აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ

მიღების თარიღი 04.01.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 000000430.02(0).000.000619 172
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1, 31/01/1994
105 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №1 1994 წლის 4 იანვარი ქ. თბილისი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა გაღრმავების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (ქ. ბაქო). 2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობათა კომიტეტს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთან სამინისტროსთან, სხვა შესაბამის სამინისტრო-უწყებებთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენელთან ერთად შეიმუშაოს და წარმოუდგინოს დასამტკიცებლად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს წინადადებანი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის აპარატის მუშაკთა რიცხოვნობის, შესანახი ხარჯებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                                   ო. ფაცაცია