ნ. ბოხუას სახელის უკვდავყოფის შესახებ

მიღების თარიღი 27.09.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №598
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000032 111
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 2, 29/09/1995
129 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ნ. ბოხუას სახელის უკვდავყოფის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №598 1995 წლის 27 სექტემბერი ქ. თბილისი ნ. ბოხუას სახელის უკვდავყოფის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: გამოჩენილი ქართველი მედიკოსის, საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი ანგიოლოგის, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ქირურგის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ანგიოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოსის, ვახტანგ გორგასლის ორდერის კავალერის ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ბოხუას სახელის უკვდავყოფის მიზნით: 1. ქალაქ თბილისის მერიამ უზრუნველყოს: – ქ. თბილისის ერთ-ერთი ქუჩისათვის ნოდარ ბოხუას სახელის მიკუთვნება; – ნოდარ ბოხუას ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართობის გამოყოფა; – ნოდარ ბოხუას საცხოვრებელი სახლის მემორიალური დაფით შემკობა. 2. დაწესდეს ქალაქ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის ნოდარ ბოხუას სახელობის სტიპენდია. 3. საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ: – უზრუნველყოს აკადემიკოს ნოდარ ბოხუას მეუღლის შრომითი მოწყობა; – გამოუყოს ნოდარ ბოხუას ოჯახს მსუბუქი ავტომანქანა. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე                      ზ. კერვალიშვილი