საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.10.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-672
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.023.016949 190
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 31/10/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.10.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 03.05.2018
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-672
2025 წლის 30 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ
:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადმინისტრაციული დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, კომპეტენციას, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗.
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) სამინისტროს საქმიანობის ადმინისტრაციული და ორგანიზაციული საქმიანობის უზრუნველყოფა;
ბ) მინისტრთან ჩასატარებელი თათბირის, კომისიისა და საბჭოს სხდომების ორგანიზება და ოქმების შედგენა;
გ) სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვისა და სამობილიზაციო გეგმის მომზადება;
დ) სამინისტროსათვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მართვის ორგანიზება;
ე) სამინისტროში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, აღრიცხვა და სისტემატიზაცია, საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
ვ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, საიდუმლო რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს არქივის მუშაობის ორგანიზება;
თ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საქმიანობის უზრუნველსაყოფად, სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა;
ი) შრომის უსაფრთხოების რისკებისა და საფრთხეების შეფასების კონტროლი;
კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება.
მუხლი 3🔗.
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე) უფლებამოსილია ვიზა დაადოს მის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ვ) წლის ბოლოს, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში, წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების/სამმართველოების ხელმძღვანელების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.
მუხლი 4🔗.
დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საქმისწარმოების სამმართველო;
ბ) სამეურნეო და ლოჯისტიკის სამმართველო;
გ) ქონების მართვისა და შრომის უსაფრთხოების სამმართველო.
მუხლი 5🔗.
სამმართველოების კომპეტენციები
1. საქმისწარმოების სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) საქმისწარმოების ორგანიზება, ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და კონტროლი;
ბ) კორესპონდენციის მიღება, დამუშავება და რეგისტრაცია;
გ) მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების და წინადადებების მიღება, დამუშავება, რეგისტრაცია და მათზე რეაგირების კონტროლი;
დ) სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე შემოსული შეტყობინებების, განცხადებების და სხვა საინფორმაციო მასალების საქმისწარმოების სისტემაში დარეგისტრირება/ განაწილება;
ე) რეზოლუციების შესაბამისად, დოკუმენტაციის გამრავლება-გადანაწილების უზრუნველყოფა;
ვ) მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების გაფორმება, რეგისტრაცია და გაგზავნა;
ზ) კორესპონდენციის საექსპედიციო დამუშავება და დაგზავნა;
თ) საქმეთა ფორმირება და სამინისტროს არქივისათვის ჩასაბარებლად მომზადება;
ი) სამინისტროს არქივში დაცული მუდმივშესანახი დოკუმენტების სახელმწიფო დაცვაზე გადასაცემად მომზადება და სსიპ – საქართველოს ეროვნულ არქივში ჩაბარება;
კ) სამინისტროს ბლანკების, საქმისწარმოების საჭირო ბეჭდების, შტამპების ნიმუშების შემუშავება და მათი შენახვისა და გამოყენების კონტროლი;
ლ) სამინისტროში მიმდინარე სხვადასხვა ღონისძიებების (თათბირების) ჩატარების ორგანიზება, ოქმის გაფორმება და კონტროლის განხორციელება საოქმო გადაწყვეტილების დროულ შესრულებაზე;
მ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის დავალებების შესრულების კონტროლი;
ნ) სამინისტროში საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;
ო) სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროსთან, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან ურთიერთობა კანონმდებლობით გათვალისწინებულ საკითხებზე;
პ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
2. სამეურნეო და ლოჯისტიკის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საქმიანობის უზრუნველსაყოფად, სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა;
ბ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხების შესწავლა და ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
გ) სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის და სამობილიზაციო გეგმის მომზადება;
დ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა, სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი ავტომანქანებით მომსახურების უზრუნველყოფა და მათი აღრიცხვა;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს საწვავით უზრუნველყოფა, სათადარიგო ნაწილების გაცემა, ჩამოწერა და აღრიცხვა;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
3. ქონების მართვისა და შრომის უსაფრთხოების სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სამინისტროსათვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მართვის ორგანიზება;
ბ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება და კოორდინირება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების მოვლა, შენახვა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვისა და მისი დაცვის კონტროლი;
ე) ქონების გამოყენების ფინანსური ასპექტების შესწავლა და, მისი ეფექტიანად მართვის მიზნით, სათანადო წინადადებების მომზადება;
ვ) კორესპონდენციების განხილვა კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) სახელმწიფო საკუთრებაში და მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სამინისტროს სარგებლობაში გადმოცემასთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზება;
თ) წინადადების მომზადება სამინისტროს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი სახელმწიფო ქონების ჩამოწერის შესახებ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ი) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ჩამოწერილი ქონების განადგურების ორგანიზება;
კ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული, ჯართად ჩამოწერილი ან სამინისტროს მიერ გამოუყენებელი მატერიალური ფასეულობების სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის გადაცემა, შემდგომი განკარგვის მიზნით;
ლ) შრომის უსაფრთხოების ორგანიზება;
მ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ნ) სასაწყობო მეურნეობის სწორად აღრიცხვა და წარმართვა, საკანცელარიო საქონლის ხარჯვის კოორდინაცია და კონტროლის განხორციელება;
ო) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მომარაგება/განაწილება საორგანიზაციო ტექნიკა-მოწყობილობებით, ტრანსპორტით, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ინვენტარითა და ნივთებით;
პ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 6🔗.
სამმართველოს ხელმძღვანელობა
1. სამმართველოს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს ხელმძღვანელი:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ორგანიზაციას უწევს სამმართველოს მუშაობას, ანაწილებს ფუნქციებს საჯარო მოსამსახურეებს შორის და პასუხისმგებელია სამმართველოს მუშაობაზე;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს საჯარო მოსამსახურეთა შორის;
ე) მოთხოვნის შემთხვევაში, ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს/მოადგილეს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;
ვ) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
3. სამმართველოს ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე.