საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.10.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-674
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.023.016947 367
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 31/10/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.10.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 04.04.2023
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ 'დელტას' დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-674
2025 წლის 30 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 4 აპრილის №2-173 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, კომპეტენციას, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗.
დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) ქვეყანაში სურსათის ინდუსტრიის, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის, მცენარეთა დაცვის, სურსათის ინდუსტრიის სფეროებში სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით, ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
გ) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში პროგრამების, პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და საჭიროების შემთხვევაში განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
დ) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების (SPS, კომპეტენციის ფარგლებში, და სხვ.) შესრულების მიზნით, წინადადებების მომზადება ან/და მომზადებაში მონაწილეობის მიღება, მისი განხორციელება ან/და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ე) შესაბამისობის შეფასების სისტემის სრულყოფის მიზნით, ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო და სურსათის ლაბორატორიული სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა;
ვ) გასტრონომიის მიმართულებით, კომპეტენციის ფარგლებში, პოლიტიკის შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) სურსათის ინდუსტრიისა და გასრტონომიის განვითარების ხელშეწყობა;
თ) ქვეყანაში სურსათთან დაკავშირებული ხარისხის სქემების პოლიტიკის განვითარება, მათი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების სრულყოფა;
ი) სურსათის ინდუსტრიის სფეროში მოქმედ ბიზნესოპერატორებთან და ასოციაციებთან თანამშრომლობა, მათი საჭიროებების და პრობლემების იდენტიფიცირება და კომპეტენციის ფარგლებში ხელშეწყობა;
კ) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის, მცენარეთა დაცვის და სურსათის ინდუსტრიის სფეროებში, კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა სამინისტროსა და უწყებასთან თანამშრომლობა;
ლ) დარგობრივი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადება და შესრულების მონიტორინგი;
მ) დარგის მარეგულირებელი კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგი, პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ნ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 3🔗.
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს, მეორადი სტრუქტურული ერთეულის/სამმართველოს ხელმძღვანელსა და დეპარატმენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე) უფლებამოსილია ვიზა დაადოს მის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) წელიწადში ერთხელ, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში, წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების/სამმართველოების ხელმძღვანელების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.
4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.
6. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:
ა) პასუხისმგებელია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში წარმართავს და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების/სამმართველოების საქმიანობას;
გ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში;
დ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია ვიზა დაადოს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗.
დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სურსათის უვნებლობის სამმართველო;
ბ) ვეტერინარიის სამმართველო;
გ) ფიტოსანიტარიის სამმართველო;
დ) სურსათის ინდუსტრიისა და გასტრონომიის განვითარების სამმართველო.
მუხლი 5🔗.
სამმართველოების კომპეტენციები
1. სურსათის უვნებლობის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) ქვეყანაში სურსათის უვნებლობის პოლიტიკის შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და განხორციელება ან განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) სურსათის უვნებლობის სფეროში სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით, ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
გ) სურსათის უვნებლობის სფეროებში მეთოდური რეკომენდაციების, სახელმძღვანელოების (გაიდლაინების), მეთოდური მითითებების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
დ) სურსათის უვნებლობის სფეროში პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების მიზნით სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან, სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან კოორდინირებული საქმიანობა და სხვა უწყებებთან თანამშრომლობა;
ე) სურსათის უვნებლობის სფეროში პროგრამების, პროექტების (მათ შორის, საერთაშორისო) შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და საჭიროების შემთხვევაში განხორციელება ან განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) სურსათის უვნებლობის სფეროში ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების (SPS კომპეტენციის ფარგლებში და სხვა) შესრულების მიზნით, წინადადებების მომზადება ან/და მომზადებაში მონაწილეობის მიღება, მისი განხორციელება ან/და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის ანალიზის კოორდინაცია;
თ) დარგის მარეგულირებელი კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგი, პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ი) დარგობრივი კონცეფციების, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადება/მომზადებაში მონაწილეობის მიღება და აღსრულების მონიტორინგი;
კ) ადგილობრივ და საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და შესაბამისობის შეფასების სისტემის სრულყოფის მიზნით, ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო და სურსათის ლაბორატორიული სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა;
ლ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის დაკისრებულ მოვალეობათა შესახებ ანგარიშის წარდგენა;
მ) სამმართველოში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
2. ვეტერინარიის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) ქვეყანაში ვეტერინარიის პოლიტიკის შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და განხორციელება ან განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) ვეტერინარიის სფეროში, ასევე ცხოველური წარმოშობის სურსათის ექსპორტ-იმპორტთან დაკავშირებული სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით, ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
გ) ვეტერინარიის, ასევე ცხოველური წარმოშობის სურსათის ექსპორტ-იმპორტთან დაკავშირებული მეთოდური რეკომენდაციების, სახელმძღვანელოების (გაიდლაინების), მეთოდური მითითებების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
დ) ვეტერინარიის სფეროში, ასევე ცხოველური წარმოშობის სურსათის ექსპორტ-იმპორტთან დაკავშირებული პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების მიზნით სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან, სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან კოორდინირებული საქმიანობა და სხვა უწყებებთან თანამშრომლობა;
ე) ვეტერინარიის სფეროში, ასევე ცხოველური წარმოშობის სურსათის ექსპორტ-იმპორტთან დაკავშირებული პროგრამების, პროექტების (მათ შორის – საერთაშორისო) შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და საჭიროების შემთხვევაში განხორციელება ან განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) ვეტერინარიის, სფეროში, ასევე ცხოველური წარმოშობის სურსათის ექსპორტ-იმპორტთან დაკავშირებული ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების (SPS კომპეტენციის ფარგლებში და სხვა) შესრულების მიზნით, წინადადებების მომზადება ან/და მომზადებაში მონაწილეობის მიღება, მისი განხორციელება ან/და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ვეტერინარიის სფეროში რისკის ანალიზის კოორდინაცია;
თ) ადგილობრივი და საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და შესაბამისობის შეფასების სისტემის სრულყოფის მიზნით, ქვეყანაში ჯანმრთელობის სერტიფიცირებას დაქვემდებარებული პროდუქტის (სურსათის, ცოცხალი ცხოველის, მათ შორის, შინაური ბინადარი ცხოველის, ცხოველის საკვების, ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტების) ექსპორტ-იმპორტის თანამედროვე სისტემის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა;
ი) დარგის მარეგულირებელი კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგი, პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
კ) დარგობრივი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადება/მომზადებაში მონაწილეობის მიღება და აღსრულების მონიტორინგი;
ლ) ქვეყანაში ვეტერინარიის მიმართულებით ლაბორატორიული სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა;
მ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის დაკისრებულ მოვალეობათა შესახებ ანგარიშის წარდგენა;
ნ) სამმართველოში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
3. ფიტოსანიტარიის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) ქვეყანაში მცენარეთა დაცვის სფეროში, კომპეტენციის ფარგლებში, პოლიტიკის შემუშავება/ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და განხორციელება ან განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) მცენარეთა დაცვის სფეროში სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით, ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
გ) მცენარეთა დაცვის სფეროში მეთოდური რეკომენდაციების, სახელმძღვანელოების (გაიდლაინების), მეთოდური მითითებების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
დ) მცენარეთა დაცვის სფეროში პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების მიზნით სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან, სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან კოორდინირებული საქმიანობა და სხვა უწყებებთან თანამშრომლობა;
ე) მცენარეთა დაცვის სფეროში პროგრამების, პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და საჭიროების შემთხვევაში განხორციელება ან განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, მცენარეთა დაცვის სფეროში რისკის ანალიზის კოორდინაცია;
ზ) მცენარეთა დაცვის სფეროში ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების (SPS კომპეტენციის ფარგლებში და სხვა) შესრულების მიზნით, წინადადებების მომზადება ან/და მომზადებაში მონაწილეობის მიღება, მისი განხორციელება ან/და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში დარგობრივი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და შესრულების მონიტორინგი;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისობის შეფასების სისტემის სრულყოფის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო და სურსათის ლაბორატორიული სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში მარეგულირებელი კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგი, პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ლ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის დაკისრებულ მოვალეობათა შესახებ ანგარიშის წარდგენა;
მ) სამმართველოში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
4. სურსათის ინდუსტრიის და გასტრონომიის განვითარების სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) ქვეყანაში სურსათის ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, პოლიტიკის შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და განხორციელება ან/და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) სურსათის დარგობრივი ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
გ) სურსათის ინდუსტრიის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან/და მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
დ) ქვეყანაში სურსათთან დაკავშირებული ხარისხის სქემების პოლიტიკის განვითარება, მათი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების სრულყოფა;
ე) სურსათის ინდუსტრიის და გასტრონომიის სფეროში მოქმედ ბიზნესოპერატორებთან და ასოციაციებთან თანამშრომლობა;
ვ) გასტრონომიის მიმართულებით კომპეტენციის ფარგლებში, პოლიტიკის შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) გასტრონომიის განვითარების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, პროგრამების და პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
თ) სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების მიმართულებით პოლიტიკის შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა. მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის საფუძველზე ანგარიშგების მომზადება;
ი) სურსათის ინდუსტრიის და გასტრონომიის სფეროებში, კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა სამინისტროსა და უწყებასთან თანამშრომლობა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში დარგობრივი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და შესრულების მონიტორინგი;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისობის შეფასების სისტემის სრულყოფის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო და სურსათის ლაბორატორიული სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში მარეგულირებელი კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგი, პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ნ) თამბაქოს წარმოების ლიცენზიის მისაღებად სამინისტროში წარმოდგენილი განცხადების და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დოკუმენტაციის განხილვა, დასკვნის მომზადება და სალიცენზიო მოწმობის გაცემა;
ო) სამმართველოში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე მუშაობა;
პ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის დაკისრებულ მოვალეობათა შესახებ ანგარიშის წარდგენა;
ჟ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 6🔗.
სამმართველოს ხელმძღვანელობა
1. სამმართველოს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს ხელმძღვანელი:
ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას;
დ) მოთხოვნის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;
ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის დავალებებს.
3. სამმართველოს ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე.