თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი ეკონომიკა
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის

მინისტრთა კაბინეტის

დადგენილება №53

1994 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა გაღრმავების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობა თურქეთის რესპუბლიკაში.

2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან, სხვა შესაბამის სამინისტრო-უწყებებთან და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენლებთან ერთად შეიმუშაოს და დასამტკიცებლად წარმოუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს წინადადებანი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის აპარატის მუშაკთა რიცხოვნობის, შესანახი ხარჯებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ.

 

საქართველოს რესპუბლიკის

პრემიერ-მინისტრი                                                  ო. ფაცაცია


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6642987/