„კომერციული ბანკების მიერ ფილიალის, განყოფილებისა (სერვისცენტრის) და წარმომადგენლობის შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე"
მიღების თარიღი 05.09.2006
ძალის დაკარგვა 25.02.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №240
სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.18.011.009.218
გამოქვეყნების წყარო სსმ, 127, 15/09/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„კომერციული ბანკების მიერ ფილიალის, განყოფილებისა (სერვისცენტრის) და წარმომადგენლობის შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Arial;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.18.011.009.218
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №240
2006 წლის 5 სექტემბერი
ქ. თბილისი
კომერციული ბანკების მიერ ფილიალის, განყოფილებისა (სერვისცენტრის) და წარმომადგენლობის შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხლების, აგრეთვე „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს კომერციული ბანკების მიერ ფილიალის, განყოფილებისა (სერვისცენტრების) და წარმომადგენლობის შექმნის თანდართული წესი.
2. კომერციულმა ბანკებმა უზრუნველყონ მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა 2007 წლის 1 იანვრამდე.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 30 ნოემბრის №116 ბრძანება ,,საბანკო დაწესებულებების მიერ ფილიალების გახსნისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გოცირიძე
კომერციული ბანკების მიერ ფილიალის, განყოფილებისა (სერვისცენტრის) და წარმომადგენლობის შექმნის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი განსაზღვრავს კომერციული ბანკების მიერ ფილიალის, განყოფილებისა (სერვისცენტრის) (შემდგომში – განყოფილება) და წარმომადგენლობის შექმნის წესსა და პირობებს.
2. ამ წესის შემუშავების საფუძველს წარმოადგენს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონები, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
3. კომერციულ ბანკს შეუძლია დააარსოს ფილიალი და წარმომადგენლობა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის გარეთ, ხოლო განყოფილებები – მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ფილიალი – კომერციული ბანკის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც იქმნება სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით და უფლებამოსილია „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული საბანკო საქმიანობიდან განახორციელოს მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მისთვის დებულებით განსაზღვრული საქმიანობა;
ბ) განყოფილება (სერვისცენტრი) – კომერციული ბანკის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც იქმნება სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, უშუალოდ ექვემდებარება სათავო ბანკს ან მის ფილიალს და უფლებამოსილია განახორციელოს საბანკო საქმიანობა მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მისთვის დებულებით განსაზღვრული საბანკო საქმიანობის სახეობათა ფარგლებში;
გ) წარმომადგენლობა – კომერციული ბანკის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უფლებამოსილი არ არის განახორციელოს საბანკო საქმიანობა და კომერციული ბანკის სახელით აწარმოებს მხოლოდ ინფორმაციის შეგროვებას, პოტენციური კლიენტების მოძიებას, მარკეტინგულ კვლევას და სხვა მსგავსი სახის საქმიანობას;
დ) დებულება – დოკუმენტი, რომელიც ასახავს ფილიალისა და განყოფილების დაარსების, ფუნქციონირების, მართვის პირობებსა და წესს, მათ შორის, თანამშრომელთა და ადმინისტრატორთა უფლებამოსილებას კომერციული ბანკის სახელით აწარმოონ საბანკო საქმიანობა;
ე) უცხოეთის სახელმწიფო საბანკო ზედამხედველობის ორგანო – სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ამ ქვეყნის იურისდიქციაში მყოფი საბანკო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირებასა და ზედამხედველობას.
მუხლი 3🔗. ფილიალისა და განყოფილების დაარსებისთვის აუცილებელი პირობები
1. კომერციულ ბანკს უფლება აქვს დააარსოს ფილიალი ან განყოფილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბანკში ჩატარებული ბოლო შემოწმების შედეგად ბანკს მინიჭებული აქვს CAMEL-ის რეიტინგის მიხედვით პირველი, მეორე ან მესამე კატეგორია;
ბ) ფილიალს ან/და განყოფილებას აქვს შესაბამისი ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა, ჰყავს კვალიფიციური კადრები და მზადაა კლიენტებსა და სათავო ბანკთან (ფილიალთან) დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების განსახორციელებლად;
გ) მიღებული აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობა ფილიალის ან/და განყოფილების შექმნის თაობაზე.
2. კომერციული ბანკი უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკის ფილიალის ან/და განყოფილების დაარსებისთვის თანხმობის მისაღებად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. თუ კომერციული ბანკი ვერ აკმაყოფილებს მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, საქართველოს ეროვნული ბანკი არ მისცემს თანხმობას კომერციულ ბანკს ფილიალისა ან/და განყოფილების შექმნის თაობაზე.
მუხლი 4🔗. შუამდგომლობა ფილიალის დასაარსებლად თანხმობის მიღების შესახებ
1. კომერციული ბანკი საქართველოს ტერიტორიაზე ფილიალის შექმნის მიზნით, თანხმობის მისაღებად განცხადებით მიმართავს ეროვნულ ბანკს.
2. განცხადებას თან უნდა ახლდეს შემდეგი საბუთები:
ა) ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება ფილიალის შექმნაზე;
ბ) ინფორმაცია ფილიალის მიერ საბანკო საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფის თაობაზე.
3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული საბუთების სრულყოფილად წარმოდგენის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს ფილიალის დაარსების საკითხს და არა უგვიანეს 15 სამუშაო დღისა წერილობით აცნობებს განმცხადებელ კომერციულ ბანკს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
4. ფილიალის შექმნის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობის მიღების შემდეგ კომერციული ბანკი ვალდებულია ეროვნულ ბანკს 30 სამუშაო დღის განმავლობაში წარუდგინოს შემდეგი საბუთები:
ა) შესაბამისი საგადასახადო ორგანოს ბრძანება და ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ფილიალის რეგისტრაციის შესახებ;
ბ) ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ფილიალის დებულება;
გ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს იმ უძრავი ქონების საკუთრების ან სარგებლობის უფლებას, სადაც განთავსებული იქნება ბანკის ფილიალი;
დ) სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება ფილიალის ადმინისტრატორების დანიშვნის შესახებ და აღნიშნულ ადმინისტრატორებთან დაკავშირებული „კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების“ შესახებ დებულებით განსაზღვრული დოკუმენტაცია.
5. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში სრულყოფილად წარუდგენლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი წერილობით აცნობებს კომერციულ ბანკს მის მიერ ფილიალის შექმნაზე გაცემული თანხმობის შესაძლო გაუქმების შესახებ.
მუხლი 5🔗. შუამდგომლობა განყოფილების დასაარსებლად თანხმობის მიღების შესახებ
1. კომერციული ბანკი განოფილების შექმნის მიზნით, თანხმობის მისაღებად განცხადებით მიმართავს ეროვნულ ბანკს.
2. განცხადებას თან უნდა ახლდეს შემდეგი საბუთები:
ა) ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება განყოფილების შექმნასთან დაკავშირებით;
ბ) განყოფილების დებულება, რომელშიც წარმოდგენილი უნდა იყოს სათავო ბანკის ან ფილიალის მიერ მისთვის დაკისრებული უფლებები და მოვალეობები;
გ) გადაწყვეტილება განყოფილების ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ ან მინდობილობა პირისთვის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე.
3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული საბუ-თების სრულყოფილად წარდგენის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს განყოფილების გახსნის საკითხს და არა უგვიანეს 15 სამუშაო დღისა წერილობით აცნობებს განმცხადებელ კომერციულ ბანკს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
4. კომერციული ბანკი ვალდებულია განყოფილების შექმნის თაობაზე ეროვნული ბანკის თანხმობის მიღე-ბიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში ეროვნულ ბანკს წარუდგინოს შემდეგი საბუთები:
ა) სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება განყოფილების ადმინისტრატორთა დანიშვნის შესახებ და აღნიშნულ ადმინისტრატორებთან დაკავშირებული „კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ“ დებულებით განსაზღვრული დოკუმენტაცია;
ბ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს იმ უძრავი ქონების საკუთრების ან სარგებლობის უფლებას, სადაც განთავსებული იქნება განყოფილება.
5. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში სრულყოფილად წარუდგენლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი წერილობით აცნობებს კომერციულ ბანკს მის მიერ განყოფილების შექმნაზე გაცემული თანხმობის შესაძლო გაუქმების შესახებ.
მუხლი 6🔗. წარმომადგენლობის შექმნა
კომერციული ბანკის მიერ წარმომადგენლობის შექმნის შემთხვევაში ეროვნულ ბანკში წარდგენილ უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება წარმომადგენლობის შექმნის თაობაზე;
ბ) ინფორმაცია წარმომადგენლობის ადგილმდებარეობის შესახებ;
გ) ინფორმაცია წარმომადგენლობის ადმინისტრატორთა (წარმომადგენელთა) შესახებ;
დ) წარმომადგენლობის საქმიანობის აღწერილობა და სათავო ბანკის მიერ მისთვის დაკისრებული უფლება-მოვალეობანი.
მუხლი 7🔗. საქართველოს ფარგლებს გარეთ ფილიალის დაარსება
1. კომერციული ბანკის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ ფილიალის დაარსების თაობაზე ეროვნულ ბანკში წარდგენილ განცხადებას თან უნდა ახლდეს შემდეგი საბუთები:
ა) ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება ფილიალის შექმნაზე;
ბ) ფილიალის 3-წლიანი ბიზნესგეგმა, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად დასაბუთებული უნდა იყოს მისი დაარსების ეკონომიკური მიზანშეწონილობა, აგრეთვე სათავო ბანკის მიერ მისთვის დაკისრებული უფლებები და მოვალეობები;
გ) განცხადებისა და მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის ასლი, რომელიც წარედგინა ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით უცხოეთის სახელმწიფო საბანკო ზედამხედველობის ორგანოს ფილიალის დაარსებასთან დაკავშირებით;
დ) იმ ნორმატიული აქტების სრული პაკეტი, რომლის საფუძველზეც ფილიალის ადგილსამყოფელ ქვეყანაში ხორციელდება მისი ლიცენზირება და საქმიანობის რეგულირება.
2. მე-7 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს ფილიალის გახსნის საკითხს და არა უგვიანეს 15 სამუშაო დღისა წერილობით აცნობებს განმცხადებელ კომერციულ ბანკს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
3. კომერციული ბანკი ვალდებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ ფილიალის დაარსებიდან (რეგისტრაციიდან) 45 სამუშაო დღის ვადაში ეროვნულ ბანკს დამატებით წარუდგინოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ლეგალიზებული ან დამოწმებული აპოსტილით, ასევე ქართულ ენაზე თარგმნილი სანოტარო წესით დამოწმებული შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაცემული ფილიალის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ფილიალის დებულება;
გ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს იმ უძრავი ქონების საკუთრების ან სარგებლობის უფლებას, სადაც განთავსებულია ბანკის ფილიალი;
დ) სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება ფილიალის ადმინისტრატორების დანიშვნის შესახებ და აღნიშნულ ადმინისტრატორებთან დაკავშირებული „კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ“ დებულებით განსაზღვრული დოკუმენტაცია.
მუხლი 8🔗. ბანკის ფილიალის, განყოფილებისა და წარმომადგენლობის საქმიანობის შეწყვეტა
1. ბანკის ფილიალის, გარდა ქვეყნის გარეთ დაარსებული ფილიალისა, ასევე განყოფილებისა და წარმომადგენლობის საქმიანობის შეწყვეტის საფუძველია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება.
2. ქვეყნის გარეთ დაარსებული ფილიალის საქმიანობის შეწყვეტის საფუძველია:
ა) ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება;
ბ) შესაბამისი ქვეყნის საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილება ფილიალისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ.
3. კომერციული ბანკი ვალდებულია, რომელიმე სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობოს ეროვნულ ბანკს.