საერთაშორისო საზღვაო კონვენციებთან საქართველოს რესპუბლიკის შეერთების შესახებ

მიღების თარიღი 09.09.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №562
სარეგისტრაციო კოდი 000000430.02(0).000.000022 172
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 9, 29/09/1995
203 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საერთაშორისო საზღვაო კონვენციებთან საქართველოს რესპუბლიკის შეერთების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №562 1995 წლის 9 სექტემბერი ქ. თბილისი საერთაშორისო საზღვაო კონვენციებთან საქართველოს რესპუბლიკის შეერთების შესახებ მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის საზღვაო დეპარტამენტის წინადადება საქართველოს რესპუბლიკის შეერთების შესახებ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ეგიდით მიღებულ შემდეგ საერთაშორისო კონვენციებთან. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: მიღებულ იქნეს: 1. გაეროს კონვენცია „საზღვაო სამართლის შესახებ“ – 1982 წელი; 2. საერთაშორისო კონვენცია „კონოსამენტზე ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ (ჰააგის წესები)“ - ბრიუსელი, 1924 წელი (დეპოზიტარი – ბელგიის მთავრობა); 3. 1968 წლის ცვლილებების ოქმი, რომლებიც შეტანილია ბრიუსელის საერთაშორისო კონვენციაში „კონოსამენტის ზოგიერთი წესების უნიფიკაციის შესახებ“ – 1924 წელი. 4. გაეროს კონვენცია „ტვირთის ზღვით გადაზიდვით შესახებ“ – 1973 წელი (ჰამბურგის წესები) (დეპოზიტარი – გაერო). 5. გაეროს კონვენცია ტვირთის საერთაშორისო შერეული გადაზიდვის შესახებ 1980 წელი დანართებითა და დამატებებით (დეპოზიტარი – გაერო). 6. იორკ-ანტვერპენის წესები – 1974 წელი. 7. გაეროს კონვენცია „სატრანსპორტო ტერმინალების ოპერატორთა პასუხისმგებლობის შესახებ საერთაშორისო ვაჭრობაში“ 1992 წელი (დეპოზიტური – გაერო). საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO)-ს კონვენციები: ა) საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ეხება მზადყოფნას ზღვის ნავთობით გაჭუჭყიანების შემთხვევაში, მასთან ბრძოლას და თანამშრომლობას, 1990 წელი; ბ) კონვენცია, რომელიც ეხება პასუხისმგებლობის შეზღუდვას საზღვაო პრეტენზიებზე, 1976 წელი. 8. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნულ საერთაშორისო კონვენციებთან საქართველოს რესპუბლიკის შეერთების დოკუმენტის გადაგზავნა სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციებში. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                                                             ო. ფაცაცია