდან, რომელთაც უსასყიდლოდ ბალანსიდან ბალანსზე გადაეცათ ყოფილი კომპარტიის რაიონული თუ საქალაქო ორგანიზაციის ქონება. აღნიშნულმა თანხამ 1.263.0 ათასი მანეთი შეადგინა. მათივე ინფორმაციით ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ბალანსზე აღებულ იქნა 6.547.7 ათასი მანეთის ძირითადი ფონდები. ყოფილი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ანგარიშზე რიცხული თანხიდან (478.516,2 მან) 1992 წლის 16 იანვრის დადგენილი წესით გაიცა აღნიშნული კომიტეტის თანამშრომლებზე 1991 წლის აგვისტოს ხელფასები 136.331 მანეთის, ხოლო 1992 წლის 4 მარტს ორგანიზაციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ორი თვის ხელფასის კომპენსაცია - 185. 331 მანეთის ოდენობით, სულ 321.662 მანეთი. გარდა ამისა, მოქმედი წესის დაცვით, გადაირიცხა სოცდაზღვევის ანარიცხები 181 მანეთი და 60 კაპიკი. აგრეთვე მუშა-მოსამსახურეთა ხელფასიდან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი - 12, 244 მანეთი. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის შედეგად რესპუბლიკურმა სალიკვიდაციო კომისიამ მოახდინა სრული ანგარიშსწორება ყოფილი კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის თანამშრომლებთან, ბიუჯეტთან და კრედიტორებთან, რის შედეგადაც რესპუბლიკური სალიკვიდაციო კომისიის ანგარიშზე დარჩა 144.428 მანეთი. რესპუბლიკური სალიკვიდაციო კომისიის მითითებით ადგილობრივმა სალიკვიდაციო კომისიებმა ანალოგიურ ანგარიშსწორებათა დამთავრების შემდეგ ბანკების დაწესებულებებში გახსნილ სპეციალურ ანგარიშებზე დარჩენილი 615.644 მანეთი და 42 კაპ, აგრეთვე საწევრო ანარიცხები - 3699 მანეთი და 41 კაპ. გადმორიცხეს რესპუბლიკური სალიკვიდაციო კომისიის ანგარიშზე, ხოლო სპეცანგარიშები დახურეს. ამრიგად, დღეისათვის რესპუბლიკური სალიკვიდაციო კომისიის სპეციალურ ანგარიშზე ირიცხება 762.486,85 კუპონი, რომელიც ექვემდებარება საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ჩარიცხვას, ხოლო სპეცანგარიში - გაუქმებას. რეგიონალური სალიკვიდაციო კომისიებიდან წარმოდგენილი მასალები, აგრეთვე ყოფილი კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ზემოთ აღნიშნული გადარჩენილი საბუღალტრო დოკუმენტების ნაწილი იმყოფება რესპუბლიკური სალიკვიდაციო კომისიის განკარგულებაში, რომელიც ექვემდებარება ყოფილი კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივში ჩაბარებას.