,,2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული პირების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ან პროფესიული უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამის დაფინანსებისთვის 2008-2009 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“

მიღების თარიღი 17.12.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №242
სარეგისტრაციო კოდი 000000.00(0).00.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 180, 18/12/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,352 სიტყვა · ~7 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

,,2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული პირების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ან პროფესიული უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამის დაფინანსებისთვის 2008-2009 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} h1 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:16.0pt; font-family:"Cambria","serif"; font-weight:bold;} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:10.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:5.0pt; margin-left:0in; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial Unicode MS","sans-serif";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:10.0pt; font-family:"Calibri","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.CharChar3 {mso-style-name:" Char Char3"; font-family:"Times New Roman","serif";} span.CharChar2 {mso-style-name:" Char Char2"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.CharChar1 {mso-style-name:" Char Char1";} span.CharChar {mso-style-name:" Char Char"; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.CharChar4 {mso-style-name:" Char Char4"; font-family:"Cambria","serif"; font-weight:bold;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:85.05pt 70.9pt 44.95pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №242 2008 წლის 17 დეკემბერი ქ. თბილისი 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული პირების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ან პროფესიული უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამის დაფინანსებისთვის 2008-2009 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებულ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ან პროფესიული უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთათვის განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89​1 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად განხორციელდეს შემდეგი სახის დაფინანსება:     მუხლი 1🔗. დაფინანსების ოდენობა 1. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების (შემდგომში – დაზარალებული სტუდენტები) 2008-2009 სასწავლო წლის დაფინანსებისათვის გამოიყოს 800 000 (რვაასი ათასი) ლარი. 2. დაზარალებულ სტუდენტთა დაფინანსების ფარგლებში აკადემიური უმაღლესი განათლებისა და პროფესიული უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამებზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად „2008-2009 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 სექტემბრის №198 დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის (შემდგომში – გრანტი) წლიური ოდენობის ფარგლებში. 3. იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულ სტუდენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აქვს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მისი სწავლის საფასური შეივსება „2008-2009 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 სექტემბრის №198 დადგენილებით განსაზღვრული სრული გრანტის წლიური ოდენობის ფარგლებში.     მუხლი 2🔗. დაზარალებული სტუდენტი 1. ამ დადგენილების მიზნებისათვის დაზარალებული სტუდენტი არის პირი, რომელიც სწავლობს იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭა აკრედიტაცია, ან რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით არააკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გავლილი პროგრამა ეთვლება აკრედიტებულად. 2. დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს მხოლოდ იმ დაზარალებულმა სტუდენტმა, რომელსაც არ აფინანსებს სახელმწიფო, ან აფინანსებს ნაწილობრივ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 3🔗. დაზარალებულ სტუდენტთა კატეგორიები ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა გადაეცემათ შემდეგი კატეგორიის დაზარალებულ სტუდენტებს: ა) რომლებიც, ან/და რომელთა მშობლებიც 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის დროს ცხოვრობდნენ: ა.ა) „დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის №4735 დადგენილებით ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში; ა.ბ) ზემო აფხაზეთში; ბ) რომლებიც, ან/და რომელთა მშობლებიც 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის დროს ცხოვრობდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მოსაზღვრე სოფლებში (გორის მუნიციპალიტეტის სოფლები: ერგნეთი, ზემო ნიქოზი, ქვემო ნიქოზი, გუგუტიანთ კარი, ზარიანთ კარი, აძვი; ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლები: აბანო, ატოცი, დვანი, კნოლევი, ტვრინისი, ღოღეთი, თამარაშენი, აბანოს თავი, ცერონისი, დირბი, ფცა, აბისი, აბისისთავი, ავლევი, ტახტისძირი; საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი პერევი); გ) რომლებიც, ან/და რომელთა მშობლებიც 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის დროს ცხოვრობდნენ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) და რომელთა ოჯახებისათვის 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მიყენებული ზარალი გამოიხატება ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისით ან მიუღებელი შემოსავლის სახით, რაც დადასტურებულია შესაბამისი უწყების (სახელმწიფო ორგანოს) მიერ; დ) რომლებიც არიან 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული ან დაკარგული პირების მეუღლეები ან შვილები; ე) რომლებსაც 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული საომარი მოქმედებების დროს სხეულის დაზიანების შედეგად შეუმცირდათ ან წაერთვათ შრომის უნარი ან იმყოფებოდნენ ტყვეობაში.     მუხლი 4🔗. დარჩენილი თანხის გადანაწილება კატეგორიების მიხედვით თუ ამ დადგენილებით განსაზღვრული თანხა სრულად არ გაიცა დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით, მაშინ დარჩენილი თანხა გადაუნაწილდებათ „2008-2009 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ან პროფესიული უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 სექტემბრის №197 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კატეგორიის სტუდენტებს, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სახელმწიფო დაფინანსება.     მუხლი 5🔗. დასაფინანსებელ სტუდენტთა ბაზის შედგენა 1. ამ დადგენილების მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაზარალებული სტუდენტების ბაზის შედგენა მოხდება მოქალაქეებისაგან შემოსული განცხადებების, საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მოწოდებული ინფორმაციის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული სიების შესაბამისად. 2. ამ დადგენილების მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაზარალებული სტუდენტების ბაზის შედგენა მოხდება მოქალაქეებისაგან შემოსული განცხადებებისა და საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად. 3. ამ დადგენილების მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტუდენტების ბაზის შედგენა მოხდება მოქალაქეებისაგან შემოსული განცხადებებისა და საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მიერ დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე. 4. ამ დადგენილების მე-3 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაზარალებული სტუდენტების ბაზის შედგენა მოხდება მოქალაქეებისაგან შემოსული განცხადებებისა და შესაბამის უწყებებში (სახელმწიფო ორგანოებში) გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე. 5. ამ დადგენილების მე-4 მუხლით გათვალისწინებული დაზარალებული სტუდენტების ბაზის შედგენა მოხდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული სიების შესაბამისად.     მუხლი 6🔗. გადაწყვეტილება დაფინანსების მინიჭების შესახებ 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებულ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.     მუხლი 7🔗. პროგრამის გავრცელებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებულ სტუდენტთა დაფინანსების ფარგლებში აკადემიური უმაღლესი განათლებისა და პროფესიული უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამებზე სახელმწიფო დაფინანსების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ინფორმაციის განთავსება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, დაინტერესებული მხარეებისათვის ინფორმაციის მიწოდება და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.     მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულება დადგენილება ამოქმედდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ 2008 წლის 10 დეკემბრის საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე. პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი