საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისის საგზაო პოლიციის სამმართველოს შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 07.04.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №197
სარეგისტრაციო კოდი 000000370.02(0).000.000671 17
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 4, 29/04/1994
126 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისის საგზაო პოლიციის სამმართველოს შექმნის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის  მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №197 1994 წლის 7 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისის საგზაო პოლიციის სამმართველოს შექმნის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. შეიქმნას თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საგზაო პოლიციის განყოფილების ბაზაზე არსებული საშტატო ერთეულების ფარგლებში თბილისის საგზაო პოლიციის სამმართველო. 2. გადაეცეს ახლად შექმნილ თბილისის საგზაო პოლიციის სამმართველოს ბალანსზე თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საგზაო პოლიციის განყოფილებაზე რიცხული შენობა-ნაგებობანი, მიმდებარე ტერიტორია, ავტო-მოტოტრანსპორტი, საბრძოლო ტექნიკა, შეიარაღება და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. გადაეცეს საბრუნავი სახსრები, ყველა სახის ფულადი ანგარიში ბანკებში და რიცხული ქონება როგორც თანხობრივად, ისე სიობრივად. 3. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შ. კვირაია) ორი კვირის ვადაში წარმოადგინოს დასამტკიცებლად თბილისის საგზაო პოლიციის სამმართველოს სტრუქტურა და დებულება. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი  ო. ფაცაცია