დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებს შორის ჰიდრომეტეოროლოგიის დარგში თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმებასთან საქართველოს რესპუბლიკის შეერთების შესახებ
მიღების თარიღი 05.08.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №522
სარეგისტრაციო კოდი 000000450.02(0).000.000755 1
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 8, 31/08/1994
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.08.1994 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებს შორის ჰიდრომეტეოროლოგიის დარგში თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმებასთან საქართველოს რესპუბლიკის შეერთების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის
მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №522
1994 წლის 5 აგვისტო
ქ. თბილისი
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებს შორის ჰიდრომეტეოროლოგიის დარგში თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმებასთან საქართველოს რესპუბლიკის შეერთების შესახებ
საქართველოოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. მიზანშეწონილად ჩაითვლება, რომ საქართველოს რესპუბლიკა შეუერთდეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შეთანხმების ჰიდრომეტეოროლოგიის დარგში თანამშრომლობის შესახებ.
2. უფლება მიეცეს საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს ჰიდრომეტეოროგლოგიისა და გარემოს მონიტორინგის მთავარ სამმართველოს ხელი მოაწეროს სახელმწიფოთაშორისო ჰიდრომეტეოროლოგიური საბჭოს შექმნისა და მისი უფლებამოსილების განსაზღვრის ოქმს.
3. საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობოს ამის შესახებ სახელმწიფოთაშორისო ჰიდრომეტეოროგლოგიური საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს.
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრი ო. ფაცაცია