“შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2006 წლის ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №53/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№246/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470.020.000.22.035.009.221
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 127, 15/09/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.020.000.22.035.009.221

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №246/ნ

2006 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

„შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2006 წლის ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №53/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2006 წლის ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №53/ნ ბრძანებაში (სსმ III, 2006 წ., №21, მუხ. 257) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების პირველ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ №4-ში (მოსახლეობის სტაციონარული დახმარების 2006 წლის სახელმწიფო პროგრამა):

ა.ა) 56-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. 0-3 წლამდე ბავშვთა სტაციონარული მომსახურება უფასოა.”.

ა.ბ) 138-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამული ღონისძიებების მაღალი რესურსტევადობის გამო გამოყენებულ იქნება მოსახლეობის მხრიდან თანაგადახდის პრინციპი. პაციენტის მხრიდან 25%-ის ოდენობით, ხოლო სამიდან თხუთმეტ წლამდე ასაკის ბავშვებში და მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობისთვის პაციენტის მხრიდან თანაგადახდა იქნება 20%.”.

ა.გ) 182-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 182. განხორციელების გეგმა

1. მუდმივ, ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებები, რომლებიც მთლიანად უნდა დაფინანსდეს კომპონენტის ფარგლებში:

ა) ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა. ფიქსატორის ამოღება;

ბ) ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობები. ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაცია;

გ) რეგიონული ენტერიტი;

დ) მალაბსორბცია გამოწვეული ტოლერანტობის დარღვევით;

ე) ცელიაკია;

ვ) ცისტური ფიბროზი (მუკოვისციდოზი);

ზ) იუვენილური დერმატომიოზიტი;

თ) იუვენილური მაანკილოზებელი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება);

ი) რეიტერის დაავადება;

კ) სისტემური სკლეროზი (სკლეროდერმია);

ლ) სისტემური წითელი მგლურა;

მ) ბეხჩეტის დაავადება, იუვენილური პოლიარტერიიტი, ვეგენერის გრანულომატოზი, კანლორწოვან-ლიმფური კვანძების სინდრომი;

ნ) შაქრიანი დიაბეტი (18 წლამდე ასაკის პირებში);

ო) უშაქრო დიაბეტი;

პ) ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა – ცალმხრივი, ორმხრივი;

ჟ) ოპერაცია: ბარძაყის თავის ჩაყენება, ძვალკვეთა, რეკონსტრუქცია;

რ) ლულოვანი ძვლების ქრონიკული ოსტეომიელიტის გამწვავება კონსერვატიული მკურნალობა;

ს) ქრონიკული ოსტეომიელიტი – სეკვესტრექტომია;

ტ) მინკოვსკი-შოფარის ჰემოლიზური ანემია;

უ) დიდი თალასემია (ჰემოლიზური კრიზით);

ფ) ანემია გამოწვეული ფერმენტული დარღვევებით;

ქ) მედიკამენტოზური ჰემოლიზი;

ღ) შონლაინ-ჰენოხის დაავადება;

ყ) იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა;

შ) იუვენილური რევმატოიდული ართრიტი;

ჩ) ჰიპერთირეოდიზმი ჩიყვით და ჩიყვის გარეშე.

2. საქართველოში მცხოვრებ ბავშვთა იმ ნაწილის სამედიცინო დახმარება, რომლებიც დაავადებულნი არიან ძალზედ იშვიათი დაავადებით, შეზღუდული შესაძლებლობის ან ლეტალურობის გამომწვევი ქრონიკული დაავადებებით და წელიწადში რამდენიმეჯერ მუდმივი ჩანაცვლებითი მკურნალობის კურსის გარეშე მათი მდგომარეობა გაუარესდება, ეს დახმარება უნდა მოხდეს სპეციალიზებულ განყოფილებებში.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 10 სექტემბრიდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვ. მეგრელიშვილი