თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტისათვის პედაგოგიური უნივერსიტეტის სტატუსის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 26.01.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №47
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000886 111
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1, 31/01/1995
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.01.1995 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტისათვის პედაგოგიური უნივერსიტეტის სტატუსის მინიჭების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №47
1995 წლის 26 იანვარი
ქ. თბილისი
თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტისათვის პედაგოგიური უნივერსიტეტის სტატუსის მინიჭების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. მიღებულ იქნეს თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის წინადადება, შეთანხმებული საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროსთან და იუსტიციის სამინისტროსთან, მისთვის პედაგოგიური უნივერსიტეტის სტატუსის მინიჭების შესახებ.
2. თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელწმიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის დაფინანსება განხორციელდეს ინსტიტუტისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრი ო. ფაცაცია