გურჯაანის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლისათვის სახელმწიფო ანსამბლის სტატუსის მიკუთვნების შესახებ

მიღების თარიღი 16.06.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №355
სარეგისტრაციო კოდი 000000210.02(0).000.000956 17
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 6, 30/06/1995
87 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

გურჯაანის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლისათვის სახელმწიფო ანსამბლის სტატუსის მიკუთვნების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №355 1995 წლის 16 ივნისი ქ. თბილისი გურჯაანის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლისათვის სახელმწიფო ანსამბლის სტატუსის მიკუთვნების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და გურჯაანის რაიონის გამგეობის წინადადება, შეთანხმებული საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროსთან, და გურჯაანის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლს მიეკუთვნოს სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი. 2. გურჯაანის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დაფინანსება მოხდეს გურჯაანის რაიონის ბიუჯეტიდან. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი  ო. ფაცაცია