კრწანისის ტყე-პარკის სრულიად საქართველოს საპატრიარქოსათვის გადაცემის შესახებ
მიღების თარიღი 24.12.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №873
სარეგისტრაციო კოდი 000000240.02(0).000.000858 9
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 12, 30/12/1994
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.12.1994 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
კრწანისის ტყე-პარკის სრულიად საქართველოს საპატრიარქოსათვის გადაცემის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის
მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №873
1994 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
კრწანისის ტყე-პარკის სრულიად საქართველოს საპატრიარქოსათვის გადაცემის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი აღნიშნავს, რომ უკანასკნელ პერიოდში ძალაზე სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა ქალაქებს თბილისსა და რუსთავს შორის მდებარე კრწანისის ტყე-პარკი. სხვადასხვა ორგანიზაციები და კერძო პირები ყოველგვარი ნებართვის გარეშე იკავებენ მიწის ნაკვეთის, პარკის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობებს.
კრწანისის ტყე-პარკის უკეთ მოვლისა და დაცვის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. დაკმაყოფილდეს სრულიად საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა, შეთანხმებული ქალაქ თბილისის მერიასთან და, როგორც გამონაკლისი, გადაეცეს მას კრწანისის ტყე-პარკი თავისი უძრავ-მოძრავი ქონებითა და შენობა-ნაგებობით 1995 წლის 1 იანვრის მდგომარეობით.
2. ქალაქ თბილისის მერიამ დროულად გააფორმოს სრულიად საქართველოს საპატრიარქოსათვის კრწანისის ტყე-პარკის ჩაბარების დოკუმენტაცია, არსებული წესის შესაბამისად.
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრი ო. ფაცაცია