„შპს ილიონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

მიღების თარიღი 08.10.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №3/12/1884
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.043906
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 17/10/2025
971 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ფრიდონ ბასილაია და აკაკი თოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 97% 04.11.2022 საქართველოს მოქალაქე მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 30.03.2018 თენგიზ ორჯონიკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 17.12.2019 ირაკლი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 22.09.2023 თინა ბოჭორიშვილი და იური დვალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 19.04.2024

დოკუმენტის ტექსტი

„შპს ილიონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის განჩინება №3/12/1884 2025 წლის 8 ოქტომბერი ქ. ბათუმი პლენუმის შემადგენლობა : რევაზ ნადარაია – სხდომის თავმჯდომარე ; ევა გოცირიძე – წევრი ; გიორგი თევდორაშვილი – წევრი , მომხსენებელი მოსამართლე ; ირინე იმერლიშვილი – წევრი ; გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი ; მანანა კობახიძე – წევრი ; ვასილ როინიშვილი – წევრი ; თეიმურაზ ტუღუში – წევრი. სხდომის მდივანი : დარეჯან ჩალიგავა . საქმის დასახელება : „შპს ილიონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. დავის საგანი : „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 13​1 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით. I აღწერილობითი ნაწილი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით ( რეგისტრაციის №1884) მომართა „შპს ილიონმა“. №1884 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2025 წლის 8 აგვისტოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა , ზეპირი მოსმენის გარეშე , გაიმართა 2025 წლის 8 ოქტომბერს. 2. №1884 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია : საქართველოს კონსტი ტუციის 31-ე მუხლი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნტი, 31-ე მუხლი, 31​1 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. 3. „ საერთო სასამართლოების შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 13​1 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქების წესს. კერძოდ, „სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და აუდიოჩაწერა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი ახორციელებს. სასამართლოს შეუძლია , გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღებისა და აუდიოჩაწერის მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს. სასამართლოში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა, აგრეთვე ტრანსლაცია შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით , საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით.“ 4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აღიარებულია ყოველი ადამიანის უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. აღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტით კი განსაზღვრულია, მათ შორის, ინფორმაციაზე თავისუფლად წვდომის უფლების შეზღუდვის საფუძვლები და წესი. 5. №1884 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმის საფუძველზე, მედიასაშუალებები სრულად არიან მოკლებული შესაძლებლობას , გააშუქონ სასამართლო სხდომები მაშინ, როდესაც სადავო ნორმის წინარე რედაქცია, მართალია , სათანადო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, თუმცა იძლეოდა ს ასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქების შესაძლებლობას. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმა, გამონაკლისის გარეშე, გაუმართლებლად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებას. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმას არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი, რის გამოც, იგი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით. II სამოტივაციო ნაწილი 1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება , თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს . „ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 31- ე მუხლის მე -2 პუნქტის თანახმად , „ კონსტიტუციური სარჩ ელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 31​1 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი , განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. 2. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად , მოსარჩელე მხარე ვალდებულია , რომ კონსტიტუციურ სარჩელში წ არმოდგენილი არგუმენტაციით, სასამართლო დაარწმუნოს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობაში. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ძირითადი უფლების შეზღუდვაზე მითითება, აუცილებელია, მოსარჩელემ წარმოადგინოს არგუმენტაცია, რომელიც გარკვეული ხარისხით, მიუთითებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე ( იხ ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის №2/11/1619 განჩინება საქმეზე „ სალომე ზეინკლიშვილი , მარიამ ტაგანაშვილი , ანა ნაკანი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის №1/3/1555 განჩინება საქმეზე „გივი ლუაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1416 განჩინება საქმეზე „„ შპს სვეტი დეველოპმენტი “, „ შპს სვეტი ჯგუფი “, „ შპს სვეტი “, „ შპს სვეტი ნუცუბიძე “, გივი ჯიბლაძე , თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე საქა რთველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/8/1496 განჩინება საქმეზე „თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ ). მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მიიჩნევა , რომ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია ადასტურებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობას . 3. №1884 კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთება შემოიფარგლება იმაზე მითითებით, რომ სადავო ნორმა , ლეგიტიმური მიზნის გარეშე , ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლებას. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარეს საერთოდ არ წარმოუდგენია არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით , თუ რატომ მიიჩნევს სადავო ნორმას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის საწინააღმდეგოდ. მოსარჩელე მხარე არ ასაბუთებს , სადავო ნორმის შედეგად , ძირითადი უფლების შეზღუდვას/დარღვევას. მხარე ასევე არ წარმოაჩენს საკუთარ არგუმენტაციას, უფლებით დაცულ რა ასპექტს უზღუდავს სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქების არსებული წესი. გარდა ამისა, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი დასაბუთება, რომ სადავო ნორმის საფუძველზე , საფრთხე ექმნება მოსარჩელის სამაუწყებლო საქმიანობას ან/და , მისი მხრიდან , საქართველოს კონსტიტუციით დაცული ინფორმაციის გავრცელების უფლებით სარგებლობას. 4. შესაბამისად, №1884 კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი არ არის არგუმენტაცია , რომელიც „ საერთო სასამართლოების შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 13​1 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქების წესის შესაძლო არაკონსტიტუციურობას წარმოაჩენდა. 5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1884 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31​1 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 31​3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. III სარეზოლუციო ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 27​1 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 31​1 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 31​2 მუხლის მე-8 პუნქტის, 31​3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 31​5 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 31​6 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ე ნ ს: 1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1884 კონსტიტუციური სარჩელი („„შპს ილიონი “ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). 2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. 3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. პლენუმის შემადგენლობა: რევაზ ნადარაია ევა გოცირიძე გიორგი თევდორაშვილი ირინე იმერლიშვილი გიორგი კვერენჩხილაძე მანანა კობახიძე ვასილ როინიშვილი თეიმურაზ ტუღუში