საქართველოს რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის დადებულ სამთავრობათაშორისო შეთანხმებათა დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.12.1993
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №925
სარეგისტრაციო კოდი 000000430.02(0).000.000608 172
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 12, 31/12/1993
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.12.1993 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის დადებულ სამთავრობათაშორისო შეთანხმებათა დამტკიცების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის
მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №925
1993 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის დადებულ სამთავრობათაშორისო შეთანხმებათა დამტკიცების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინიტროს წინადადება საქართველოს რესპუბლიკისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შემდეგი სამთავრობათაშორისო შეთანხმებათა დამტკიცების შესახებ:
- შეთანხმება შიდა ნაოსნობის შესახებ;
- შეთახმება საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ;
- შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე ომში დაღუპულ გერმანელთა საფლავების შესახებ;
2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობოს გერმანულ მხარეს ამ დადგენილების 1-ელ პუნქტში ჩამოთვლილ შეთანხმებათა ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დასრულების შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრი ო. ფაცაცია
შეთანხმება
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა,
ხელმძღვანელობენ სურვილით, რომ დაარეგულირონ და განავითარონ საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლა,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
ეს შეთანხმება არეგულირებს საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლით საქართველოს რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის მგზავრების გადაყვანასა და სატვირთო გადაზიდვებზე, ტრანზიტით ამ ქვეყნების გავლით იმ გადამზიდავების მიერ, რომლებსაც აქვთ თავიანთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე განახორციელონ ამგვარი გადაზიდვები.
მგზავრების გადაყვანა
მუხლი 2🔗
(1) მგზავრების გადაყვანა ამ შეთანხმებაში ნიშნავს ავტობუსებით მგზავრების და მათი ბარგის გადატანას საკუთარი ან მესამე პირების ხარჯით. შეთანხმება ასევე მოქმედებს მგზავრების გარეშე გარბენებზე, რომლებიც ამგვარ გადაზიდვებთანაა დაკავშირებული.
(2) ავტობუსად ითვლება ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც კონსტრუქციისა და აღჭურვილობის სახეობის შესაბამისად ვარგისია და განკუთვნილია არა ნაკლებ 9 ადამიანის გადასაყვანად (მძღოლის ჩათვლით).
მუხლი 3🔗
(1) რეგულარულ მიმოსვლად ითვლება დადგენილი მარშრუტის მიხედვით მგზავრების რეგულარული გადაყვანა, წინასწარ განსაზღვრული და გამოქვეყნებული მოძრაობის განრიგით, ტარიფებითა და გადაყვანის პირობებით, რომლის დროსაც მგზავრებს შეუძლიათ გაჩერების დადგენილ პუნქტებში ჩასხდომა და გადმოსვლა.
(2) ორმხრივი ან სატრანზიტო მიმოსვლისას რეგულარული გადაზიდვებისათვის საჭიროა მონაწილე მხარეების კომპეტენტური ორგანოების ნებართვა. ნებართვა გაიცემა ორმხრივი თანხმობის საფუძველზე ხელშეკრულების შესაბამისი მონაწილე მხარის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად. ნებართვა გაიცემა ხუთი წლის ვადით. იგი ასევე მოქმედებს იმ მიმოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება, როგორც რეგულარული მიმოსვლა.
(3) მარშრუტის, გაჩერების პუნქტების, მოძრაობის განრიგის, ტარიფებისა და გადაყვანის პირობების შეცვლა მოითხოვს წინასწარ შეთანხმებას შესაბამისი მონაწილე მხარის კომპეტენტურ ორგანოებთან. ეს ასევე მოქმედებს მიმოსვლის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
(4) განაცხადები რეგულარული მიმოსვლის გახსნაზე, აგრეთვე განაცხადები მე-3 აბზაცის შესაბამისად, წარედგინება იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, რომელშიც გადამზიდავს აქვს თავისი ადგილსამყოფელი. განაცხადები, ამავე გადამზიდავს აქვს თავისი ადგილსამყოფელი. განაცხადები, ამავე სახელმწიფო ტრანსპორტის სამინისტროს თვალსაზრისთან ერთად, ეგზავნება უშუალოდ მეორე სახელმწიფოს ტრასპორტის სამინისტროს.
(5) განაცხადები მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად უნდა შეიცავდნენ, კერძოდ, შემდეგ მონაცემებს:
1. გადამზიდავის გვარი და სახელი ან ფირმის დასახელება, აგრეთვე მისი ზუსტი მისამართი;
2. მიმოსვლის სახეობა;
3. მოქმედების დანიშნული ვადა;
4. ექსპლუატაციის პერიოდი და რეისების რიცხვი (მაგ. ყოველდღიური, ყოველკვირეული);
5. მოძრაობის განრიგი;
6. ზუსტი მარშრუტი (გაჩერების პუნქტები მგზავრთა ჩასხდომისა და გადმოსვლისათვის), გაჩერების სხვა პუნქტები (საზღვრის გადაკვეთის პუნქტები);
7. ხაზის სიგრძე კილომეტრებში: რეისი იქით/რეისი უკან;
8. დღიური მონაკვეთის სიგრძე;
9. მძღოლის საჭესთან ყოფნისა და დასვენების პერიოდები;
9. მძღოლის საჭესთან ყოფნისა და დასვენების პერიოდები;
10. საექსპლუატაციო ავტობუსების საჯდომი ადგილების რაოდენობა;
11. გადაყვანის ღირებულება და პირობები (ტარიფები).
მუხლი 4🔗
(1) ქანქარისებურად ითვლება მიმოსვლა, რომლის დროსაც წინასწარი ფორმირებული მგზავრთა ჯგუფი რამდენიმე რეისით გადაიყვანება პირდაპირი და უკუმიმართულებით გამგზავრების ერთი და იგივე რეგიონიდან დანიშნულების ერთიდაიგივე რეგიონამდე. ეს ჯგუფები, შემდგარი იმ მგზავრებისაგან, რომლებიც განახორციელეს რეისი პირდაპირი მიმართულებით, უკან გადაიყვანებიან გამგზავრების ადგილზე ერთ-ერთი მომდევნო რეისით. გამგზავრების რეგიონისა და დანიშნულების რეგიონის მცნებების ქვეშ იგულისხმება მგზავრობის საწყისი პუნქტი და დანიშნულების პუნქტი, ასევე პუნქტები, რომლებიც განლაგებული არიან 50 კმ. რადიუსის მქონე წრეში. გადაყვანის მომსახურებასთან ერთად გადაყვანაში ჩართული უნდა იყოს მგზავრთა ჯგუფების განთავსება კვებით ან მის გარეშე დანიშნულების პუნქტებში და აუცილებლობის შემთხვევაში თვით გადაყვანის დროსაც. პირველი რეისი უკუმიმართულებით და ბოლო რეისი პირდაპირი მიმართულებით უნდა შესრულდეს მგზავრების გარეშე.
(2) იმ შემთხვევაში, თუ მგზავრები, 1-ლ პუნქტში აღნიშნული პირობებისაგან განსხვავებით, ასრულებენ რეისს უკუმიმართულებით სხვა ჯგუფების შემადგენლობაში შესაბამისი მონაწილე მხარის ან შესაბამისი მონაწილე მხარეების კომპეტენტური ორგანოების ნებართვით, მაშინ ეს არ მოქმედებს იმის განსაზღვრაზე, წარმოადგენს თუ არა მიმოსვლა ქანქარისებურს.
(3) ქანქარისებური მიმოსვლის შესრულებისათვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროა მეორე სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს ნებართვა. განაცხადი ნებართვის გაცემაზე საჭიროა უშუალოდ წარედგინოს მეორე სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მიმოსვლის გახსნამდე 60 დღით ადრე.
(4) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტში მოყვანილ მონაცემებთან ერთად ქანქარისებურ მიმოსვლაზე ნებართვის გაცემის განაცხადი მე-3 პუნქტის თანახმად უნდა შეიცავდეს რეისების შესრულების თარიღებს, რეისების რაოდენობას და მონაცემებს. პუნქტის (ების) და სასტუმროების ან სხვა ობიექტების შესახებ, რომლებშიც უნდა განთავსდნენ მგზავრები მათი იქ ყოფნის პერიოდში, ასევე იქ ყოფნის ხანგრძლივობის შესახებ.
(5) მხარეების მიერ მე-14 მუხლის თანახმად ჩამოყალიბებული შერეული კომისია შეათანხმებს ქანქარისებური გადაყვანების შესრულებაზე ნებართვების გაცემის პროცედურების პრინციპებს, ნებართვების ფორმულირებს, ასევე კომპეტენტურ ორგანოებს.
(6) პირველი პუნქტის შესაბამისად ქანქარისებური გადაზიდვის შესრულებისას გადამზიდავებმა თან უნდა იქონიონ მგზავრების სია, რომელზეც მეორე სახელწიფოს ტერიტორიაზე შესვლისას უნდა დაედოს ამ სახელმწიფოს სასაზღვრო ორგანოების შტამპი.
მუხლი 5🔗
(1) არარეგულარულად ითვლება მიმოსვლა, რომელიც არ არის არც რეგულარული მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის და არც ქანქარისებური მე-4 მუხლის მიხედვით.
(2) არარეგულარული გადაყვანები ორმხრივი ან ტრანზიტული მიმოსვლისას არ საჭიროებს ნებართვას იმ შემთხვევაში, თუ საკითხი ეხება:
ა) რეისებს, განხორციელებულს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც გადაყავს მგზავრთა ერთი და იგივე ჯგუფი მთელი მარშრუტის განმავლობაში მათი გამგზავრების საწყის პუნქტში მიყვანით (წრიული რეისები დახურული კარებით).
ბ) მიმოსვლას, რომლის დროსაც მგზავრობა პირდაპირი მიმართულებით სრულდება მგზავრობის ჩასხდომით, ხოლო მგზავრობა უკუმიმართულებით მგზავრების გარეშე, ან
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების შესვლას მგზავრების გარეშე, იმავე გადამზიდავის მიერ ადრე გადაყვანილი მგზავრების ჩასხდომისა და გამგზავრების პუნქტში მათი უკან გადაყვანის მიზნით.
(3) არარეგულარული გადაყვანისას აკრძალულია მგზავრების ჩასხდომა ან გადმოსვლა, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო აძლევს ამის ნებართვას.
(4) არარეგულარული მიმოსვლა, რომელიც არ შეესაბამება მე-2 პუნქტში მოცემულ პირობებს, ყველა შემთხვევაში საჭიროებს მეორე სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს ნებართვას. განცხადება ნებართვის გაცემაზე აუცილებლად უნდა გაეგზავნოს უშუალოდ მეორე სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს არაუგვიანეს ექვსი კვირისა მიმოსვლის გახსნამდე.
(5) განაცხადები მე-4 პუნქტის თანახმად უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
1. გადამზიდავის გვარი და სახელი ან ფირმის დასახელება, აგრეთვე მისი ზუსტი მისამართი, ასევე აუცილებლობის შემთხვევაში ტურის ორგანიზატორის დასახელება, რომელმაც მისცა სატრანსპორტო დავალება;
2. სახელმწიფო, რომელშიც ყალიბდება მგზავრობის ჯგუფი;
3. რეისის საწყისი დანიშნულების პუნქტები;
4. სვლაგეზი, საზღვრის გადაკვეთის პუნქტების ჩვენებით;
5. პირდაპირი და უკუმიმართულებით მგზავრების თარიღები;
6. მძღოლის საჭესთან ყოფნისა და დასვენების პერიოდები;
7. საექსპლუატაციო ავტობუსებში დასაჯდომი ადგილების რაოდენობა, სარეგისტრაციო და განმასხვავებელი ნიშნები.
(6) საკონტროლო დოკუმენტები არარეგულარული მიმოსვლისათვის, რომლებიც მე-2 პუნქტის თანახმად არ საჭიროებს ნებართვებს, შეთანხმებული უნდა იქნეს მე-14 პუნქტის შესაბამისად დაფუძნებული შერეული კომისიის ფარგლებში.
მუხლი 6🔗
ნებართვებით, რომლებიც გაცემულია მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის შესაბამისად, უფლება აქვთ ისარგებლონ იმ გადამზიდავებმა, ვისზეც ისინი არიან გაცემული. მათი სხვა გადამზიდავებზე გადაცემა აკრძალულია. არარეგულარული მიმოსვლის შემთხვევაში აკრძალულია მათი გამოყენება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც არ არიან აღნიშნული ნებართვაში.
რეგულარული გადაზიდვების ფარგლებში, გადამზიდავს, რომელზეც გაცემულია ნებართვა ხელშეკრულების საფუძველზე, შეუძლია ისარგებლოს ორივე სახელმწიფოს გადამზიდავებით. სახელშეკრულებო გადამზიდავები ნებართვაში არ იქმნებიან მითითებული, მაგრამ მათ ჰქონდათ ამ ნებართვის დამოწმებული ასლი.
სატვირთო მიმოსვლა
მუსლი 7
იმ სახელმწიფოს, სადაც რეგისტრირებულია საექსპლუატაციო ავტოსატრანსპორტო საშუალება, და მეორე სახელმწიფოს შორის გადაზიდვების განხორციელებისათვის (ორმხრივი მიმოსვლა, ასევე ტრანზიტით მეორე სახელმწიფოს ტერიტორიის გადაკვეთისას სატვირთო საავტომობილო მიმოსვლის ფარგლებში აუცილებელია ამ სახელმწიფოს ნებართვა.
მუხლი 8🔗
(1) ნებართვა ეძლევა გადამზიდავს. ის ძალაშია მხოლოდ მისთვის და მისი სხვაზე გადაცემა აკრძალულია.
(2) ნებართვა აუცილებელია თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე და თითოეულ საწევარზე. იგი ძალაშია ერთდროულად მის მიერ ბუქსირებული მისაბმელისათვის ან ნახევარმისაბმელისათვის მისი რეგისტრაციის ადგილისაგან დამოუკიდებლად.
(3) ორმხრივი ან ტრანზიტული მიმოსვლის დროს ერთი ნებართვა ძალაშია რეისების ნებისმიერი რიცხვისათვის დადგენილი პერიოდის განმავლობაში (დროებითი ნებართვა) ან ერთი ან რამდენიმე რეისისათვის პირდაპირი და უკუმიმართულებით ნებართვაში მითითებული პერიოდის განმავლობაში (სარეისო ნებართვა).
(4) გადაზიდვა მეორე სახელმწიფოსა და მესამე სახელმწიფოს შორის ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაზიდვა ხორციელდება ჩვეულებრივი სამოძრაო გზით იმ სახელმწიფო ტერიტორიაზე, სადაც რეგისტრირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალება, ან თუ ამის შესახებ გაცემულია განსაკუთრებული ნებართვა.
(5) ნებართვა არ იძლევა გადაზიდვების შესრულების უფლებას მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე განლაგებულ ორ პუნქტს შორის.
(6) ამ შეთანხმებით გათვალისწინებული სატვირთო მიმოსვლისათვის აუცილებელია გადაზიდვების დოკუმენტები, რომელთა ფორმა უნდა შეესაბამებოდეს იმ ნიმუშს, რომელიც მიღებულია საერთაშორისო მასშტაბით.
მუხლი 9🔗
(1) ნებართვას არ საჭიროებს გადაზიდვები:
1. ის საგნებისა და მასალების, რომლებიც განკუთვნილი არიან რეკლამისათვის ან სწავლებისათვის (მაგალითად, ტვირთები გამოფენებისა და ბაზრობებისათვის), რომლებიც მიემართებიან ორმხრივი და ტრანზიტული მიმოსვლით;
2. ტვირთისა და აღჭურვილობისა, რომლებიც განკუთვნილია თეატრალური, მუსიკალური, კინო და საცირკო წარმოდგენებისათვის, მათი ჩატარების ადგილიდან ან ადგილამდე, აგრეთვე რადიოგადაცემების, კინოგადაღებების ან ტელეგადაცემების ჩატარების ადგილამდე ან ადგილიდან, რომლებიც მიემართებიან ორმხრივი და ტრანზიტული მიმოსვლით;
3. დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა (უან გადატანა);
4. მიცვალებულების;
5. მედიკამენტების, სამედიცინო ინსტრუმენტების და მოწყობილობების, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების დახმარების აღმოჩენისათვის განკუთვნილი ტვირთების (კერძოდ, სტიქიური უბედურების შემთხვევაში).
(2) შერეულ კომისიას, მე-14 მუხლის თანახმად, შეუძლია გაათავისუფლოს ნებართვის მიღების ვალდებულებისაგან სხვა სახის გადაზიდვებიც.
მუხლი 10🔗
(1) ნებართვას, რომელიც აუცილებელია საქართველოს რესპუბლიკის გადამზიდავებისათვის, იძლევა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრანსპორტის ფედერალური სამინისტრო და გასცემს საქართველოს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები.
(2) ნებართვას, რომელიც აუცილებელია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გადამზიდავებისათვის, იძლევა საქართველოს რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტრო და გასცემს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრანსპორტის ფედერალური სამინიტრო ან მი მიერ უფლებამოსილი უწყებები.
მუხლი 11🔗
შერეული კომისია ამ შეთანხმების მე-14 მუხლის თანახმად შეათანხმებს თითოეული სახელმწიფოსათვის ყოველწლიურად გასაცემი ნებართვის აუცილებელ რაოდენობას, საგარეო ვაჭრობისა და სატრანზიტო მიმოსვლის გათვალისწინებით.
აუცილებლობის შემთხვევაში ნებართვების შეთანხმებული რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს მხარეების შეთანხმების საფუძველზე.
ნებართვის შინაარსი და ფორმა შეთანხმებული იქნება შერეულ კომისიასთან მე-14 მუხლის შესაბამისად.
ერთობლივი გადაწყვეტილებანი
მუხლი 12🔗
ნებართვები, საკონტროლო ან გადაზიდვებისათვის საჭირო სხვა დოკუმენტები მძღოლთან უნდა იყოს ყველა იმ მგზავრობის დროს, რომლებიც ამ შეთახმებას ექვემდებარება და შემოწმების მიზნით წარედგინება კომპეტენტური მაკონტროლირებელი ორგანოების წარმომადგენლებს მათი მოთხოვნით.
მუხლი 13🔗
(1) გადამზიდავები ვალდებული არიან დაიცვან მეორე სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც შეეხება მოძრაობას და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, აგრეთვე იქ მოქმედი საბაჟო განაწესი.
(2) გადამზიდავის ან მისი მძღოლების მიერ მეორე სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობისა და ამ შეთანხმების დებულებების სერიოზული ან განმეორებით დარღვევის შემთხვევაში იმ სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოები, სადაც რეგისტრირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალება, იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების თხოვნით, სადაც დარღვევას ჰქონდა ადგილი, გაატარებს ერთ-ერთ შემდეგ ღონისძიებას:
ა) მიმართავს შესაბამის გადამზიდავს მოწოდებით, რომ დაიცვას მოქმედი წესები (გაფრთხილება);
ბ) დროებით გამორიცხავს მას მოძრაობიდან;
გ) შესაბამი გადამზიდავს შეუწყვეტს ნებართვის გაცემას, ან გააუქმებს უკვე გაცემულ ნებართვას იმ დავით, რომლითაც მეორე სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ შეაჩერა გადამზიდავის მოძრაობა.
(3) ბ) ქვეპუნქტში აღნიშნული ღონისძიება შეიძლება გაატაროს იმ სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ, რომლის ტერიტორიაზეც დარღვევას ჰქონდა ადგილი.
(4) ორივე სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები შეატყობინებენ ერთმანეთს მიღებული ზომების თაობაზე პირადული მონაცემების დაცვის შესახებ თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 14🔗
ტრანსპორტის სამინისტროების წარმომადგენლები აყალიბებენ შერეულ კომისიას, რომელიც შეიკრიბება ერთ-ერთი მხარის თხოვნით იმისათვის, რომ უზრუნველყოს ამ შეთანხმების სათანადო შესრულება, აუცილებლობის შემთხვევაში შერეული კომისია სხვა კომპეტენტური ორგანოების მონაწილეობით შეიმუშავებს წინადადებებს ტრანსპორტის სფეროს განვითარებასთან და სამართლებრივი ნორმების ცვლილებებთან ამ შეთანხმების შესაბამისობაში მოყვანის შესახებ.
მუხლი 15🔗
მხარეები შეატყობინებენ ერთმანეთს მე-3, მე-4, მე-5, მე-10, მე-11 და მე-13 მუხლებში აღნიშნული კომპეტენტური ორგანების შესახებ.
მუხლი 16🔗
თუ ცნობები ფიზიკური პირების შესახებ გადაიცემა ამ შეთახმების საფუძველზე შიდასახელმწიფოებრივი სამართლის თანახმად, მოქმედებს შემდეგი დებულებები:
1. მიმღებს შეუძლია გამოიყენოს ეს ცნობები ფიზიკური პირების შესახებ მხოლოდ აღნიშნული მიზნით და მათი გადამცემი ორგანოს მიერ განსაზღვრულ პირობებში;
2. მოთხოვნის მიხედვით მიმღები ატყობინებს გადამცემ ორგანოს მათი გამოყენებისა და მიღწეული შედეგების შესახებ;
3. ცნობები ფიზიკური პირების შესახებ შეიძლება გადაეცეს მხოლოდ სასამართლო ორგანოებს. შემდგომი გადაცემა სხვა ორგანოებისათვის ნებადართულია მხოლოდ ამ ცნობების გადამცემი ორგანოს წინასწარი თანხმობით;
4. გადამცემი ორგანო ვალდებულია თვალყური ადევნოს გადასაცემი ცნობების სისწორეს, აგრეთვე მათი გადაცემის აუცილებლობას და აღნიშნულ მიზანთან შესაბამისობას, ამასთან დაცული უნდა იყოს ის აკრძალვები ფიზიკური პირების შესახებ ცნობების გადაცემის თაობაზე, რომლებიც მოქმედებენ შეთანხმების მონაწილე მხარეების თითოეული ქვეყნის შინაგანი კანონმდებლობის შესაბამისად. თუ გაირკვევა, რომ გადაცემულია არასწორი ან აკრძალული ცნობები, მაშინ ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მიმღებს, რომელიც ვალდებულია შეასწოროს ა გაანადგუროს ცნობები.
5. შესაბამის პირს, მისი თხოვნით ინფორმაცია მის შესახებ არსებული ცნობების თაობაზე, აგრეთვე ინფორმაცია მათი გამოყენების მიზნების შესახებ. ინფორმაცია შეიძლება არ გაიცეს, თუ აღმოჩნდება, რომ სახელმწიფოს ინტერესები ინფორმაციის გაცემის შემთხვევაში უარის თქმის დროს აღემატება შესაბამისი პირის ინტერესები შესაბამისი პირის უფლება, დაკავშირებული ასეთ ინფორმაციასთან, განისაზღვრება ქვეყნის შინაგანი კანონმდებლობით.
6. ინფორმაციის გადაცემისას გადამცემი ორგანო შინაგანი კანონმდებლობის შესაბამისად მიუთითებს მათი შენახვის ვადებს, რომელთა გასვლის შემდეგ ცნობები განადგურებულ უნდა იქნეს ამ ვადებისაგან დამოუკიდებლად გადაცემული ცნობები ფიზიკური პირების შესახებ ექვემდებარება განადგურებას მას შემდეგ, რაც ისინი აღარ იქმნებიან აუცილებელნი.
7. მონაწილე მხარეების ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ შეთანხმების შესრულებას, ვალდებულნი არიან დოკუმენტალურად დააფიქსირონ გადაცემა და მიღება ცნობებისა, რომლებიც ფიზიკურ პირებს ეხება, დაიცვან ფიზიკური პირების შესახებ ცნობების გადაცემა არამართლზომიერი ხელყოფისაგან, მათში ცვლილებების შეტანისა და აგრეთვე გამოქვეყნებისაგან.
მუხლი 17🔗
ამ შეთანხმების უფლებები და ვალდებულებები არ ეხება შეთანხმების მონაწილე მხარეების იმ უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს მათ მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, მათ შორის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვალდებულებებიდან, გამომდინარე მისი ევროგაერთიანების წევრობიდან.
მუხლი 18🔗
(1) ეს შეთანხმება ძალაში შედის იმ დღიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ, როდესაც შეთანხმების მონაწილე მხარეები ნოტებით შეატყობინებენ ერთმანეთს, რომ შესრულებულია შიდასახელმწიფოებრივი წინაპირობები ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად.
(2) შეთანხმება მოქმედებს იმ დრომდე, სანამ ერთ-ერთი მონაწილე მხარე წერილობით არ შეატყობინებს მეორეს თავისი სურვილის შესახებ შეწყვიტოს მისი მოქმედება. ამ შემთხვევაში შეთანხმება წყვეტს თავის მოქმედებას შეთანხმების მეორე მონაწილე მხარის მიერ მისი დარღვევის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 6 თვის შემდეგ
შესრულებულია ქ. ბონში 1993 წლის 25 ივნისს ორ ეგზემპლარად, ქართულ და გერმანულ ენებზე, ამასთან ორივე ტექსტს აქვს ერთნაირი ძალა.
საქართველოს რესპუბლიკის გერმანიის
ფედერალური მთავრობის სახელით რესპუბლიკის მთავრობის სახელით
შეთანხმება
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის
საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე ომში დაღუპულ გერმანელთა საფლავების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა
რომლებსაც სურთ საბოლოოდ მოაგვარონ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე ომში დაღუპულ გერმანელთა საფლავების საკითხი;
ესწრაფვიან ამ საფლავების შენარჩუნებასა და სათანადო მოვლას და არსებული ჰუმანიტარული საერთაშორისო სამართლის დებულებების შესაბამისად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საბჭოთა კავშირის სოციალისტურ რეპუბლიკებს შორის კეთილმეზობლური, პარტნიორული ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესახებ 1990 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულების მე-18 მუხლის გათვალისწინებით,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
ამ შეთანხმებაში მოცემული ცნებების მნიშვნელობა:
a) „ომში დაღუპული გერმანელები“:
- გერმანიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები;
- გერმანიის სამართლის ნორმების თანახმად მათთან გათანაბრებული პირები;
- გერმანიის მოქალაქეობის მქონე სხვა პირები, რომლებიც გარდაიცვალნენ 1914-1918 ან 1939-1945 წლებში მიმდინარე ომის დროს ან მათი დეპორტაციის შემდეგ.
b) „ომში დაღუპულ გერმანელთა საფლავები“:
ომში დაღუპულ გერმანელთა საფლავები, რომლებიც მდებარეობენ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
c) „ომში დაღუპულ გერმანელთა სასაფლაოები“;
სასაფლაოები ან სასაფლაოთა ნაწილები, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებობენ ან რომლებიც იძებნება ან ახლად გაიხსნება და რომლებზედაც დაკრძალულნი არიან ომში დაღუპული გერმანელები.
მუხლი 2🔗
1) საქართველო რესპუბლიკის მთავრობა თავის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს ომში დაღუპულ გერმანელთა საფლავების დაცვას და მუდმივი განსვენების უფლებას, აგრეთვე არ დაუშვებს ომში დაღუპულ გერმანელთა სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე ისეთი ნაგებობების განლაგებას, რომლებიც ამ სასაფლაოების ღირსებისათვის შეუთავსებელი იქნება.
2) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა უფლებამოსილია, მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებით, თავისი ხარჯებით აწარმოოს ომში დაღუპულ გერმანელთა საფლავებისა და სასაფლაოების მოწყობა, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობენ.
მუხლი 3🔗
1) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა წარსულსა და მომავალში უფასოდ და განუსაზღვრელი ვადით გადასცემს სარგებლობისათვის იმ ტერიტორია, რომელიც წარმოადგენდა ომში დაღუპულ გერმანელთა სასაფლაოს, როგორც ომში დაღუპულ გერმანელთა სამუდამო განსასვენებელს.
2) საკუთრების უფლებებს ეს შეთანხმება არ ეხება. ომში დაღუპულ გერმანელთა სასაფლაოებად გამოყენებული ტერიტორიის საზღვრების აუცილებლობით გამოწვეული ცვლილებები უნდა გაირკვეს მხარეებ ან მათ მიერ დასახელებულ ინსტანციებს შორის ურთიერთ თანხმობის საფუძველზე. თუ ორივე მხარის თანხმობით ტერიტორია მთლიანად ან ნაწილობრივ აღარ გამოიყენება გათვალისწინებული მიზნებისათვის, ასეთ შემთხვევაში გერმანიის მთავრობა კარგავს სარგებლობის უფლებას.
3) თუ ტერიტორია 1 პუნქტის მიხედვით იძულებით საზოგადოებრივი მიზეზების გამო სხვა დანიშნულებისათვის გახდება საჭირო, ამ შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა სანაცვლოდ გამოყოფს სხვა ტერიტორიას და გაიღებს ხარჯებს მიცვალებულთა გადასვენებისა და ახალი სასაფლაოების მოწყობისათვის. ახალი ტერიტორიის შერჩევა, მისი მოწყობა და გადასვენება მოხდება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 4🔗
1) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა, შესაბამისი გეგმის წარდგინების შემდეგ, რომელიც არ ითვალისწინებს მისი მხრიდან ხარჯების გაწევას, ნებას რთავს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას თავი მოუყაროს ომში დაღუპულ გერმანელთა იმ საფლავებს, რომელთა გადასვენებასაც საჭიროდ მიიჩნევს გერმანის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა. ომში დაღუპულ გერმანელთა საფლავიდან ამოსვენება უნდა აწარმოონ გერმანიის მხრიდან დასახლებულმა პირებმა და ორგანიზაციებმა.
2) ომში დაღუპულ გერმანელთა გადასვენების თითოეული შემთხვევისათვის უნდა შედგე სათანადო ოქმი, რომელშიც აღნიშნული იქნება საფლავების ძველი და ახალი ადგილი, მონაცემები პიროვნების შესახებ, ამოსაცნობი ნიშანი წარწერით და პიროვნების იდენტიფიცირების სხვა განსაკუთრებული ნიშნები.
3) თუკი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ომში დაღუპული გერმანელთა საფლავები დროთა განმავლობაში ინფრასტრუქტურული ცვლილებების გამო მიტოვებულია და იქ გერმანელი მიცვალებულების დაცვა შეუძლებელია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ნებას რთავს გერმანელ მხარეს სათანადო გაცხადების საფუძველზე აღმართოს ყოფილ სასაფლაოებზე სადა და შესაფერისი ფორმის მემორიალი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ამისათვის უზრუნველყოფს შესაფერის ადგილის გამოყოფას.
4) თუ ომში დაღუპულ გერმანელთა სასაფლაოზე საბოლოო დაკრძალვისათვის საჭირო იქნება ომში დაღუპულთა იმ ნეშთების დროებითი დაკრძალვა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იქნა ნაპოვნი, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა მიიღებს შესაბამის ზომებს მათი დროებითი დაკრძალვისა და წესისამებრ სასაფლაოების შესაფერისი გაფორმებისათვის.
მუხლი 5🔗
რამდენადაც ომში დაღუპულ გერმანელთა სასაფლაოებზე გერმანელთა საფლავების გვერდით სხვა სახელმწიფოების დაღუპულთა სასაფლაოებიც იმყოფება, სასაფლაოების დაცვისა და მოვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ეს ფაქტი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული.
მუხლი 6🔗
1) საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ომში დაღუპულ გერმანელთა ნეშთის გადასვენება მოითხოვს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის თანხმობას. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა გადასვენების ნებას რთავს მხოლოდ ამ თანხმობის წარდგენის შემთხვევაში.
2) გერმანიის რესპუბლიკის მთავრობის თანხმობას მოითხოვენ აგრეთვე ის განცხადებებიც საქართველოს რესპუბლიკის მთავრობისადმი, რომელთა მიზანია ომში დაღუპულ გერმანელთა გადასვენება მესამე ქვეყანაში.
3) ომში დაღუპულ გერმანელთა ნეშთის უცხოეთში გადასვენებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯებს გაიღებს განმცხადებელი მხარე.
4) ომში დაღუპულ გერმანელთა ნეშთის ამოსვენებას შეიძლება დაესწრონ ორივე სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლები.
მუხლი 7🔗
1) გერმანიის მხარის მიერ ამ შეთანხმებიდან გამომდინარე ღონისძიებების ტექნიკურ განხორციელებას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა ავალებს ორგანიზაციას: Volksbund Deutsche Kriegsgraberfursorge e. V. (შემდგომში წოდებული Volksbund - ფოლკსბუნდი).
2) იმ შემთხევაში, თუ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას სურს ამ სამუშაოების ჩატარება სხვა ორგანიზაციას დაავალოს, ეს საკითხი გადაწყდება მთავრობებს შორის შეთახმების საფუძველზე.
მუხლი 8🔗
1) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა Volksbund-ს აღმოუჩენს ყოველგვარ შესაძლებელ დახმარებას, განსაკუთრებით კი ეს ეხება დაშვებას ყველა იმ უწყებასა და დაწესებულებებში, რომლებიც ამჟამად დაცულია ან მომავალში იქნება დაცული დოკუმენტაცია ომში დაღუპულ გერმანელთა საფლავებისა და გარდაცვლილ ჯარისკაცთა შესახებ. სხვა შეთანხმებები და მოლაპარაკებები უცვლელი რჩება.
2) ამ ღონისძიებების განხორციელების მიზნით Volksbund-ს შეუძლია საქართველოს რესპუბლიკაში წარგზავნოს წარმომადგენლები, სპეციალისტები და სხვა პერსონალი.
მუხლი 9🔗
1) ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად Volksbund-ი შეძლებისდაგვარად იყენებენ ადგილობრივ სამუშაო ძალას და მასალას სათანადო თამნხლები მოწყობილობით თავისუფალი კონკურენციის პირობების შესაბამისად.
2) Volksbund-ს შეუძლია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკადა ან ევროპის გაერთიანების სხვა რომელიმე ქვეყნიდან საქართველო რესპუბლიკაში შეიტანოს და უკან გაიტანოს ის მოწყობილობა, სატრანსპორტო საშუალებები და მასალები სათანადო მოწყობილობით, რომლებიც საჭიროა ამ ხელშეკრულებაში აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად.
3) ამ საქონლის საბაჟო შემოწმებისას უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები:
ა) საქართველოს რესპუბლიკაში დროებით შემოტანილი მოწყობილობა და სატრანსპორტო საშუალებები გაივლიან საბაჟო შემოწმებას შეტანისა და გამოტანის შესახებ საბაჟო აღნიშვნით, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ მოწყობილობა და სატრანსპორტო საშუალებები ისევ უკან იქნება გატანილი;
ბ) მასალა და მისი თანმხლები მოწყობილობა, რომელიც განსაზღვრულია საფლავების, მემორიალის და სასაფლაოების აგების, მოწყობის, გაფორმებისა და მოვლისათვის, შეტანის ბეგარისაგან თავისუფლდება იმ შემთხვევაში თუ საბაჟო სამსახურს დამატებით წარედგინება შეტანისას მიღებული დეკლარაცია.
- შეტანილი საქონლის ზუსტი სია.
- სათანადო წესისამებრ უფლებამოსილია პირების მიერ ხელმოწერილი ვალდებულებათა დეკლარაცია, რომელიც შეიცავს ვალდებულების გარანტიას, რომ დასახლებული საგნები მხოლოდ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნებით იქნება გამოყენებული.
მუხლი 10🔗
1) მე-3 მუხლის I პუნქტის თანახმად იმ ტერიტორიის გადაცემა, რომელზეც ომში დაღუპულ გერმანელთა სასაფლაოები იმყოფება, Volksbund-ს ანიჭებს უფლებამოსილებას, საქართველოში არსებული სამართლებრივი დებულებების ფარგლებში უშუალოდ აწარმოოს ყველა სამუშაოები ომში დაღუპულ გერმანელთა საფლავების მოწყობისა და გაფორმებისათვის, აგრეთვე იქამდე მისასვლელი გზების, სტუმრების მოსათავსებლად საჭირო ნაგებობებისა და სხვა შენობების მშენებლობა.
2) Volksbund-ი ადევნებს თვალყურს, რათა სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას დაცული იქნეს საქართველოს კანონებით გათვალისწინებული ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის ყველა მოთხოვნა
მუხლი 11🔗
ეს შეთანხმება ძალაში შედის შეთანხმების მხარეებს შორის ყველა შიდასახელმწიფოებრივი წინაპირობის შესრულების შესახებ ნოტით შეტყობინების დღიდან 1 თვის შემდეგ.
შესრულებულია ქ. 1993 წლის
ორ ეგზემპლარად, ქართულ და გერმანულ ენებზე. ამასთან ერთად
ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
საქართველოს რესპუბლიკის
გერმანიის ფედერაციული
მთავრობის სახელით რესპუბლიკის
მთავრობის სახელით
შეთანხმება
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურული თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა
ესწრაფვიან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებას და ურთიერთგაგების გაღრმავებას;
დარწმუნებულები იმაში, რომ კულტურული გაცვლა ხელს შეუწყობს ხალხთა შორის თანამშრომლობას, აგრეთვე სხვა ხალხების კულტურის, სულიერი ცხოვრების და ყოფის გაგებას.
მხედველობაში იღებენ ორივე ქვეყნის ისტორიულ წვლილს ევროპის საერთო კულტურულ მემკვიდრეობაში და შეგნებული აქვთ, რომ კულტურის ნიმუშებისა და ძეგლების კონსერვაცია და შენარჩუნება გადაუდებელი აუცილებლობა;
ესწრაფვიან ორი ქვეყნის ხალხებს შორის განათლებისა და მეცნიერების ჩათვლით ყველა სფეროში კულტურული კავშირების გაფართოებას;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
შეთანხმების მონაწილე მხარეები ისწრაფვიან, უკეთ გააცნონ ერთმანეთს თავიანთი ქვეყნის კულტურა ყველა სფეროსა და დონეზე, შემგომ განავითარონ კულტურული თანამშრომლობა და ამით წვლილი შეიტანონ ევროპული კულტურის თვითმყოფადობაში.
მუხლი 2🔗
მეორე ქვეყნის ხელოვნების, ლიტერატურის და მათი მონათესავე სხვა სფეროების უკეთ გაცნობის ინტერესებიდან გამომდინარე, შეთანხმების მონაწილე მხარეები მოაწყობენ შესატყვის ღონისძიებებს და ამასთან, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ერთმანეთს გაუწევენ შემწეობას, კერძოდ:
1. შემსრულებლებისა და მხატვრული კოლექტივების გასტროლების, კონცერტების, წარმოდგენების და სხვა მხატვრული პროგრამების ორგანიზების დროს;
2. გამოფენების მოწყობის და მოხსენებებისა და ლექციების ორგანიზებისას;
3. თანამშრომლობის გაფართოების, გამოცდილების გაზიარების, აგრეთვე კონფერენციებსა და სხვა მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით კულტურული ცხოვრების სხვადასხვა სფეროს, განსაკუთრებით ლიტერატურის, მუსიკის, სახვითი ხელოვნების წარმომადგენელთა ორმხრივი მოგზაურობის ორგანოებში;
4. საგამომცემლო საქმეებში, საბიბლიოთეკო, საარქივო და სამუზეუმო დარგებში კონტაქტების წახალისებაში, აგრეთვე სპეციალისტებისა და მასალების გაცვლაში;
5. მხატვრული, სამეცნიერო და სპეციალური ლიტერატურის თარგმნაში.
მუხლი 3🔗
(1) შეთანხმების მონაწილე მხარეები იზრუნებენ, რომ ყველა დაინტერესებულ პირს მეორე ქვეყნის ენის, კულტურის, ლიტერატურისა და ისტორიის შესწავლის ფართო შესაძლებლობა მისცენ, ისინი მხარს დაუჭერენ შესაბამის სახელმწიფო და კერძო თაოსნობასა და დაწესებულებებს.
ისინი თავის ქვეყანაში დასაშვებს გახდიან და გაადვილებენ მეორე მხარის წამახალისებელ ზომებს და მხარს დაუჭერენ ადგილობრივ თაოსნობებსა და დაწესებულებებს.
(2) ეს ეხება ენის ცოდნის გავრცელება-გაღრმავებას სკოლებში, უმაღლეს და სხვა სასწავლო დაწესებულებებში, მათ შორის მოზრდილთა განათლებას. ენის ცოდნის გავრცელების ღონისძიებებს წარმოადგენს, კერძოდ:
- მასწავლებელთა, ლექტორთა და სპეციალისტ-კონსულტანტთა წარგზავნა შუამდგომლობით;
- სახელმძღვანელოებისა და სასწავლო მასალის გადაცემა, თანამშრომლობა სახელმძღვანელოთა მომზადებისას;
- მეორე მხარის მიერ მოწყობილ მოსამზადებელ და კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე პედაგოგებისა და სტუდენტების მონაწილეობა, აგრეთვე ენათა სწავლებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოცდილების გაზიარება;
- რადიოსა და ტელევიზიის შესაძლებლობათა გამოყენება სხვა შესაბამისი ენის შესწავლისა და გავრცელებისათვის.
(3) შეთანხმების მონაწილე მხარეები შეეცდებიან სახელმძღვანელოებში მეორე ქვეყნის ისტორიის, გეოგრაფიის და კულტურის სათანადოდ ასახავს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორ მხარეს შორის ურთიერთგაგებას.
მუხლი 4🔗
შეთანხმების მონაწილე მხარეები ხელს შეუწყობენ მეცნიერებისა და განათლების სფეროში, მათ შორის, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების, სამეცნიერო ორგანიზაციების, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა და პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლების, სკოლისგარეშე პროფესიული განათლებისა და მოზრდილთა კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზაციებისა და დაწესებულებების, სკოლებისა და პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლების ადმინისტრაციების, სხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და მათი ადმინისტრაციების ბიბლიოთეკებისა და არქივების თანამშრომლობას, აგრეთვე ყველა ფორმის ისტორიული ძეგლებისა და ხელოვნების ნიმუშების დაცვას. ისინი თავიანთ ქვეყნებში წაახალისებენ:
1. თანამშრომლობას ყველა სფეროში, რომელიც საინტერესოა ორივე მხარისათვის;
2. დელეგაციებისა და ცალკეული პირების გაგზავნის ინფორმაციის მიღებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, მათი სამეცნიერო კონფერენციებისა და სიმპოზიუმებში მონაწილეობისათვის ხელშეწყობის ჩათვლით;
3. ინფორმაციის მიღების, კურსების გავლის, სამეცნიერო სტაჟირებისა და პრაქტიკის მიზნით მეცნიერთა, უმაღლესი სასწავლებლების ადმინისტრაციული პერსონალის, მასწავლებლების, საწარმოო სწავლების ოსტატების, ასპირანტების, სტუდენტების, სკოლისა და სხვა სასწავლებლების მოსწავლეთა გაცვლაში მხარდაჭერას;
4. არქივებში, ბიბლიოთეკებსა და მსგავს დაწესებულებებში დაშვების, მეცნიერული მიზნით მათი გამოყენების ყოველმხრივ გაიოლებას და ინფორმაციის გაცვლაში, აგრეთვე საარქივო მასალების ასლების დამზადებაში მხარდაჭერას;
5. სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მიზნით სამეცნიერო პედაგოგიური და მეთოდური ლიტერატურის, სახელმძღვანელოებისა და სასწავლო თვალსაჩინოების, საინფორმაციო მასალებისა და სასწავლო ფილმების გაცვლაში დახმარებას, აგრეთვე შესაბამისი სპეციალიზირებული გამოფენების მოწყობას;
6. ორივე ქვეყნის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და სხვა კულტურულ და სამეცნიერო დაწესებულებებს შორის კავშირების მხარდაჭერას;
7. ისტორიული ძეგლებისა და ხელოვნების ნიმუშების კონსერვაციის, რესტავრაციისა და დაცვის სფეროში თანამშრომლობას.
მუხლი 5🔗
შეთანხმების მონაწილე მხარეები თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში ესწრაფვიან მისცენ მეორე ქვეყნის სტუდენტებსა და მეცნიერებს სწავლის, კვალიფიკაციის ამაღლების და სამეცნიერო კვლევისთვის სტიპენდიები და ხელი შეუწყონ, შესაბამის ფერმებში, გაცვლის განათლებისა და მეცნიერების სფეროში სხვა ღონისძიებებით, მათ შორის მასპინძელ ქვეყნებში ჩავლის ნებართვის გაცემისა და ყოფნის პირობების გაადვილების გზით.
მუხლი 6🔗
შეთანხმების მონაწილე მხარეები განიხილავენ პირობებს, რომლის მიხედვითაც შეიძლება სწავლა-განათლების მიღების შემთხვევაში ცნონ მეორე ქვეყნის მოწყობა განათლების შესახებ, აგრეთვე უმაღლესი სასწავლებლების დამთავრების დიპლომი.
მუხლი 7🔗
შეთანხმების მონაწილე მხარეები ურთიერთობის შემდგომი გაფართოების მიზნით დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ თანამშრომლობას ეკონომიკის დარგში სპეციალისტებისა და ხელმძღვანელი კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის. ისინი ყოველმხრივ შეუწყობენ ხელს ამ თანამშრომლობას და საჭიროების მიხედვით, ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების გზით შეთანხმდებიან.
მუხლი 8🔗
შეთანხმების მონაწილე მხარეებს მოზრდილთა განათლების დარგში თანამშრომლობა მათი ურთიერთობის გაღრმავების საქმეში სერიოზულ წვლილად მიაჩნიათ და ამ თანამშრომლობისათვის ყოველმხრივ ხელის შეწყობის მზადყოფნას აცხადებენ.
მუხლი 9🔗
შეთანხმების მონაწილე მხარეები შესაძლებლობის შესაბამისად მხარს დაუჭერენ თავიანთ ქვეყნებში შესაბამისი ორგანიზაციების თანამშრომლობის კინოს, ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სფეროებში, აგრეთვე იმ ფილმებისა და აუდიოვიზუალური საშუალებების გაცვლას, რომლებიც ამ შეთანხმების მიზნებს ემსახურება. ისინი ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას საგამომცემლო საქმეში.
მუხლი 10🔗
შეთანხმების მონაწილე მხარეები თანამშრომლობის მოწესრიგების მიზნით პირდაპირი კონტაქტების საშუალებას მისცემენ ისეთ საზოგადოებრივ ჯგუფებსა და გაერთიანებებს, როგორიც არიან პროფკავშირები, ეკლესია, რელიგიური თემები, პოლიტიკური და სხვა ფონდები. ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს ისინი წაახალისებენ იმ ღონისძიებათა მოწყობაში, რომლებიც აღნიშნული შეთანხმების მიზნებს ემსახურება.
მუხლი 11🔗
შეთანხმების მონაწილე მხარეები ყველაფერს იღონებენ, რათა ხელი შეუწყონ ახალგაზრდების გაცვლას, აგრეთვე ახალგაზრდებთან მუშაობის დარგში სპეციალისტთა და ახალგაზრდობის სოციალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დაწესებულებების თანამშრომლობას.
მუხლი 12🔗
შეთანხმების მონაწილე მხარეები წაახალისებენ თავიანთი ქვეყნების სპორტსმენების, მწვრთნელების, სპორტული ხელმძღვანელებისა და გუნდების შეხვედრებს და ისწრაფვიან ხელი შეუწყონ თანამშრომლობას სპორტში (მათ შორის სკოლებსა და უმაღლესი განათლების დაწესებულებებში).
მუხლი 13🔗
შეთანხმების მონაწილე მხარეები თავიანთ ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართულ და გერმანული წარმოშობის მოქალაქეებს მისცემენ კულტურის, ენის, ეროვნული ტრადიციების თავისუფალი აღმსარებლობის საშულებას. ისინი შესაძლებელს გახდიან და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში გააიოლებენ მეორე მხარის წამახალისებელ ღონისძიებებს ამ პირებისა და ორგანიზაციების სასარგებლოდ. ამასთან ერთად საერთო წამახალისებელი პროგრამის ჩარჩოებში სათანადო დონით გაითვალისწინებენ ამ მოქალაქეთა ინტერესებს.
მუხლი 14🔗
შეთანხმების მონაწილე მხარეები გააიოლებენ და წაახალისებენ რეგიონალურ და ადგილობრივ დონეზე პარტნიორულ თანამშრომლობას.
მუხლი 15🔗
(1) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ერთმანეთთან შეთანხმებული პირობებით მხარეები აიოლებენ მათ ქვეყანაში მეორე მხარის შესაბამისი კულტურული დაწესებულებების შექმნას და მოღვაწეობას.
(2) ამ მუხლის I პუნქტის მიხედვით კულტურულ დაწესებულებებად ითვლებიან კულტურის ინსტიტუტები, კულტურის ცენტრები და ნაწილობრივ ან მთლიანად საზოგადოებრივი ხარჯებით დაფინანსებული სამეცნიერო ორგანიზაციათა ცენტრები, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები და პროფესიული სასწავლებლები, მასწავლებელთა მოსამზადებელი და კვალიფიკაციის ასამაღლებელი, მოზრდილთა განათლების დაწესებულებები, ბიბლიოთეკები, სამკითხველო დარბაზები, საზოგადოებრივ სამართლებრივი კვლევითი დაწესებულებები. ამ დაწესებულებებიდან მივლინებულ სპეციალისტებთან გათანაბრებული არიან ოფიციალური დავალებით მივლინებული ან შუამდგომლობით გაგზავნილი სამეცნიერო-კულტურული და პედაგოგიური დარგის მუშაკები.
(3) შეთანხმების მონაწილე მხარეთა კულტურულ დაწესებულებებს გარანტირებული აქვთ შესაძლებლობა თავისუფლად გაშალონ მუშაობა ამ სახის დაწესებულებებისათვის მინდობილ ყველა საქმიანობაში, რომელიც მოიცავს გადაადგილების თავისუფლების, აგრეთვე საზოგადოებასთან თავისუფალ ურთიერთობას.
(4) ამ მუხლის 1 და მე-2 პუნქტებში მითითებული კულტურის დაწესებულების და იმ პირთა სტატუსი, რომლებიც კულტურული თანამშრომლობის ფარგლებში შუამდგომლობით ან ოფიციალური დავალებით მივლინებული ან გაგზავნილი არიან შეთანხმებაში მონაწილე მხარეთა მიერ, განისაზღვრება ამ შეთანხმების დანართით. შეთანხმების დანართი ძალაში შედის ამ შეთანხმებასთან ერთად.
მუხლი 16🔗
შეთანხმების მონაწილე მხარეები თანახმანი არიან, რომ უკანასკნელი ომის შედეგად დაკარგული ან გაზიდული საგნები და კულტურის ძეგლები, რომლებიც მათ ტერიტორიაზეა, უნდა დაუბრუნდეს მფლობელს ან მის მემკვიდრეს.
მუხლი 17🔗
შეთანხმების მონაწილე მხარეების წარმომადგენლები საჭიროების შემთხვევაში ან ხელშეკრულების მონაწილე ერთ-ერთი მხარის თხოვნით მორიგეობით შეიკრიბებიან საქართველოს რესპუბლიკაში და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შერეული კომისიის სახით, რათა შეაჯამონ ამ შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული გაცვლების შედეგები და შეიმუშაონ შემდგომი კულტურული თანამშრომლობის რეკომენდაციები და პროგრამები. დეტალები შეთანხმდება დიპლომატიური არხების საშუალებით.
მუხლი 18🔗
ეს შეთანხმება ძალაში შედის იმ დღეს, როდესაც შეთანხმების მონაწილე მხარეები ერთმანეთს შეატყობინებენ იმის შესახებ, რომ მისი ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები შესრულებულია შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღი იქნება უკანასკნელი შეტყობინების დღე.
მუხლი 19🔗
ამ შეთანხმების მოქმედების ვადაა 5 წელი. შემდგომ იგი გაგრძელდება მომდევნო 5 წლის ვადით, თუ შეთანხმების მონაწილე ერთ-ერთი მხარე შესაბამისი ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე წერილობით არ მოახდენს მის დენონსირებას.
შესრულებულია ქ. 1993 წლის
ივნისს ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და გერმანულ
ენებზე, ამასთან ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
საქართველოს რესპუბლიკის
გერმანიის ფედერაციული
მთავრობის სახელით
რესპუბლიკის მთავრობის სახელით
შეთანხმება
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის შიდა ნაოსნობის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში მონაწილე მხარეებად წოდებულნი,
ურთიერთშეთანხმებით, ნაოსნობის შემდგომი განვითარების სურვილით,
ევროპაში უსაფრთხოებისა და ურთიერთთანამშრომლობის კონფერენციის საბოლოო აქტის, კერძოდ ტრანსპორტის განვითარების შესახებ მისი დებულებების გათვალისწინებით,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
წინამდებარე შეთანხმების შინაარსი შემდეგია:
ა) „ხომალდები“ ნიშნავს ერთ-ერთი მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, ოფიციალურად რეგისტრირებულ ხომალდებს, რომლებითაც შეიძლება მგზავრებისა და ტვირთის გადაადგილება იქ, სადაც ისინი არიან რეგისტრირებულნი ამის შესახებ განსაკუთრებული ნებართვის გარეშე;
ბ) „ლიხტერი“ ნიშნავს ხომალდებს, რომლებიც მიეკუთვნებიან „ა“ ჯგუფს, არიან არამოტორიზებულნი და ეკიპაჟის გარეშე;
გ) „სანაოსნო საწარმო“ ნიშნავს ნაოსნობით დასაქმებულ საწარმოს ან მეწარმეს, რომელთა საწარმოს ადგილსამყოფელი, ან საცხოვრებელი ადგილი მოთავსებულია შეთანხმების მონაწილე ერთ-ერთი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე;
დ) „კომპეტენტური ორგანოები“ ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრანსპორტის ფედერალურ სამინისტროს;
ე) „ნავსადგურები“ ნიშნავს ნავსადგურებსა და ოფიციალურად ნებადართულ გადასატვირთ პუნქტებს, აგრეთვე მისადგომებს სამგზავრო ხომალდებისათვის, შეთანხმების მონაწილე მხარეების სახელმწიფო ტერიტორიებზე.
მუხლი 2🔗
1. ამ შეთანხმების 3-6 მუხლების დებულებების მიხედვით, ერთი მონაწილე მხარის ქვეყნის ხომალდებს შეუძლიათ გამოიყენონ მეორე მონაწილე მხარის სანაოსნო გზები, ნავსადგურები და ოფიციალურად ნებადართული სადგომები. იგივე დებულებები ვრცელდება სხვა დანარჩენ სანაოსნო ტრანსპორტზე, ჩვეულებრივ მცურავ ობიექტებზე (მაგ. ექსკავატორები, ამწეები), აგრეთვე ახალნაგებ ხომალდთა გადაადგილებაზე.
2. ნაოსნობა რეგულირდება შეთანხმების მონაწილე მხარის ქვეყნის კანონმდებლობით, რომლის სამდინარო გზებიც გამოიყენება.
მუხლი 3🔗
1. საქართველოსა და გერმანიის ხომალდებს აქვთ მგზავრების გადაყვანის ან/და ტვირთის გადაზიდვის უფლება, როგორც საქართველოს ნავსადგურსა და გერმანიის ნავსადგურს შორის და პირიქით (ორმხრივი მიმოსვლა).
2. ორმხრივი მიმოსვლის გათვალისწინებით, საქართველოსა და გერმანიის ხომალდებს უფლება აქვთ განახორციელონ მგზავრების გადაყვანა ან/და ტვირთის გადაზიდვა თავის ტერიტორიაზე მდებარე ნავსადგურსა და მეორე მონაწილე მხარის შემდეგ ნავსადგურებს შორის და პირიქით:
ა) საზღვაო ნავსადგურები;
ბ) ნავსადგურები, რომლებიც განლაგებულია უშუალოდ საზღვაო ნავსადგურებისაკენ მიმავალ გზებზე;
გ) ნავსადგურები, რომლებიც შერეული კომისიის მიერ დადგენილი კომპეტენტური ორგანოების მიერაა დასახელებული.
3. საქართველოსა და გერმანიის სანაოსნო საწარმოებმა, ორმხრივ მიმოსვლაში მონაწილეობა უნდა მიიღონ პარიტეტულ საწყისებზე და შესაძლებლობის მიხედვით თანმიმდევრულად ხდება გადაზიდული ტვირთის რაოდენობის საფუძველზე ტონების მიხედვით.
4. ორმხრივი მიმოსვლისათვის საჭიროა ეკონომიკურად მართებული ტარიფების, გადასახადებისა და მასთან დაკავშირებული დამატებითი პირობების შეთანხმება.
5. თითოეულ მონაწილე მხარეს შეუძლია შერეულ კომისიასთან შეთანხმების შემდეგ, გამონაკლის შემთხვევებში ტექნიკური მიზეზების ან სანაოსნო უსაფრთხოების საფუძველზე, თავიანთი სანაოსნო გზის გამოყენებისათვის, ორმხრივი მიმოსვლის დროს სვლების მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრა.
6. სხვა და არა 1-ლი მუხლი ა) და ბ) პუნქტებში აღნიშნული ხომალდები დაშვებული იქნება საქართველოსა და გერმანიის ნავსადგურებს შორის ორმხრივ მიმოსვლაში მონაწილეობის მისაღებად ისე, როგორც ამას დაადგენს შერეული კომისია.
7. მესამე მხარის ხომალდების მონაწილეობა საქართველოსა და გერმანიის ნავსადგურებს შორის მიმოსვლაში ჩაითვლება დამქირავებელი მხარის კვოტაში.
მუხლი 4🔗
1. საქართველოს და გერმანიის ხომალდების შეუძლიათ მგზავრები გადაიყვანონ ანდა ტვირთი გადაიტანონ მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიალური სანაოსნო გზების გავლით, რაც მონაწილე მხარეების მიერ გადაწყდება კომისიის დადგენილებების საფუძველზე (ტრანზიტული მიმოსვლა).
2. თითოეულ მონაწილე მხარეს შეუძლია შერეულ კომისიასთან შეთანხმების შემდეგ, გამონაკლის შემთხვევებში ტექნიკური მიზეზების ან სანაოსნო უსაფრთხოების საფუძველზე, თავიანთი სანაოსნო გზის გამოყენებისათვის, ტრანზიტული მიმოსვლის დროს სვლების მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრა.
მუხლი 5🔗
საქართველოსა და გერმანიის გემებს, შეუძლიათ გადაიყვანონ მგზავრები და/ან გადაიტანონ ტვირთი მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე მდებარე ნავსადგურიდან მესამე ქვეყნის ნავსადგურში (მიმოსვლა სამ ქვეყანას შორის) და პირიქით, მხოლოდ გაცემული სპეციალური ნებართვის საფუძველზე.
მუხლი 6🔗
მგზავრების გადაყვანა და/ან ტვირთის გადაზიდვა ერთ-ერთი მხარის ნავსადგურებს შორის (კაბოტაჟი) წარმოადგენს ამ მხარის გემების უფლებას. გამონაკლისი დაიშვება კომპეტენტური ორგანოების მიერ სპეციალური ნებართვით.
მუხლი 7🔗
1. ხომალდები, მათი ეკიპაჟი, მგზავრები და ტვირთი ექვემდებარება შეთანხმების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობას, რომლის შიდა სანაოსნო გზებიც იქნება გამოყენებული.
2. შიდა სანაოსნო გზებზე ნაოსნობისათვის, რაინის, მოზელისა და საზღვაო სანაოსნო გზების გარდა, ერთ-ერთი მხარის კომპეტენტური ორგანოები, მეორე მონაწილე მხარის მიერ გაცემული სიგელებისა და მოწმობების წარდგენისას, რომლებიც ეხება ხომალდს, მის ეკიპაჟსა და ტვირთს (მაგ. ხომალდის პატენტი და საკვალიფიკაციო მოწმობა), გასცემს თავის სახელწმიფო ტერიტორიაზე გათვალისწინებულ სიგელებსა და მოწმობებს. ამასთან ერთ-ერთი მონაწილე მხარის ტერიტორიაზე სიგელები და მოწმობები უნდა გაიცეს ისეთი პირობებით, რომლებიც პასუხობენ მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე მოქმედ განაწესებს.
3. სახიფათო ტვირთი შეიძლება მხოლოდ იმ გემებით გადაადგილდეს, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი მოწმობა სათანადო სანაოსნო გზით სარგებლობისათვის.
მუხლი 8🔗
თითოეული მონაწილე მხარე მეორე მონაწილე მხარის ხომალდებს შეუქმნის 2-6 მუხლებით მინიჭებული უფლებების ისეთივე გამოყენების პირობებს, როგორც თავისი მხარის ხომალდებს.
კერძოდ ეს ეხება:
ა) სანავიგაციო და სანავსადგურო გადასახადების ამაღლებას;
ბ) ნავსადგურების მოწყობილობების, ნავსაყუდელების, რაბების და სხვა საერთო სარგებლობის სანაოსნო მოწყობილობების გამოყენებას;
გ) კომპეტენტური ორგანოების მიერ დოკუმენტების გაფორმებას;
დ) საწვავით და საპოხო მასალებით უზრუნველყოფას.
მუხლი 9🔗
თითოეული მონაწილე მხარე უზრუნველყოფს მეორე მხარის ხომალდებთან ისეთსავე დამოკიდებულებას, როგორც თავისი მხარის ხომალდებთან, ეს ეხება ხომალდებზე არსებული სასურსათო და სახომალდო მარაგის საბაჟო გაფორმებას.
ანალოგიური დამოკიდებულებაა ხომალდების საჭიროებისათვის გათვალისწინებულ საწვავ და საპოხ მასალებთან.
მუხლი 10🔗
1. საქართველოსა და გერმანიის სანაოსნო საწარმოებს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გახსნას წარმომადგენლობები ან სააგენტოები თავისი მხარის ხომალდებისა და მათი ეკიპაჟების მომსახურებისათვის მეორე მონაწილე მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე, იქ მოქმედი კანონმდებლობების შესაბამისად და კომპეტენტური ორგანოების ნებართვით.
2. საქართველოსა და გერმანიის საწარმოებს, შეუძლიათ დადონ ურთიერთხელსაყრელი შეთანხმებები საექსპლუატაციო, ტექნიკურ და კომერციულ სფეროებში ერთობლივი მუშაობის შესახებ, გადაზიდვების ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლების მიზნით.
მუხლი 11🔗
თითოეული მონაწილე მხარე მეორე მონაწილე მხარის სანაოსნო საწარმოებს უფლებას აძლევს, რომ თავისუფლად გადაიყვანონ საკუთარი შემოსავალი თავიანთი მხარის ტერიტორიაზე. გადაყვანა მოხდება ოფიციალური სავალუტო კურსის მიხედვით ჩვეულებრივი ვადების ფარგლებში.
მუხლი 12🔗
1. საქართველოსა და გერმანიის ხომალდების ეკიპაჟის წევრებს, საზღვარზე გადასასვლელად ესაჭიროებათ ქვეყანაში ყოფნის ნებართვა (ვიზის სახით).
2. სამგზავრო და სატვირთო ხომალდებზე, ეკიპაჟის წევრებთან ერთად მგზავრობა შეუძლიათ აგრეთვე მათ მეუღლეებსა და დაუქორწინებელ მცირეწლოვან შვილებს, თუ ისინი 1-ლ პუნქტში აღნიშნულ დოკუმენტში იქნებიან გაფორმებულნი. ბავშვები 16 წლამდე შეიძლება იყვნენ დასახელებულნი ერთ-ერთი მეუღლის პასპორტში.
3. საქართველოს და გერმანის ხომალდების ეკიპაჟის წევრებს დუნაიზე საზღვრის გადაკვეთისას ან ხომალდის გემბანზე, აგრეთვე დუნაის სანაპიროზე განლაგებულ ნავსადგურების ტერიტორიაზე ყოფნისას არ ესაჭიროებათ ვიზა, თუ მათ აქვთ დუნაიზე ნაოსნობის მოწმობა ან მეზღვაურის პასპორტი და თუ ისინი შეყვანილნი არიან ეკიპაჟის სიაში. იგივე ეხება ეკიპაჟის წევრების ოჯახის წევრებს, რომლებიც შეყვანილნი არიან დუნაიზე ნაოსნობის მოწყობაში ან მეზღვაურის პასპორტში.
4. ყველა ის პირები, რომელიც მოხსენებული არიან 1 და 2 პუნქტებში და იმყოფებიან გემბანზე, აუცილებლად უნდა აღირიცხებოდნენ ეკიპაჟის სიაში.
5. ორივე მონაწილე მხარე ერთმანეთში ცვლის 1 და 2 პუნქტებში აღნიშნული დოკუმენტების ნიმუშებს.
6. სამართლებრივი წესდება, ქვეყანაში შემოსვლისა და იქ ყოფნის შესახებ უცხოელთა მიმართ უცვლელია.
მუხლი 13🔗
1. საქართვლოსა და გერმანიის ხომალდებს შეუძლიათ დღე-ღამის განმავლობაში გაჩერდნენ შემდეგ ადგილებში:
ა) დატვირთვა-განტვირთვის ნავსადგურებში;
ბ) სამგზავრო ტრასის ნავსადგურებში;
გ) სამგზავრო მონაკვეთზე ნებადართულ ადგილებში;
2. ავარიის, უბედურების გემბანზე მყოფი რომელიმე წევრის მძიმე ავადმყოფობის ან სხვა მიზეზით გამოწვეული შემთხვევების დროს, როდესაც შეუძლებელი ხდება მგზავრობის გაგრძელება, ხომალდებს შეუძლიათ გაჩერდნენ შესაფერის ადგილებში. ასეთ შემთხვევებში გემის კაპიტანმა, ან ერთ-ერთმა ნდობით აღჭურვილმა პირმა, ამის შესახებ აუცილებლად, სასწრაფოდ უნდა შეატყობინოს ახლო მდებარე სასაზღვრო, საბაჟო ან სხვა კომპეტენტურ ორგანოს.
3. ორივე მონაწილე მხარის კომპეტენტური ორგანოები მეორე მხარის ხომალდების ავარიის ან უბედურების შემთხვევაში, აგრეთვე ეკიპაჟის წევრების უბედურების შემთხვევაში, აღმოუჩენენ სასწრაფო დახმარების შესაბამის მხარეს.
მძიმე ავარიების ან უბედური შემთხვევების დროს, ის მონაწილე მხარე, რომლის ტერიტროიაზედაც მოხდა შემთხვევა, სასწრაფოდ აცნობებს დაზარალებულ მხარეს ამის შესახებ. ხოლო თუ დაიწყება მომხდარი შემთხვევის გარემოებების შემსწავლელი გამოძიება, აცნობებს დაშავებულ მხარეს ამ გამოძიების შედეგებს.
მუხლი 14🔗
1. ამ შეთანხმების შესრულებისა და გამოყენებაზე ზედამხედველობის მიზნით შეიქმნება შერეული კომისია. მასში თითოეულ მონაწილეს მხრიდან, შევა სამ-სამი ნდობით აღჭურვილი პირი, რომლებიც შესაბამისად დაინიშნებიან საქართველოს რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრასპორტის ფედერალური სამინისტროს მიერ.
2. საქართველოს რესპუბლიკის მხრიდან შერეულ კომისიაში შევა ტრანსპორტის სამინისტროს ერთი წარმომადგენელი, როგორც დელეგაციის მეთაური და თითო-თითო წარმომადგენელი სანაოსნო საწარმოების და ტვირთმფლობელებისაგან.
3. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან შერეულ კომისიაში შევა ტრანსპორტის ფედერალური სამინისტროს ერთი წარმომადგენელი, როგორც დელეგაციის მეთაური და თით-თითო წარმომადგენელი სანაოსნო საწარმოებისა და ტვირთმფლობელებისაგან.
4. ცალკეული საკითხების დასაზუსტებლად თითოეულ მხარეს შეუძლია მოიშველიოს ექსპერტები.
5. შერეული კომისია თავის პირველ სხდომაზე, შეიმუშავებს და დაადგენს თავისი საქმიანობის განაწესს.
6. შერეულ კომისიას განსაკუთებით ევალება:
ა) მისცეს წინადადებები კომპეტენტურ ორგანოებს შემდეგი საკითხების მოსაგვარებლად:
- სამდივნო პორტების დანიშვნის შესახებ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად;
- მინიმალური და მაქსიმალური სატარიფო გადასახადების დანიშვნისა და მასთან დაკავშირებულ დამატებით საკითხებზე, მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად;
- წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით სატრანსპორტო გზის დადგენა;
- ხომალდებისათვის მესამე ქვეყნიდან ორმხრივ მიმოსვლაზე ნების დართვის შესახებ;
- წინამდებარე შეთანხმების შესათავსებლად შინა ნაოსნობის მგზავრების განვითარებასთან;
ბ) საქართველოსა და გერმანიის სანაოსნო საწარმოების ტვირთი, საჭიროების შემთხვევაში, გაგებულ უნდა იქნეს მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით და საჭიროებს მეთვალყურეობას;
გ) კონსულტაციის ჩატარება მგზავრობათა მაქსიმალურ რაოდენობათა შესახებ ორმხრივ მიმოსვლაში მე-3 მუხლის 5 პუნქტის და ტრანზიტულ მიმოსვლაში მე-4 მუხლის და მე-2 პუნქტის შესაბამისად;
დ) საქართველოსა და გერმანიის ხომალდების ტრანსპორტირება, სტატისტიკურად აღირიცხოს.
7. მე-5 პუნქტის წინადადების საფუძველზე, გადაწყვეტილებები მიიღება დელეგაციის მეთაურის მიერ შერეულ კომისიაში განაცხადის თანახმად.
დელეგაციის მეთაურის განცხადება ფორმდება მონაწილე მხარეების კომპეტენტური ორგანოების სახელით. განცხადებები უნდა გაფორმდეს შესაძლებლობის მიხედვით - ორი კვირის განმავლობაში - შერეული კომისიის წინადადების წარმოდგენის შემდეგ.
8. მინიმალური და მაქსიმალური სატარიფო გადასახადები და მასთან დაკავშირებული დამატებითი საკითხები თანხმდება შერეულ კომისიასთან, საჭიროების შემთხვევაში. ეს შეთანხმება წარედგინება კომპეტენტურ ორგანოებს, მისი ძალაში შესვლის შესახებ მორიგდება ორივე მხარე. ძალაში შესვლა ქვეყნის საკუთარი სამართლის შესაბამისად, დაუყოვნებლივ ეცნობება რომელიმე შემთანხმებელ მხარეს.
9. თუ შეთანხმება შერეულ კომისიაში არ იქნა მიღწეული, ერთ-ერთი მონაწილე მხარის მოთხოვნით, ორივე მხარის კომპეტენტურ ორგანოთა წარმომადგენლები, ოთხი კვირის განმავლობაში, იკრიბებიან საკონსულტაციოდ.
10. კომპეტენტური ორგანოები, მოთხოვნის საფუძველზე შერეულ კომისიას გადასცემს იმ დოკუმენტაციას, რომელიც მას თავისი დავალებების შესასრულებლად სჭირდება.
მუხლი 15🔗
საქართველოსა და გერმანიის სპორტულ გემებს შეუძლიათ, ამ ქვეყნების შიდა სანაოსნო გზები გამოიყენონ შესაბამის მხარეში მოქმედი კანონების შესაბამისად.
მუხლი 16🔗
1. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების ვადა განუსაზღვრელია.
2. ეს შეთანხმება ძალაში შედის იმ დღიდან, იმ დღის სამი თვის გასვლის შემდეგ, როდესაც მონაწილე მხარეები ერთმანეთს შეატყობინებენ, რომ შესრულებულია სახელმწიფოებრივი ფორმალობები წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესასვლელად.
3. თითოეულ მონაწილე მხარეს შეუძლია ეს შეთანხმება ექვსი თვის განმავლობაში, კალენდარული წლის ბოლომდე ოფიციალურად, წერილობითი ფორმით გააუქმოს, ამ შემთხვევაში იგი ამ წლის გასვლასთან ერთად ძალადაკარგულად ითვლება.
შესრულებულია ქ. ბონში 1993 წლის 25 ივნისს ქართულ და გერმანულ ენებზე, ამასთან ორივე ტექსტს თანაბარი ძალა გააჩნია.
საქართველოს რესპუბლიკის
გერმანიის ფედერაციული
მთავრობის სახელით
რესპუბლიკის მთავრობის სახელით