წალენჯიხის რაიონის ქ. ჯვარის 163-ე პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის საშუალო სპეციალურ სასწავლებლად გარდაქმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის

დადგენილება №667

1995 წლის 18 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

წალენჯიხის რაიონის ქ. ჯვარის 163-ე პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის საშუალო სპეციალურ სასწავლებლად გარდაქმნის შესახებ
მიღებულ იქნეს წალენჯიხის რაიონის გამგეობის წინადადება შეთანხმებული საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და ფინანსთა სამინისტროსთან და ქალაქ ჯვარის №163 მრავალდარგოვანი პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი გარდაიქმნას მრავალდარგოვან საშუალო სპეციალურ სასწავლებლად მისთვის გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში და შეუნარჩუნდეს არსებული მატერიალური-ტექნიკური ბაზა.

ახალი კონტინგენტის მიღება განხორციელდეს 1995-96 სასწავლო წლიდან დამტკიცებული მისაღები კონტინგენტის ფარგლებში.

 

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 

მოვალეობის შემსრულებელი                                                                             ბ. გულუა

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „წალენჯიხის რაიონის ქ. ჯვარის 163-ე პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის საშუალო სპეციალურ სასწავლებლად გარდაქმნის შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „წალენჯიხის რაიონის ქ. ჯვარის 163-ე პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის საშუალო სპეციალურ სასწავლებლად გარდაქმნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „წალენჯიხის რაიონის ქ. ჯვარის 163-ე პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის საშუალო სპეციალურ სასწავლებლად გარდაქმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „წალენჯიხის რაიონის ქ. ჯვარის 163-ე პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის საშუალო სპეციალურ სასწავლებლად გარდაქმნის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6651539/