ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების შედეგების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის დარგში ურთიერთქმედების, აგრეთვე მიწისძვრების შესწავლისა და სეისმური საშიშროების პროგნოზირების დარგში თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების შესახებ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების შეთანხმებებთან საქართველოს რესპუბლიკის შეერთების თაობაზე
მიღების თარიღი 31.05.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №334
სარეგისტრაციო კოდი 000000430.02(0).000.000709 172
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 5, 31/05/1994
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.05.1994 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების შედეგების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის დარგში ურთიერთქმედების, აგრეთვე მიწისძვრების შესწავლისა და სეისმური საშიშროების პროგნოზირების დარგში თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების შესახებ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების შეთანხმებებთან საქართველოს რესპუბლიკის შეერთების თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №334
1994 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების შედეგების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის დარგში ურთიერთქმედების, აგრეთვე მიწისძვრების შესწავლისა და სეისმური საშიშროების პროგნოზირების დარგში თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების შესახებ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების შეთანხმებებთან საქართველოს რესპუბლიკის შეერთების თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. შეუერთდეს საქართველოს რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების ბუნებრივი და ტექნოლოგიური ხასიათის საგანგებო სიტუაციების შედეგების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის დარგში ურთიერთქმედების შესახებ 1993 წლის 22 იანვრის, აგრეთვე მიწისძვრების შესწავლისა და სეისმური საშიშროების პროგნოზირების დარგში თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების შესახებ 1993 წლის 24 სექტემბრის შეთანხმებებს.
2. მხარი დაეჭიროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მთავრობების მეთაურთა საბჭოს 1993 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებას ბუნებრივი და ტექნოლოგიური ხასიათის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფოთაშორისო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ.
3. დამტკიცდეს ბუნებრივი და ტექნოლოგიური ხასიათის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფოთაშორისო საბჭოში საქართველოს რესპუბლიკის სრულუფლებიან წარმომადგენელ საქართველოს რესპუბლიკის მაშველთა კორპუსის თავმჯდომარის მოადგილე რევაზ ნაფეტვარიძე.
4. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ გადაჭრას ზემოაღნიშნულ შეთანხმებებთან საქართველოს რესპუბლიკის შეერთების ღონისძიებათა დაფინანსების საკითხები საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის III ბიუჯეტის ფორმირებების დროს.
5. საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ა. ჩიკვაიძე) და საქართველოს რესპუბლიკის მაშველთა კორპუსმა (გ. გელაშვილი) მოამზადონ ბუნებრივი და ტექნოლოგიური ხასიათის საგანგებო სიტუაციების შედეგების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის დარგში ურთიერთქმედების, აგრეთვე მიწისძვრების შესწავლისა და სეისმური საშიშროების პროგნოზირების დარგში თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების შესახებ შეთანხმებებთან საქართველოს რესპუბლიკის შეერთებისათვის საჭირო დოკუმენტები.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ო. ფაცაცია