📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების თაობაზე

მიღების თარიღი 09.10.2025
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №70
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.105.016046
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 16/10/2025
604 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ახატანში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 21.01.2021 დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ვარსიმაანში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 21.10.2021 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რუხის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ რუხში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 05.05.2023 დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბიჩნიგაურებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 27.09.2024 ხობის მუნიციპალიტეტის შუა ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ჭითაუშქურისა და გვიმარონის ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 28.11.2025

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №70 2025 წლის 9 ოქტომბერი ქ. ზუგდიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მდებარე  უსახელო ქუჩების სახელდების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის  პირველი პუნქტის, მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის პირველი ივნისის №239 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ პუნქტის და მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის, რეგიონალური განვითარების სამინისტროს 2025 წლის 16 სექტემბრის MRD №01/1352 წერილის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2025 წლის  23 მაისის  №24-242514374 და პირველი ოქტომბრის №24-242527429  მომართვის და, შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება: 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მდებარე უსახელო ქუჩას, რომლის სათავედ განისაზღვროს სოფელ ანაკლიის შოთა რუსთაველის ქუჩის გადაკვეთა და გაგრძელდეს სოფელ ანაკლიის დავით გურამიშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, ეწოდოს საქართველოს ეროვნული გმირის – ჟიული შარტავას სახელი (დანართი №1). 2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მდებარე შოთა რუსთაველის ქუჩის I შესახვევს გადაერქვას სახელწოდება და მასთან ერთად უსახელო ქუჩის მონაკვეთი სოფელ ანაკლიის დავით გურამიშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, ასევე აღნიშნული ქუჩის I და II შესახვევი და I ჩიხი დამტკიცდეს ახალ ქუჩად, რომლის სათავედ განისაზვროს სოფელ ანაკლიის შოთა რუსთაველის ქუჩის გადაკვეთა და გაგრძელდეს სოფელ ანაკლიის დავით გურამიშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, აღნიშნულ ქუჩას, ასევე ამ ქუჩის I და II შესახვევსა და I ჩიხს ეწოდოს საქართველოს ეროვნული გმირის – გურამ გაბესკირიას სახელი (დანართი №2). 3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მდებარე უსახელო ქუჩას, რომლის სათავედ განისაზღვროს სოფელ ანაკლიის შოთა რუსთაველის ქუჩის გადაკვეთა, ეწოდოს შოთა რუსთაველის ქუჩის I შესახვევი (დანართი №3). 4.  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მდებარე უსახელო ქუჩას, რომლის სათავედ განისაზღვროს სოფელ ანაკლიის შოთა რუსთაველის ქუჩის გადაკვეთა, ეწოდოს საქართველოს ეროვნული გმირის – მამია ალასანიას ქუჩის სახელწოდება (დანართი №4). 5. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მდებარე უსახელო ქუჩას, რომლის სათავედ განისაზღვროს სოფელ ანაკლიის შოთა რუსთაველის ქუჩის გადაკვეთა, ეწოდოს შოთა რუსთაველის ქუჩის I ჩიხი (დანართი №5). 6. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მდებარე უსახელო ქუჩას, რომლის სათავედ განისაზღვროს სოფელ ანაკლიის შოთა რუსთაველის ქუჩის გადაკვეთა და გაგრძელდეს სოფელ ანაკლიის ცოტნე დადიანის ქუჩის გადაკვეთამდე, ასევე აღნიშნული ქუჩის I ჩიხს ეწოდოს საქართველოს ეროვნული გმირის – ამბროსი ხელაიას სახელი (დანართი №6). 7. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მდებარე უსახელო ქუჩას და მის ჩიხს, რომლის სათავედ განისაზღვროს სოფელ ანაკლიის შოთა რუსთაველის ქუჩის გადაკვეთა, ეწოდოს საქართველოს ეროვნული გმირის – მერაბ კოსტავას სახელი (დანართი №7). 8. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მდებარე უსახელო ქუჩას, რომლის სათავედ განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიის გურამ გაბესკირიას ქუჩის გადაკვეთა და ქუჩა გაგრძელდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცვანეს მიმართულებით, ეწოდოს საქართველოს ეროვნული გმირის – გენო ადამიას სახელი (დანართი №8). 9.  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მდებარე უსახელო ქუჩას, რომლის სათავედ განისაზღვროს სოფელ ანაკლიის ცოტნე დადიანის ქუჩის გადაკვეთა, ეწოდოს საზოგადო მოღვაწის, ქართველი მეცნიერისა და ლიტერატურათმცოდნის, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწისა და საპატიო ნიშნის ორდენოსანის – სერგი დანელიას სახელი (დანართი №9); 10. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მდებარე უსახელო ქუჩას და ამ ქუჩის I და II შესახვევს, რომლის სათავედ განისაზღვროს სოფელ ანაკლიის რევაზ ესართიას ქუჩის გადაკვეთა, ეწოდოს საქართველოს ისტორიული მხარის, გვიანდელი შუა საუკუნეების ხანის სამეგრელოს ძირითადი ნაწილის, სამეგრელოს სამთავროს მეორე სახელწოდების – ოდიშის ქუჩის სახელი (დანართი №10).  11. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმდინარე წლის 23 სექტემბრის №62 განკარგულება. 12. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  მერიაში, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. 13. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ  უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.). 14. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. 15. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქუჩა №12). საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                                           კახაბერ ჩანგელია