საქართველოს რესპუბლიკასა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ორი ქვეყნის საელჩოს საკონსულო სამსახურების მიერ საკონსულო ფუნქციების შესრულების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 20.01.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 000000430.02(0).000.000879 172
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1, 31/01/1995
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.01.1995 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკასა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ორი ქვეყნის საელჩოს საკონსულო სამსახურების მიერ საკონსულო ფუნქციების შესრულების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №30
1995 წლის 20 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს რესპუბლიკასა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ორი ქვეყნის საელჩოს საკონსულო სამსახურების მიერ საკონსულო ფუნქციების შესრულების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება „საქართველოს რესპუბლიკისა და საბერძნეთის რესპუბლიკის შორის ორი ქვეყნის საელჩოს საკონსულო სამსახურების მიერ საკონსულო ფუნქციების შესრულების თაობაზე“ შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობოს საბერძნეთის მხარეს აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღი.
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრი ო. ფაცაცია