საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის დადებული შეთანხმებების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.03.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №143
სარეგისტრაციო კოდი 000000430.02(0).000.000657 172
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 3, 31/03/1994
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.03.1994 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის დადებული შეთანხმებების დამტკიცების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №143
1994 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის დადებული შეთანხმებების დამტკიცების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის დადებული შემდეგი შეთანხმებები:
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ,
ხელმოწერილია 1994 წლის 3 თებერვალს ქ. თბილისში.
საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ,
ხელმოწერილია 1994 წლის 3 თებერვალს ქ. თბილისში.
1993 წლის სახელმწიფო კრედიტის შესახებ,
ხელმოწერილია 1993 წლის 9 სექტემბერს ქ. მოსკოვში.
1992 წლის შედეგების მიხედვით არსებული ტექნიკური კრედიტების დავალინების საქართველოს რესპუბლიკის კრედიტად გაფორმების თაობაზე, ხელმოწერილია 1993 წლის 9 სექტემბერს ქ. მოსკოვში.
კულტურის, მეცნიერებისა და განათლების დარგში თანამშრომლობის შესახებ,
ხელმოწერილია 1994 წლის 3 თებერვლის ქ. თბილისში.
2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობოს რუსეთის მხარეს ზემოხსენებული სამთავრობათაშორისო შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დასრულების შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ო. ფაცაცია