აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/361
2025 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
დეპარტამენტი ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ – დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი – წითელი ხიდის და რუსთავი – სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 3-4) მშენებლობის პროექტს (შემდგომში –პროექტი). პროექტი ფინანსდება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ, საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 2019 წლის 19 თებერვალს გაფორმებული ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია II) ფარგლებში (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 29 მაისის №4661-IIს დადგენილებით). პროექტი მოიცავს რუსთავი – წითელი ხიდის და რუსთავი – სადახლოს საავტომობილო გზებს. აღნიშნული პროექტით გათვალისწინებულია ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა, ორდონიანი გადაკვეთებით. პროექტი შედგენილია აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, როგორიცაა ტრანსევროპული საავტომობილო სტანდარტები, AASHTO და ევროპული სტანდარტები. ლოტი 3-ის სიგრძე შეადგენს 13 კმ-ს. იწყება ალგეთის გზაგამტარის დასავლეთით და მთავრდება მარეთთან, საქართველო-სომხეთის სარკინიგზო ხაზის გადაკვეთამდე – 400 მ-ში. ლოტი 4-ის (მარეთიდან სადახლომდე) სიგრძე შეადგენს 16,3 კმ-ს. ლოტი 4 იწყება თბილისიდან სომხეთამდე რკინიგზის გადაკვეთამდე 400 მ-ში. გადაკვეთის შემდეგ გზის პროფილი მიყვება რკინიგზას მარჯვენა მხრიდან. პროექტით სულ გათვალისწინებულია 4 ძირითადი სახიდე გადასასვლელის მოწყობა, კერძოდ, ერთი სახიდე გადასასვლელი მოეწყობა რკინიგზის გადაკვეთაზე, ასევე მოეწყობა ორი სამდინარო და ერთი გზაგამტარის ტიპის სახიდე გადასასვლელები. პროექტით გათვალისწინებული საავტომობილო გზის საგზაო უსაფრთხოების პროექტირება შესრულებულია საქართველოს საპროექტო სტანდარტების და მოწინავე საინჟინრო პრაქტიკის თანახმად. საპროექტო გზა დაგეგმილი იყო როგორც მაგისტრალური გზა სიჩქარით 120 კმ/სთ ძირითად სავალ ნაწილზე. ამიტომ ჩქაროსნული გზის პროექტირებისას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებს დაეთმო პრიორიტეტული მნიშვნელობა, რათა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების რიცხვი მინიმუმამდე შემცირებულიყო. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევით დადგინდა, რომ ამ გზისათვის ყველაზე შესაფერისია არაარმირებული ბეტონის ხისტი საფარი. ხიდებისთვის, გადასასვლელებისთვის და მისასვლელ გზებთან დამაკავშირებელი კვანძებისათვის გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის საფარი. ფიზიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით საპროექტო ავტომაგისტრალის დერეფანი ძირითადად გაივლის ქვემო ქართლის ვაკეზე, რომელიც წარმოადგენს მტკვარ-არაქსის ვრცელი დაბლობის უკიდურეს ჩრდილო დასავლეთ ნაწილს. პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. ამასთან, პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ:
ელნარა გარაბალოვას (პ/ნ: 28001036240), თოუზ ისკანდაროვას (პ/ნ: 28001055164), ფამილ ისკანდაროვის (პ/ნ: 28001059937) და ელიფ ისკანდაროვას (პ/ნ: 28001091481) თანასაკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო სარალში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 1135 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.09.24.949 სრულად) და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავების და ერთწლიანი კულტურის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.
მალეიქა ეიუბოვას (პ/ნ:28001062747) საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კიროვკაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 54000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.14.04.370) ნაწილის 16174 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავებისა და ერთწლიანი კულტურის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.
აისუნ მამედოვას (პ/ნ: 28001093201) და რასულ მამედოვის (პ/ნ: 28001066850) თანასაკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ კიროვკაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2230 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.14.04.787, სრულად) და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავების, ღობის და სხვა აქტივების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.
აბაიატ ჰასანოვას (პ/ნ: 28001091606), აზიზ ჰასანოვის (პ/ნ: 28001091605), გიულდარან შახნაზაროვას (პ/ნ:28001056867) და იკმატ ჰასანოვის (პ/ნ:28001002925) თანასაკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ ზემო სარალში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2368 კვ.მ მიწის ნაკვეთის ( საკადასტრო კოდი:№83.09.05.970) ნაწილის 1696 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავებისა და ერთწლიანი კულტურის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.
ნატიგ ახმედოვის (პ/ნ:№28001069700) საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დამია-გეურარხში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1638 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.14.04.879) ნაწილის 904 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავებისა და ერთწლიანი კულტურის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს შუამდგომლობები და დეპარტამენტს მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ-დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 3-4) მშენებლობის პროექტი.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 1135 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი:№83.09.24.949) თანამესაკუთრები არიან: ელნარა გარაბალოვა (პ/ნ: 28001036240), თოუზ ისკანდაროვა (პ/ნ: 28001055164), ფამილ ისკანდაროვი (პ/ნ: 28001059937) და ელიფ ისკანდაროვა (პ/ნ: 28001091481).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ელნარა გარაბალოვას, თოუზ ისკანდაროვას, ფამილ ისკანდაროვის და ელიფ ისკანდაროვას თანასაკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 1135 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: №83.09.24.949) სრულად და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები და ერთწლიანი კულტურა.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 54000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი:№83.14.04.370) მესაკუთრეა მალეიქა ეიუბოვა (პ/ნ: 28001062747).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა მალეიქა ეიუბოვას საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 54000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.14.04.370) ნაწილი 16174 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები და ერთწლიანი კულტურა.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2230 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი:№ 83.14.04.787) თანამესაკუთრეები არიან: აისუნ მამედოვა (პ/ნ: 28001093201) და რასულ მამედოვი (პ/ნ: 28001066850).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა აისუნ მამედოვას და რასულ მამედოვის თანასაკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2230 კვ.მ მიწის ნაკვეთი სრულად (საკადასტრო კოდი: №83.14.04.787) და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები, ღობე და სხვა აქტივები.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2368 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.09.05.970) თანამესაკუთრეები არიან: აბაიატ ჰასანოვა (პ/ნ: 28001091606), აზიზ ჰასანოვი (პ/ნ: 28001091605), გიულდარან შახნაზაროვა (პ/ნ: 28001056867) და იკმატ ჰასანოვი (პ/ნ: 28001002925).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა აბაიატ ჰასანოვას, აზიზ ჰასანოვის, გიულდარან შახნაზაროვას და იკმატ ჰასანოვის თანასაკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2368 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.09.05.970) ნაწილი – 1696 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები და ერთწლიანი კულტურა.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დამია-გეურარხში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1638 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.14.04.879) მესაკუთრეა ნატიგ ახმედოვი (პ/ნ: №28001069700).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ნატიგ ახმედოვის საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დამია-გეურარხში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1638 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.14.04.879) ნაწილი 904 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები და ერთწლიანი კულტურა.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
ვინაიდან დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2025 წლის 26 სექტემბრის სხდომის ოქმების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ – დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი – წითელი ხიდის და რუსთავი – სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 3-4) მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ:
1.1. ელნარა გარაბალოვას (პ/ნ: 28001036240), თოუზ ისკანდაროვას (პ/ნ: 28001055164), ფამილ ისკანდაროვის (პ/ნ: 28001059937) და ელიფ ისკანდაროვას (პ/ნ: 28001091481) თანასაკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 1135 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 83.09.24.949) სრულად, მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებსა და ერთწლიან კულტურაზე.
1.2. მალეიქა ეიუბოვას (პ/ნ: 28001062747) საკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 54000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი:№ 83.14.04.370) ნაწილზე – 16174 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებსა და ერთწლიან კულტურაზე.
1.3. აისუნ მამედოვას (პ/ნ: 28001093201) და რასულ მამედოვის (პ/ნ: 28001066850) თანასაკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2230 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სრულად (საკადასტრო კოდი: №83.14.04.787) და მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე, ღობეზე და სხვა აქტივებზე.
1.4. აბაიატ ჰასანოვას (პ/ნ: 28001091606), აზიზ ჰასანოვის (პ/ნ: 28001091605), გიულდარან შახნაზაროვას (პ/ნ: 28001056867) და იკმატ ჰასანოვის (პ/ნ: 28001002925) თანასაკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2368 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი:№83.09.05.970) ნაწილზე – 1696 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებსა და ერთწლიან კულტურაზე.
1.5 ნატიგ ახმედოვის (პ/ნ: №28001069700) საკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დამია-გეურარხში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1638 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.14.04.879) ნაწილზე – 904 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებსა და ერთწლიან კულტურაზე.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი