“სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.060.21.014.009.213
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება №3
2006 წლის 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებით (სსმ III, 03.01.2006, №1, მუხ.1) დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დებულება სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე.“.
2. მე-4 მუხლი მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დაზუსტებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, ხელშეკრულების მოქმედების სავარაუდო ვადა (მათ შორის, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შესაძლებლობა), ფასების არსებული დონე (შიდა ან/და საერთაშორისო ბაზარზე), მსგავსი შესყიდვების განხორციელების გამოცდილება. ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების შესახებ არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის მსურველი და პრეტენდენტი პირებისათვის (სანამ არ დადგება ამ ინფორმაციის გამჟღავნების აუცილებლობა), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ტენდერის მეშვეობით შესყიდვის განხორციელებისას სავარაუდო ღირებულების წინასწარი გამჟღავნება აუცილებელია შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე.“.
3. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2 სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის მსურველმა სატენდერო მოსაკრებელი უნდა გადაიხადოს სატენდერო დოკუმენტაციის მიღების ვადის გასვლამდე.“.
4. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) როცა შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 200 000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში 1 000 000 ლარს;“.
5. მე-13 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას სატენდერო პროცედურების შეწყვეტის თაობაზე, პრეტენდენტებს გარანტიების დამადასტურებელი დოკუმენტები უბრუნდებათ მათი მოთხოვნისთანავე.“.
6. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პრეტენდენტთა მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებები უნდა იყოს ხელმოწერილი ფიზიკური პირის ან პრეტენდენტი იურიდიული პირის ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ და წარედგინოს სატენდერო კომისიას დახურულ კონვერტებში. ხელმოუწერელი წინადადებები არ განიხილება.“.
7. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ორ ეტაპად ტენდერის ჩატარების შემთხვევაში პრეტენდენტები საკვალიფიკაციო მონაცემებთან ერთად სატენდერო კომისიას წარუდგენენ პირველად სატენდერო წინადადებებს და ზოგად მონაცემებს, ხოლო მეორე ეტაპზე სატენდერო კომისია იწვევს მხოლოდ იმ პრეტენდენტებს, რომლებიც თავისი საკვალიფიკაციო მონაცემებითა და შემოთავაზებული წინადადებებით შეესაბამებიან პირველი ეტაპისათვის დადგენილ პირობებს.“.
8. მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ორეტაპიანი ტენდერის პირველ ეტაპზე სატენდერო კომისიას უფლება აქვს გამართოს მოლაპარაკება ყველა პრეტენდენტთან (ცალ-ცალკე) პირველადი სატენდერო წინადადებების ნებისმიერი პირობის დაზუსტების და სატენდერო დოკუმენტაციის საბოლოო მოთხოვნების განსაზღვრის მიზნით. ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების დროს როგორც პირველადი, ისე საბოლოო სატენდერო წინადადება სატენდერო კომისიას წარედგინება დახურული კონვერტებით. კონვერტების გახსნის პროცედურა ტარდება ამ დებულების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული წესის თანახმად.“.
9. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ფასთა კოტირება შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს იმ საქონლის ან მომსახურების (გარდა ინტელექტუალური მომსახურებისა) შესყიდვისათვის, რომლის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია 50 000 ლარზე, აგრეთვე სამუშაოების შესყიდვისათვის, რომლის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია 120 000 ლარზე.“.
10. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი და 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23. ერთ პირთან მოლაპარაკება
1. ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის წესი განისაზღვრება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-10 მუხლით, და ამ დებულებით.
2. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, თუ:
ა) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 20 000 ლარს, ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 50 000 ლარს;
ბ) საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება, ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა. ექსკლუზიურ უფლებად საქონლის მიწოდებაზე, სამუშაოს შესრულებაზე, მომსახურების გაწევაზე არ განიხილება შემთხვევა, როცა არსებობენ სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომელთაც შეუძლიათ განახორციელონ ჩანაცვლებადი საქონლის მიწოდება, სამუშაოების შესრულება, მომსახურების გაწევა;
გ) არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, ასეთ შემთხვევაში შესასყიდი საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო ვადებს. შემსყიდველმა ორგანიზაციამ მაქსიმალურად უნდა აარიდოს თავი შესყიდვის განხორციელების გაჭიანურებას, რათა ხელოვნურად არ შეიქმნას შესყიდვის დაუყოვნებლივ განხორციელების აუცილებლობა. აღნიშნულ საკითხზე შემსყიდველი ორგანიზაცია გადაწყვეტილებას იღებს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შუამდგომლობით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით და/ან შემსყიდველ ორგანიზაციაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოს წერილობითი თანხმობისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით;
დ) მიმწოდებლისაგან მიღებული საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, აგრეთვე, თუ მიღებული საქონლის ან შესრულებული სამუშაოს შედეგის შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად აუცილებელია საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვის განხორციელება იმავე მიმწოდებლისაგან, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას;
ე) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგინდა შესყიდვების განხორციელება.
3. ერთ პირთან მოლაპარაკებას შესყიდვის განხორციელების შესახებ აწარმოებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი (პირები).
4. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ან მომსახურების ღირებულება აღემატება 50 000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში 120 000 ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ხელშეკრულების დადების შემდეგ გამოაქვეყნოს ინფორმაცია ხელშეკრულების დადების შესახებ გაზეთში „24 საათი“ 30 დღის ვადაში.“.
11. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.
„1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების გარანტირების მექანიზმი ან დაზღვევის მოთხოვნა. გარანტირების მექანიზმი ან დაზღვევის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ:
ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია წინასწარი ანგარიშსწორება;
ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 200 000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში 1 000 000 ლარს და გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5 პროცენტს და არ უნდა იყოს 2 პროცენტზე ნაკლები.“.
12. 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი და მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს, ამავე მუხლის მე-13 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „დანართი №6“, ასევე მე-11 პუნქტიდან ამოღებულ იქნ ე ს წინადადება „ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 10 დღისა“, და 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 29. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიში
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის თანახმად ყველა შემსყიდველი ორგანიზაცია ანგარიშვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წინაშე.
2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ანგარიშების შედგენის, შენახვისა და წარდგენის ზოგადი წესი განისაზღვრება „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ კანონის 22-ე მუხლით.
3. სახელმწიფო შესყიდვის ტენდერის მეშვეობით ჩატარების შემთხვევაში ტენდერის ყველა ეტაპი და სატენდერო პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, ქმედება, გადაწყვეტილება უნდა აისახოს სატენდერო კომისიის ოქმებში, ხოლო ურთიერთობა სატენდერო კომისიასა და ტენდერში მონაწილე პირთა შორის უნდა ხორციელდებოდეს წერილობითი ფორმით.
4. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ყოველი ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაციული მასალა აკინძოს ერთ საქმედ და უზრუნველყოს მისი შენახვა ხელშეკრულების დადებიდან სამი წლის განმავლობაში, ხოლო გრძელვადიანი (ორი წელი და მეტი) ხელშეკრულების დადების შემთხვევაში – ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.
5. სახელმწიფო შესყიდვის ტენდერის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ტენდერის ჩატარების შესახებ ოპერატიული ანგარიში წარუდგინოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადისა.
6. ოპერატიული ანგარიში უნდა შეიცავდეს ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებულ მონაცემებს:
ა) შესასყიდი საქონლის, სამუშაოს, მომსახურების მოკლე აღწერას და შესყიდვის საჭიროების დასაბუთებას (შესყიდვის მოსამზადებელი სამუშაოების დროს დადგენილი სავარაუდო ღირებულების ჩათვლით);
ბ) სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყაროს (კონკრეტული დასახელების მიხედვით);
გ) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შექმნილი სატენდერო კომისიის და მისი აპარატის წევრების, მოწვეული ექსპერტებისა და კონსულტანტების, შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა პასუხისმგებელი პირების სიას;
დ) სატენდერო კომისიის სხდომების ოქმებს, კომისიის წევრების დასკვნებს (შეფასებებს) განხილულ სატენდერო წინადადებებზე და სატენდერო დოკუმენტაციას;
ე) ინფორმაციას ტენდერის ჩატარების თაობაზე განცხადების გავრცელებისათვის გამოყენებული საინფორმაციო საშუალებების და გამოქვეყნების თარიღის შესახებ, გამოქვეყნებული განცხადების ასლს;
ვ) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტთა სიას და მათ მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების ასლებს;
ზ) ინფორმაციას შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ტენდერის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ;
თ) სატენდერო მოსაკრებელის დამადასტურებელი ქვითრის ასლს;
ი) დადებული ინტერესთა კონფლიქტის ამსახველ ხელწერილის ასლს;
კ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ასლს;
ლ) მოლაპარაკების წარმართვაზე, ხელშეკრულების დადებაზე, ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელ პირთა სიას.
7. სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შემთხვევაში, თუ საქონლისა და მომსახურების ღირებულება აღემატება 50 000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში 120 000 ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია წარუდგინოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოპერატიული ანგარიში სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.
8. ამ მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნული ანგარიში უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებსა და ინფორმაციას:
ა) შესასყიდი საქონლის, სამუშაოს, მომსახურების მოკლე აღწერას და შესყიდვის საჭიროების დასაბუთებას;
ბ) სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყაროს (კონკრეტული დასახელების მიხედვით);
გ) ცალკეულ შემთხვევებში, სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკებით განხორციელების აუცილებლობის დასაბუთებას;
დ) მოლაპარაკების წარმართვაზე, ხელშეკრულების დადებაზე, ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელ პირთა სიას;
ე) შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ასლს.
9. თუ შესყიდვის ობიექტის ღირებულება ნაკლებია 50 000 ლარზე, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში 120 000 ლარზე, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშები, შედგენილი დაფინანსების წყაროების მიხედვით, წარედგინება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ყოველკვარტალურად, არა უგვიანეს მომდევნო კვარტალის პირველი თვის 20 რიცხვისა.
10. ფასთა კოტირების მეთოდით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას ანგარიში უნდა შეიცავდეს შესყიდვაში მოწვეული ყველა მონაწილის შემდეგ დოკუმენტებს:
ა) მოწვევას მონაწილეობისათვის;
ბ) განცხადებას მონაწილეობაზე;
გ) ინფორმაციას ტექნიკური შესაბამისობის შესახებ;
დ) ინფორმაციას ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ;
ე) მხარეებს შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ასლს;
ვ) ყველა იმ დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტაციას, რომელიც მოითხოვა შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით.
11. ხელშეკრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიში დანართი №5-ის მიხედვით სააგენტოს წარედგინება ყოველკვარტალურად არა უგვიანეს მომდევნო კვარტ ა ლის პირველი თვის 20 რიცხვისა.
12. 50 000 ლარამდე ღირებულების საქონლისა და მომსახურების, ხოლო 120 000 ლარამდე ღირებულების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში სააგენტოს ანგარიში დანართი №4-ის მიხედვით წარედგინება ყოველკვარტალურად, არა უგვიანეს მომდევნო კვარტ ა ლის პირველი თვის 20 რიცხვისა.
13. ამ მუხლის მე-12 პუნქტში მითითებულ ანგარიშს უნდა დაერთოს საანგარიშო პერიოდში დადებულ ხელშეკრულებათა ასლები.
14. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლში მითითებული ანგარიშების შენახვა 3 წლის განმავლობაში.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ს. ვარსემაშვილი
| სახელმწიფო შესყიდვების (50 000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონლის, მომსახურებისა და 120 000 ლარზე ნაკლები ღირებულების სამუშაოთა) ანგარიში | დანართი№4
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
| (შემსყიდველი ორგანიზაცია) | კვარტალი | წელი | ||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
| ცხრილი 2.1. | ||||||||||||||||||||||||||||||||||
| № | შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების დაფინანსების წყარო | შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმით საანგარიშო კვარტალში გათვალისწინებული თანხა | შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული შესყიდვებისათვის ფაქტობრივად მიღებული თანხა | ||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1 | 2 | 3 | |||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1 | სახელმწიფო ბიუჯეტით |
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
| 2 | ადგილობრივი ბიუჯეტით |
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
| 3 | საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახსრებით |
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
| 4 | უცხოეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე კრედიტის სახით მიღებული სახსრებით |
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
| 5 | უცხოეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დახმარების სახით მიღებული სახსრებით |
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
| 6 | კერძო სამართლის იურიდიული პირის სახსრებით რომლის საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო |
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
| ერთ პირთან მოლაპარაკება | |||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ცხრილი 2.2. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||
| № |
| შესყიდული საქონლის, მომსახურების, სამუშაოს დასახელება | განზომი-ლების ერთეული | შესყიდული საქონლის, მომსახურების, სამუშაოს რაოდენობა ან მოცულობა | შესყიდული საქონლის, მომსახურების, სამუშაოს ერთეულის ფასი | შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულე-ბის ღ ი რებულება | შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა | მიწოდებული საქონლის, გაწეული მომსახურების, შესრულებული სამუშაოს საერთო ღირებულება | მიწოდებულ საქონელზე, მომსახურება-ზე, სამუშაოზე ფაქტ ობრივად გადახდილი თანხა (საკასო შესრულება) | საანგარიშო კვარტალში შესყიდვის შედეგად მიმწოდებელთან წარმოქმნილი დებიტორული და კრედიტორული დავალიანება | მიმწო-დებელი | ||||||||||||||||||||||||||
| დებიტო-რული | კრედი-ტორული |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1 | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | |||||||||||||||||||||||||
| 2 | საქონელი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||
| 3 | 2 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||
| 4 | 3 |
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||
| 5 | n |
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||
| 6 | მომსახურება | 1 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||
| 7 | 2 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||
| 8 | 3 |
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||
| 9 | n |
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||
| 10 | სამუშაო | 1 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||
| 11 | 2 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||
| 12 | 3 |
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||
| 13 | n |
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||
| ფასთა კოტირება | |||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ცხრილი 2.3. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||
| № |
| შესყიდული საქონლის, მომსახურების, სამუშაოს დასახელება | განზომი-ლების ერთეული | შესყიდული საქონლის, მომსახურე-ბის, სამუშაოს რაოდენობა ან მოცულობა | შესყიდული საქონლის, მომსახურე-ბის, სამუშაოს ერთეულის ფასი | შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულე-ბის ღ ი რებულება | შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულე-ბის მოქმედების ვადა | მიწოდებული საქონლის, გაწეული მომსახურების, შესრულებული სამუშაოს საერთო ღირებულება | მიწოდებულ საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე ფაქტ ობრივად გადახდილი თანხა (საკასო შესრულება) | საანგარიშო კვარტალში შესყიდვის შედეგად მიმწოდებელთან წარმოქმნილი დებიტორული და კრედიტორული დავალიანება | მიმწო-დებელი | ||||||||||||||||||||||||||
| დებიტო-რული | კრედი-ტორული |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1 | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | |||||||||||||||||||||||||
| 2 | საქონელი | 1 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||
| 3 | 2 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||
| 4 | 3 |
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||
| 5 | n |
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||
| 6 | მომსახურება | 1 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||
| 7 | 2 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||
| 8 | 3 |
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||
| 9 | n |
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||
| 10 | სამუშაო | 1 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||
| 11 | 2 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||
| 12 | 3 |
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||
| 13 | n |
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||
| ღია ტენდერი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ცხრილი 2.4. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||
| № |
| შესყიდული საქონლის, მომსახურე-ბის, სამუშაოს დასახელება | განზომილე-ბის ერთეული | შესყიდული საქონლის, მომსახურე-ბის, სამუშაოს რაოდენობა ან მოცულობა | შესყიდული საქონლის, მომსახურე-ბის, სამუშაოს ერთეულის ფასი | შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულე-ბის ღ ი რებულება | შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულე-ბის მოქმედების ვადა | მიწოდებული საქონლის, გაწეული მომსახურების, შესრულებული სამუშაოს საერთო ღირებულება | მიწოდებულ საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე ფაქტ ობრივად გადახდილი თანხა (საკასო შესრულება) | საანგარიშო კვარტალში შესყიდვის შედეგად მიმწოდებელთან წარმოქმნილი დებიტორული და კრედიტორული დავალიანება | მიმწო-დებელი | ||||||||||||||||||||||||||
| დებიტო-რული | კრედიტო-რული |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1 | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | |||||||||||||||||||||||||
| 2 | საქონელი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||
| 3 | 2 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||
| 4 | 3 |
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||
| 5 | n |
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||
| 6 | მომსახურება | 1 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||
| 7 | 2 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||
| 8 | 3 |
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||
| 9 | n |
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||
| 10 | სამუშაო | 1 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||
| 11 | 2 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||
| 12 | 3 |
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||
| 13 | n |
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||
| არსებული დავალიანება საანგარიშო კვარტ ა ლის დასაწყისში |
|
| საანგარიშო კვარტლის ბოლოს წარმოქმნილი საერთო დავალიანება |
| |||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||
| შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი: |
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
| მთ. ბუღალტერი: |
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
| შესყიდვების კოორდინატორი: |
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი #5
ანგარიში
ხელშეკრულებისშესრულებისმიმდინარეობისშესახებ[1]
------------------------------------------------------------------------------------------- -------------- --------------
(შემსყიდველი ორგანიზაცია) (შევსების თარიღი)
1. დაფინანსების წყარო -----------------------------------------------------------------------------------------------
2. შესყიდვის განხორციელების საშუალება: -----------------------------------------------------------------------------------------------------
3. შესყიდვის პროცედურების განხორციელების ვადები -----------------------------------------------------------
4. ხელშეკრულების ნომერი -----------------------------------------------------------------
5. ხელშეკრულების მოქმედების ვადა --------------------------------------------------------------------------------
6. შესყიდვის ობიექტის დასახელება ------------------------------------------------------------------------------------------------------------
7. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ------------------------------------------
8. შესყიდვის საერთო ღირებულება, რაოდენობა ან მოცულობა (ხელშეკრულების მიხედვით). --------------------------; ---------------------------------
(ღირებულება) (რაოდენობა ან მოცულობა)
9. ჰქონდა თუ არა ადგილი ხელშეკრულების პირობების შეცვლას:
დიახ არა
10. ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასის შეცვლის შემთხვევაში გთხოვთ მიუთითოთ რამდენი %-ით გაიზარდა
ან შემცირდა ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასი: + ------- %. – –––– %.
11. ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის შესახებ:
11.1. ინფორმაცია მიწოდებული საქონლის შესახებ
| № | მიწოდებული საქონლის, დასახელება
| ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის რაოდენიბა ან მოცულობა | ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის ერთეულის ფასი | ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის მთლიანი ფასი (შესყიდვის ღირებულება) |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
| 1 . . n |
|
|
|
|
|
|
|
| სულ ჯამი: |
|
11.2. ინფორმაცია ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოსა და/ან ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესახებ:
ფაქტობრივად შესრულებულია: 11.2.1. სამუშაოს ---------- %, რომლის შესაბამისი ღირებულებაა -------------------------.
11.2.2. მომსახურების ---------%, რომლის შესაბამისი ღირებულებაა ---------------------.
12. მიმწოდებლისათვის ფაქტობრივად გადახდილი თანხა (საკასო შესრულება)-------------------------------------------------------.
13. საანგარიშო კვარტ ა ლის ბოლოსათვის მიმწოდებელთან წარმოქმნილი დავალიანება:
დებიტორული ------------ კრედიტორული ------------
14. იყო თუ არა გამოყენებული საჯარიმო სანქციები, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო:
14.1. დიახ: იყო შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართ 14.2 არა
იყო მიმწოდებლის მიმართ
14.1.2. საჯარიმო სანქციების გამოყენების შემთხვევაში გთხოვთ მიუთითოთ მისი ფორმა და ოდენობა:
|
| საჯარიმო სანქციების ფორმა | საჯარიმო სანქციების ოდენობა |
|
|
|
|
15. მიმწოდებელი ორგანიზაციის სრული დასახელება და მისამართი: --------------------------------------------------------------------------
16. მიმწოდებელი ორგანიზაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა: ---------------------------------------------
შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი:
შესყიდვების კოორდინატორი:
მთ. ბუღალტერი:
[1] წინამდებარე ფორმა ივსება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დადებული კონკრეტული ხელშეკრულების საფუძველზე, ნაზარდი ჯამით.