პროფესორ პლატონ შუშანიას სახელის უკვდავყოფის შესახებ

მიღების თარიღი 23.10.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №677
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000056 111
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 10, 31/10/1995
87 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

პროფესორ პლატონ შუშანიას სახელის უკვდავყოფის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №677 1995 წლის 23 ოქტომბერი ქ. თბილისი პროფესორ პლატონ შუშანიას სახელის უკვდავყოფის შესახებ გამოჩენილი ქართველი მედიკოსის, მეცნიერის, პედაგოგის, საზოგადო მოღვაწის, საქართველოში მეანობა-გინეკოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლის პროფესორ პ. შუშანიას სახელის უკვდავყოფის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. დაკმაყოფილდეს საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს თხოვნა და ქ. თბილისის № 3 სამშობიარო სახლს მიენიჭოს პროფესორ პლატონ შუშანიას სახელი. 2. ქ. თბილისის მერიამ განიხილოს ქ. თბილისის ერთ-ერთი ქუჩისათვის პ. შუშანიას სახელის მიკუთვნების საკითხი. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                       ზ. კერვალიშვილი