ნ. ბოხუას სახელის უკვდავყოფის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი ჯანმრთელობა
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის

მინისტრთა კაბინეტის

დადგენილება №598

1995 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

ნ. ბოხუას სახელის უკვდავყოფის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

გამოჩენილი ქართველი მედიკოსის, საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი ანგიოლოგის, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ქირურგის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ანგიოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოსის, ვახტანგ გორგასლის ორდერის კავალერის ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ბოხუას სახელის უკვდავყოფის მიზნით:

1. ქალაქ თბილისის მერიამ უზრუნველყოს:

– ქ. თბილისის ერთ-ერთი ქუჩისათვის ნოდარ ბოხუას სახელის მიკუთვნება;

– ნოდარ ბოხუას ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართობის გამოყოფა;

– ნოდარ ბოხუას საცხოვრებელი სახლის მემორიალური დაფით შემკობა.

2. დაწესდეს ქალაქ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის ნოდარ ბოხუას სახელობის სტიპენდია.

3. საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ:

– უზრუნველყოს აკადემიკოს ნოდარ ბოხუას მეუღლის შრომითი მოწყობა;

– გამოუყოს ნოდარ ბოხუას ოჯახს მსუბუქი ავტომანქანა.

საქართველოს რესპუბლიკის

პრემიერ-მინისტრის მოადგილე                      ზ. კერვალიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ნ. ბოხუას სახელის უკვდავყოფის შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „ნ. ბოხუას სახელის უკვდავყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „ნ. ბოხუას სახელის უკვდავყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „ნ. ბოხუას სახელის უკვდავყოფის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6648359/