საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საინფორმაციო-სამისამართო განყოფილებებში ფასიანი მომსახურების შემოღების შესახებ

მიღების თარიღი 24.06.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №379
სარეგისტრაციო კოდი 000000090.02(0).000.000964 108
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 6, 30/06/1995
225 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საინფორმაციო-სამისამართო განყოფილებებში ფასიანი მომსახურების შემოღების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №379 1995 წლის 24 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საინფორმაციო-სამისამართო განყოფილებებში ფასიანი მომსახურების შემოღების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საინფორმაციო-სამისამართო განყოფილებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების თანამშრომელთა სტიმულირებისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნა მათ სისტემაში შემავალი საინფორმაციო-სამისამართო განყოფილებებში იურიდიული და ფიზიკური პირების ფასიანი მომსახურების შემოღების შესახებ. 2. სამართალდამცავი ორგანოების (შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროების სამსახური, პროკურატურა, სასამართლო) და საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მომსახურება დარჩეს უფასოდ. 3. დაწესდეს იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის მომსახურების შემდეგი ტარიფები: - მოქალაქეებისათვის მისამართის ან სხვა ხასიათის არასაიდუმლო ცნობის მომზადება-გაცემისათვის ნაღდი ანგარიშსწორებით ცნობის გაცემის დღისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით 0,5 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხა კუპონებით, ხოლო იურიდიული პირებისათვის - ნაღდი ანგარიშსწორებით ან გადარიცხვით ერთი დოლარის ეკვივალენტური თანხა კუპონებით. 4. ცნობების გაცემისათვის მიღებული თანხები განაწილდეს შემდეგნაირად: - შენატანები ბიუჯეტში საინფორმაციო-სამისამართო განყოფილებების დაქვემდებარების მიხედვით - 70 პროცენტი; - დარჩენილი 30 პროცენტი საინფორმაციო-სამისამართო განყოფილების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისა და თანამშრომელთა წახალისებისა და მატერიალური დახმარებისათვის. 5. ცნობების ბლანკები საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს (სამმართველოს) საფინანსო-სამეურნეო სამსახურებში და საინფორმაციო-სამისამართო განყოფილებებში აღირიცხოს, როგორც მკაცრი აღრიცხვის ბლანკები. 6. ცნობების გაცემით მიღებული თანხების შეტანა მოხდეს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს (სამმართველოს) საფინანსო-სამეურნეო სამსახურებში, მათსავე ანგარიშებზე ჩაირიცხოს გამოსაღები თანხა იურიდიული პირებისაგან. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი   ო. ფაცაცია