1.გაიცეს შპს „ჯეომედსერვისზე“ (ფაქტობრივი მისამართი: ფოთი, ცოტნე მირცხულავას ქუჩა N11; ს/კ 405085036) „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართი: „არასპეციალიზებული დახმარება“.
2.დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის და სალიცენზიო მოწმობის დანართის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.
3.დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
4.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).