სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№REG 1 25 00002116
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/10/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №REG 1 25 00002116

 2025 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

 სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1)  შესაბამისად, ვბრძანებ:

1. გაიცეს შპს ,,მედლაიფ 25"-ზე (ს/ნ 402344254; ფაქტობრივი  მისამართი: ქ. თბილისი, მირიან მეფის ქუჩა №3) „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართი - „არასპეციალიზებული დახმარება“.

2.დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის და სალიცენზიო მოწმობის დანართის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.

3.დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

4.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

5.ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: შპს ,,მედლაიფი 25"-ის (ს/ნ 402344254) დირექტორის, გიორგი კირვალიძის განცხადებები: №842060, 28.07.2025წ. და N879464, 06.08.2025წ.

ადგილზე შემოწმების აქტი: № ლნ - 3359-211, 12.09.2025წ.

ზეპირი მოსმენის  სხდომის ოქმი: №4, 18.09.2025წ.

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი   პაპუნა ცაავა